საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 5:34

ოთარ ფარცხალაძე LUKOIL GEORGIA-ს გენერალური დირექტორის მოადგილეა

17-05-29 14:12:47 | Print

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიის დირექტორის მოადგილეა.

ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას ლუკოილის დირექტორის მოადგილემ შავლეგ მაისურაძემ დაუდასტურა.

მაისურაძის თქმით, ოთარ ფარცხალაძე ლუკოილში ლოჯისტიკის მიმართულებით კურირებს საკითხებს.

ოთარ ფარცხალაძე სხვა ბიზნესებშიც მონაწილეობს, მას ეკუთვნის სამშენებლო კომპანია ბი ეს არ-სი დი ჯი, რომელსაც მერიამ ნუცუბიძეზე მიწის ნაკვეთი გადასცა, სადაც ფარცხალაძე 4 20-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს.

ტერიტორია ფარცხალაძის კომპანიამ ზარალის ანაზღაურების სახით მიიღო.

ბი ეს არ-სი დი ჯის იქამდე სანამ მისი მფლობელი ოთარ ფარცხალაძე გახდებოდა ეკუთვნოდა მიწის ნაკვეთი ვერეს ხეობაში.

2011 წელს ამ ნაკვეთზე ახალმა გზამ გაიარა, კომპანია ამ ზარალის ფულად ანაზღაურებას მერიისგან 2012 წლიდან ითხოვდა.

მერიამ კი კომპანიას ზარალი მხოლოდ მაშინ აუნაზღაურა, რაც ის ოთარ ფარცხალაძის საკუთრებაში გადავიდა, თანაც კომპანიისთვის ზარალის ანაზღაურების სახით გადაცემული მიწის ნაკვეთი მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმ ზარალს რაც კომპანიამ 2011 წელს მიიღო.

აუდიტის სამსახურის შუალედური ანგარიშის მიხედვით, თბილისის მერიამ იმ ნაკვეთის გვერდით, რომელიც ოთარ ფარცხალაძის კომპანიას გადაეცა გამოაცხადა აუქციონი, რომელსაც საკმაოდ საეჭვო პირობები ჰქონდა.

მერიამ აუქციონის პირობებში ჩაწერა წინადადება "მომიჯნავე საკადასტრო ერთეულთან გაერთიანება", იმის გამო, რომ მომიჯნავე ნაკვეთი ოთარ ფარცხალაძეს ეკუთვნოდა, აღნიშნული აუქციონის ერთადერთი გამარჯვებული მხოლოდ ოთარ ფარცხალაძე შეიძლება ყოფილიყო.

წყარო: http://www.tabula.ge/ge/story/120531-otar-farcxaladze-lukoil-georgia-s-generaluri-direqtoris-moadgilea

 

Rate this item
(0 votes)
Read 346 times