საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:32

„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატ გელა მიქაძეს 42.5 მილიონი დოლარის აქტივები გაუყინეს

17-08-09 16:13:07 | Print

ლონდონის სააპელაციო სასამართლომ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატს, გელა მიქაძის დიდ ბრიტანეთში არსებული  42.5 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივების გაყინვის ბრძანება გამოსცა.

-„ვერდიქტი მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც იგი თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს, როგორც საქართველოში, ასევე არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.

საქართველოს სასამართლომ მას თაღლითობით მითვისებული 951 ჰა მიწის დაბრუნება მოსთხოვა.

ეს კი, ლონდონის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად ნიშნავს, რომ მიქაძეს ამჟამად ეკისრება, როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

ლონდონის სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა, ჰქონდა თუ არა მიქაძეს აქტივები რომელიმე მასთან დაკავშირებულ შპს-ში, რომელთა გაყინვა შესაძლებელი იქნებოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „ამასწინათ განხორციელებული მნიშვნელოვანი ტრანზაქციების“ საფუძველზე, „რომლებიც ახსნა-განმარტებას საჭიროებს“, მიქაძის მფლობელობაში არსებულთაგან სამ შპს-ში აქტივების გაყინვა შესაძლებელი იყო.

აქტივების გაყინვის შესახებ ბრძანების გარდა, ლონდონში მიმდინარე პროცესზე მიქაძის დაბეჯითებული უარყოფის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მიქაძემ საქართველოში „რაკიას“ მიმართ თაღლითობა ჩაიდინა.

სასამართლომ აგრეთვე მიიჩნია, რომ მიქაძე დიდ ბრიტანეთში ფლობდა, ან აკონტროლებდა შპს-ებს და განაჩენში იგი ამ ყალბი კომპანიების „მარიონეტ მფლობელად“ მოიხსენია.

სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე ნება დართო "რაკიას", მოითხოვოს დიდ ბრიტანეთში მიქაძის სამ შპს-ში აქტივების განმკარგველის დანიშვნის ბრძანების გამოცემა.

რას ალ ხაიმას სახელმწიფო კომპანიები ამჟამად შეძლებენ, შეისწავლონ ბ-ნი მიქაძის სახელზე ლატვიაში გახსნილი საბანკო ანგარიშები, რომლებზედაც სავარაუდოდ მისი თაღლითურად მოპოვებული თანხების დიდი ნაწილია განთავსებული და რომლებიდანაც ისინი მესამე მხარეებს ერიცხებოდათ.

სააპელაციო სასამართლოს აზრით, ბ-ნ მიქაძეს ლატვიის დედაქალაქ რიგაში არსებულ ABLV ბანკში არა ერთი ანგარიში ჰქონდა გახსნილი. ის ფაქტი, რომ ლატვია ევროკავშირის წევრია, სავარაუდოდ, მიქაძის აქტივების მიმართ იძულებითი აღსრულების პროცედურას გაამარტივებს“, - ნათქვამია „რაკიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

- "რაკია" კვლავაც გააგრძელებს მიქაძის, ჯანაშიასა და მასაადის სამართლებრივ დევნას დიდი ბრიტანეთის, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოებში და იგი არ გაჩერდება.

ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ლატვიის ხელისუფლებასთან, რათა დავადგინოთ, განათავსა თუ არა მიქაძემ მითვისებული სახსრები რიგის ბანკის ანგარიშებზე“, - განაცხადა იურიდიული ფირმის შპს Stewarts Law-ის პარტნიორმა დევიდ ჰიუზმა.

ქართველ პარლამენტარ გელა მიქაძეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში  დაუწსრებლად 15-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

"პატრიოტთა ალიანისის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი ფრაქციის წევრი უდანაშაულოა და იგი შავი ფიარის მსხვერპლია.

- ' გელა მიქაძე არის ძალიან მცოდნე, კომპეტენტური ბიზნესმენი, ეკონომისტი. სასარგებლოა ასეთი დეპუტატი გუნდისთვისაც და პარლამენტისთვისაც.

ეს თემა ძალიან საჩოთიროა. ბევრი კითხვის ნიშანია.

ამირა, რომელიც თავად არის ამ საქმის ფიგურანტი და ამ საამიროში სასამართლოს თავმჯდომარე, ასეთ განაჩენებს ევროპა ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

გელა მიქაძე აპირებს სამართლებრივ ბრძოლას, რათა დადასტურდეს სიმართლე“, - აცხადებდა მ/წლის მაისში ინაშვილი.

Rate this item
(0 votes)
Read 1437 times

მთავარი

 

 

 

 

ვიდეო