საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 1:25

დიქტატორი სააკაშვილი დაკავებულია

17-12-05 12:22:14 | Print

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ქართველი სამართალდამცველების მიერ მრავალი მძიმე  დანაშაულისათვის ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ის საკუთარი საცხოვრებელი სახლის სახურავზე დააკავა, საიდანაც გადმოხტომას  ცდილობდა და თვითმკლველობით იმუქრებოდა. 

"არ მისცეთ პოროშენკოს უფლება პუტინის ბრძანებით გამიტაცონ"-უყვიროდა ის საკუთარ საცხოვრებელ სახლთან შეკრებილ მცირერიცხოვან მხარდამჭერებს. 

დაკავებული მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმმა შენობიდან გამოიყვანა.

უკრაინულ მედიაში ვრცელდება მიხეილ სააკაშვილის დაკავების და მისი შენობიდან გამოყვანის კადრები. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებდა.
მას ბრალი უკრაინის სსკ-ის 256-ე მუხლის I -ნაწილით აქვს წაყენებული - რაც "კრიმინალური ორგანიზაციების მონაწილეთა დახმარება და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა"-ს გულისხმობს.

 სააკაშვილის ადვოკატის თქმით, არაა გამორიცხული ძებნილი საქართველოს გადასცენ. 

Rate this item
(0 votes)
Read 985 times