საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 12:13

ყოფილი ერთი მოადგილე „კაიფში გაიპარა“ და მეორეს დღემდე ჟღვლინტი ჩამოდის, ვერც ნანუკამ და ვერც ირაკლიმ გოიმის სტატუსი ვერ მოიშორეს...

17-04-18 15:25:22 | Print

ნანუკა და "საკაიფო"ქვეყნის "საკაიფო" ამბები

ყველაფერს აქვს ზღვარი, უნამუსობას - არა!

ნაციონალების დაკრულზე მოცეკვავე, კაცმაცუნა კოდუას (რომელიც 0,00005 გრ. „წამალზე“ ხალხს 25 წლიან „სროკზე“ უშვებდა) ცოლყოფილი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელსაც მისმა ხოტბის საგნებმა - ნაციონალებმა არ დაინდეს და ძმა

რამდენჯერმე დაუკავეს, მათ შორის დიდი რაოდენობის „პლანის“ გადატანა-გასაღების ბრალდებით, უპირველესი მარიხუანას პროპაგანდის საქმეში „ორატორი“ გამოდგა და ეს არცაა გასაკვირი.

მის საახლობლოში ზედიზედ ორ ადამიანს ვერ იპოვით, რომელიც „კაიფზე“ უარს ამბობს!

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კოდუას ნაცოლარს პასუხს არავინ სთხოვს, პირიქით, ტაშს უკრავენ.

გასულ ოთხშაბათს, ნანუკას და მისი მორიგი მარაზმის ე.წ. შოუს მისამართით სოციალურ ქსელში გინების და ლანძღვის საგანი გახდა.

ამ კორიანტელმა მაიძულა „ნანუკას შოუ“ მენახა და სოციალური ქსელის „აფეთქების“მიზეზი გამეგო.

შოუს პირველ სტუმარს რომელსაც მისი თქმით პოლიცია უთვალთვალებდა ანონიმური განცხადების საფუძველზე, შემდეგ სახლი გაუჩხრიკეს თითქოს იარაღს ეძებდნენ, მაგრამ სავარაუდოდ ქოთანში ჩარგული საცოდავი მარიხუანას „გაუხარელი“ფესვი იპოვნეს და „გირჩის“პირდაპირ ეთერში პლანის კულტივაციის რეკლამირებამ გადაარჩინა, აღშფოთებული უსმენდა ნანული, თითქოს მისი საყვარელი ბელადის და ქმარყოფილის ზეობის ხანაში არ ყოფილიყო ეგ ბოლშევიკური კანონი მიღებული.

კერძოდ 2005- წლის დეკემბერში. (სსს კოდექსის 263-ე მუხლის მეორე ნაწილი) თუ ადრე ანონიმური ცნობები არ წარმოადგენდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბს და ასეთი ცნობები მხოლოდ მოწმდებოდა, ზარზეიმით მიღებული კანონის საფუძველზე გამომძიებელი და პროკურორი უფლებამოსილია დაიწყოს წინასწარი გამოძიება.

სამარცხვინო ფაქტია, რომ აღნიშნული კანონი „პერესტროიკის“ დროს გაუქმდა და მიხეილის ხანაში პოლიტიკური მოწინააღმდეგეების, ბიზმესმენების და სხვების გასანადგურებლად ესოდენ საეჭვო კანონი მიიღეს.

სხვათაშორის მსოფლიო კანონშემოქნედებითი პრაქტიკა, შეიძლება ითქვას, არ იცნობს ქვეყანას, რომელიც ასე ხშირად და გაუაზრებლად ახდენდა საკანონმდებლო ბაზის რადიკალურ ცვლილებებს როგორც ჩვენს ქვეყანაში მოხდა 2003 წლიდან 2012 წლის ჩათვლით.

თუმცა აღნიშნულის გახსენება ნანულის არ სურს რადგან სისხლის და ძალადობის მოყვარე ტურა, პირველი გარბოდა ნაცხროვის უდანაშაულოდ ჩახოცილი და შემდეგ დამნაშავეებად გამოცხადებულ ახალგაზრდებზე რეპორტაჟის გადასაღებად.

სწორედ მისი მეუღლედყოფილის დაბადების დღის ბოლოს განხორციელებული ზარის გამო მოხდა სამი სვანი ახალგაზრდის წამება, ნარკოტიკის ძალით გაკეთება და შემდეგ „ჩადება“.

რა გადაიტანა იმ სამმა ახალგაზრდამ და მათმა ახლობლებმა ძნელი მისახვედრი არ არის...

მთავარია, რომ ჟორჟოლიანს აღარ ახსოვს.

არც ის ახსოვს, სწორედ ნარკოტიკის ჩადებით როგორ ახევდა მისი ქმარყოფილი ბიზმესმენებს და არა მარტო, კონსტიტუციით დაცულ კერძო საკუთრებას.

როგორ დაჰქროდა ნაყაჩაღარი ავტომანქანით და მავანს უმტკიცებდა თითქოს კანონიერი გზით ჰქონდა შეძენილი.

არც ის ახსოვს ვანო მერაბიშვილი რატომ უკვეთავდა მის მეუღლეს ორ გვამს ან უკეთეს შემთხვევაში პარლამენტის წევრის სასტიკად ცემას (და არა მარტო).

სწორედ კოდუას დაუკვეთეს უმძიმესი ბრალდებით გია გვიჩიანის დაკავებაც.

რა ჯოჯოხეთი გაიარეს სამართლის ძებნაში უდანაშაულოდ დაკავებულებმა და მათმა ოჯახის წევრებმა ჟორჟოლიანის ინტერესში ამის ცოდნა არ შედის.

სამაგიეროდ ხშირად იხსენებს თავის ძმის დაკავებას რომელიც „ნაცკლანური“ დაპირისპირების შედეგად მოხდა თორემ ისედაც ცნობილი გახლდათ ის ფაქტი, რომ მისი ოჯახის არაერთი წევრი მოიხმარდა ნარკოტიკს.

თუმცა მისი ძმისთვის არც ქონება წაურთმევიათ და არც ცემა, წამებით გამოუძალავთ ჩვენება. უფრო მეტიც, სანამ მეორედ დააკავებდნენ, (2010-წელს)მიხეილ ჟორჟოლიანმა საქართველოს საზღვარი სასამართლოს ნებართვის გარეშე ორჯერ გადაკვეთა, რასაც სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მეორედ გაათავისუფლეს გირაოს სანაცვლოდ, მაშინ, როცა პირველი პროცესი ჯერ არ იყო გამართული და სასჯელის ვადა დადგენილი, ანუ პირველ ფაქტზე გამამართლებული, ან გამამტყუნებული განაჩენი არ იყო დამდგარი.

სხვებს, ჩვეულებრივ მოკვდავებს, მსგავს შემთხვევაში, ციხეში ჩაალპობდნენ, ნანუკას ძმა კი „სრულიად სამართლიანად“ შეეცოდათ და სასამართლომ თურმე მისი მეუღლის ფეხმძიმობა გაითვალისწინა.

ნაციონალური მოძრაობა, კრიმინალური ხელისუფლება გახლდათ და ნარკოტიკების ჩადებით ბიზნესის წართმევა ერთ-ერთ, საკმაოდ ცნობილ სქემას წარმოადგენდა და აღნიშნული სქემის სათავეში, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მაშინდელი უფროსი, ერეკლე კოდუა ხელმძღვანელობდა.

ნაციონალური მოძრაობის ყველა მაღალჩინოსანს, ბიზნესის წართმევის საკუთარი ხელწერა ჰქონდა, ერეკლე კოდუა ნარკოტიკების ჩადებით გამოირჩეოდა, ზოგი მაღალჩინოსანი ბიზნესმენის სახლში, ან მანქანაში იარაღს დებდა და ასე შემდეგ. ფაქტია რომ მხოლოდ კოდუა, ამდენს ვერ გაბედავდა.

ქვეყნის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყველა ამგვარი შემთხვევის საქმის კურსში იყო და კოდუა, სწორედ სააკაშვილთან და მერაბიშვილთან ერთად იყო ნაცკრიმინალურ ფერხულში ჩაბმული.

ნანუკა და მისი მრევლი მაშინ დუმდა, არც უსამართლობის განცდა აწუხებდათ და არც ნაცხროვის მიერ ჩახოცილი უდანაშაულო ბიჭების წართმეული სიცოცხლე.

თითქოს ყველაფერმა უკვალოდ ჩაიარა და ეხლა იმ ადამიანების დარდი აქვს რომლებიც ნარკოტიკების მოხმარების გამო ისჯებიან.

არ მოსწონს კლუბური ნარკოტიკის მოხმარებაზე არსებული სანქცია და მკვლელობის, ყაჩაღობის და სხვა მძიმე დანაშაულის სანქციასთან ახდენს შედარებას.

სანამ ამ უტიფარ ქალთან არ დაიჩოქა აქლემმა მანამდე პრობლემა არ იყო მისთვის აქტუალური.

სხვათაშორის პროტესტი არ გამოუთქვამს იმ ქვეყნების მიმართ საიდანაც ეგრედწოდებული კლუბური ნარკოტიკი შემოდის, ან ბიო.

არადა სწორედ ეს ნარკოტიკები იწვევენ ბევრად უფრო შეუქცევად პროცესებს ადამიანის ორგანიზმში ვიდრე ოპიუმი და ჰეროინი.

თუმცა ეს, ნანუკას არ აინტერესებს.

არც ის, რომ სწორედ მისი ქმარყოფილი კურირებდა ნარკოტრასებს წინა ხელისუფლების ზეობის პერიოდში და სხვა თანამშრომლებთან ერთად არც ნარკოტიკის მოხმარებაზე ამბობდა უარს.

ნარკოტიკების რეალიზაციის „დაკრიშვის“ ფაქტზეც არაერთხელ ამხილეს ყოფილმა თანამშრომლებმა.

არაერთი მისი რეკომენდაციით დანიშნული ხელმძღვანელი (ნარკომანიის უფროსი) მოიხმარდა ნარკოტიკს და შსს გენერალური ინსპექციის რისხვას გადაარჩინა და თანამდებობაც შეუნარჩუნა.

მისი ყოფილი ერთი მოადგილე „კაიფში გაიპარა“ და მეორეს დღემდე ჟღვლინტი ჩამოდის.

დიდი ფული იშოვნა კოდუამ როგორც ნარკოტიკების რეალიზაციით ასევე სხვისი ქონების მითვისებით, მაგრამ ვერც ნანუკამ და ვერც ირაკლიმ გოიმის სტატუსი ვერ მოიშორეს...

გასულ ოთხშაბათს, ნანულის შოუში მონაწილეობის მიღებაზე უარი უთხრა არაერთმა მისი „ნაქმარევის“მიერ დაკავებულმა და უმოწყალოდ „გაპარსულმა“ ყოფილმა პატიმარმა რომლებიც გაოცებას ვერ მალავდნენ „მიპატიჟების“ გამო.

გამოდის, რომ ჟორჟოლიანს სურვილი გაუჩნდა კოდუა მის შოუში ამხილონ?

ნუ, რა კეთილი გულის, სამართლიანი გოგო გამხდარა სისხლის და ოქროს მოყვარული არსება...

შოუს სტუმრობდა პრეზიდენტის ქალიშვილიც, რომელიც აღშფოთებას ვერ მალავდა, რომ პრეზიდენტის ოჯახს და მათ სამეგობროს განსხვავებული აზრის გამო დევნიან.

წინა ხელისუფლების დროსაც არაერთხელ დაკავებულ პრეზიდენტის „ახლო გარემოცვას“ თითქმის იგივე პრობლემები აქვს არსებული ხელისუფლების დროსაც, სარწმუნო წყაროს ცნობით კიდევ უარესი პრობლემები ჰქონდათ 2003 წლამდეც...

სხვათაშორის შალვა ნათელაშვილი განსაკუთრებული მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა როგორც წინა ასევე არსებულ ხელისუფალთა მიმართ, რაღაც არ მახსენდება მისი ოჯახის წევრს ან სამეგობრო წრეს „დევნა-ჩადებაზე“ პრეტენზია გამოეთქვას.

რატომ არ ხორციელდება ზეწოლა მის შვილზე?

პასუხი მარტივია-მისი შვილი და არც მისი მეგობრები ნარკოტიკთან არ მეგობრობენ და არც ცივ-ცხელ იარაღს ატრიალებენ...

ერეკლე კოდუას ხროვა, მეგობარი-მეგობარს ნარკოტიკზე თუ „დაპატიჟებდა“ ან ნათესავი ნათესავს, რეალიზატორად ნათლავდა და სასამართლოსაც აიძულებდა ბოლომდე, რეალიზაციის ბრალდებით გამოეტანა განაჩენი.

აღნიშნული ქმედებით ერეკლე, ოჯახური ბიზნესის კუდებს მალავდა, თუმცა ბოლომდე მაინც არაფერი იმალება, იქნებ სწორედ იმიტომ გამოასალმეს სიცოცხლეს გია თელიაც, რადგან მან გაბედა და ხმამაღლა, პირველმა ამხილა ნარკომანი და რეალიზატორი კოდუას მოღვაწეობა?

2012 წლის შემდგომ „სოდის“ თანამშრომლებმაც დაიწყეს მხილება...თუმცა „ოჯახმა“ ყველაფერი შეირგო, „მოურავი“ ჯერ-ჯერობით სიტყვას ასრულებს ნარკოტიკებით და იარაღით მოვაჭრე ორ კრიმინალს ევროპაში ალივლივებს.

მათ ოჯახებსაც დიდად არავინ აწუხებს საქართველოში, მაგრამ ჯერჯერობით.

დრო ყველაფერს ცვლის, ერთ მშვენიერ დღეს ყველა და ყველაფერი საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება...

ქეთევან ზარნაძე

'საერთო გაზეთი" 

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 26258 times

მთავარი

 

 

 

 

ვიდეო