საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 5:29

მარგველაშვილის ცოლისძმას მეოთხე ჯერზე 4 წელი მიუსაჯეს

17-04-24 12:53:29 | Print

საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ძმას, მიხეილ  მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ დღეს გამოაცხადა.

მიხეილ მგალობლიშვილი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მიმდინარე წლის იანვარში დააკავეს.

მგალობლიშვილს სასამართლომ მ/წლის 13 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მგალობლიშვილს ბედი და პრეზიდენტი ყოველთვის წყალობდა. 

ბოლოს, მძიმე დანაშაულისათვის სასჯელმისჯილი იგი სიძე-პრეზიდენტმა, სულ რაღაც 3 წელში, 17 წლიანი სასჯელისგან იხსნა, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა.

მიხეილ გრიგოლის ძე მგალობლიშვილი: დაბადებული 1979 წელს, გიორგი მარგველაშვილის მეუღლის, მაკა ჩიჩუას ნახევარძმა.

 

წარსულში ნასამართლევი სამჯერ:

პირველად  2008 წლის 25 მარტს - საქ.სსკ-ის  273-ე და 353-ე მუხლებით, ნარკოტიკული ნითიერების მოხმარება და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის.

 მისჯილი ქონდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, პლუს ორი პირობით, ასევე 3.000 ლარის ჯარიმა.

მაშინ მგალობლიშვილს 9 თვეში  ამნისტია შეეხო  და  2009 წლის 29 ოქტომბერს გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისგან.

იგი სასჯელს ქსნის N 7-ე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იხდიდა.

მეორედ მგალობლიშვილი გასამართლდა 2009 წლის 12 დეკემბერს. 

იგი დიღმის მასივში დააკავეს და ნარკოლოგიური შემოწმებისას  ნარკოტიკული საშუალებების (ოპიუმის ჯგუფის, მეტანფეტამინის და ამფეტამინის) მოხმარების ფაქტი დაუდგინეს.

2010 წლის 27 თებერვალს გამართულ სასამართლო პროცესზე, ბრალდებულის ადვოკატსა და პროკურორს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რითაც მიხეილ მგალობლიშვილმა წარდგენილი დანაშაული სრულად აღიარა და თავი სცნო დამნაშავედ.

მოსამართლე ზვიად ესებუამ, ამჯერად სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 9 თვის ვადით შეუფარდა, რაც საპროცესო შეთანხმებით, 3 წლიანი პირობითით შეუცვალა.

ამასთან, დააკისრა ჯარიმაც - 2.000 ლარის ოდენობით.

მესამედ მგალობლიშვილი გაასამართლდა 2011 წლის 4 მაისს-  109 მუხლის II-ე ნაწილით-  ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.

მგალობლიშვილმა 2010 წლის 31 აგვისტოს, ლესელიძის ქუჩაზე თანამზრახველებთან ერთად ახალგაზრდა მამაკაცი დანით დაჩეხა .

მოსამართლე ლელა შკუბულიანმა ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, მგალობლიშვილს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის მეგობარს კი - 14 წლით აღუკვეთა თავისუფლება.

- თუმცა, სამჯერ ნასამართლევი ცოლისძმა 17 წლის ნაცვლად 3 წელში შეიწყალა ხათრით არჩეულმა სიძე -პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

 

 

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 829 times