საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 1:20

პროტოპრესვიტერი გიორგი (ზვიადაძე): ეს წინამძღვრობა უფრო მეტად ეკუთვნოდა მამა ხვთისოს და მამა ელიზბარს, ვიდრე მე

19-01-03 22:14:49 | Print

  2018 წლის 20 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში არქიმანდრიტ საბას (მამა ღვთისო შალიკაშვილის) ხსოვნის საღამო გაიმართა.

 არქიმანდრიტი საბა 1977 წლიდან  უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პროტოდიაკონი იყო, ბოლო 30 წელი კი ქაშუეთის წმიდა გიორგის ეკლესიის დეკანოზი. 2017 წლის 18 დეკემბერს დეკანოზი ღვთისო ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელად საბა.

2018 წლის 7 იანვარიდან იგი ზეციური საქართველოს ბინადარია.

  ხსოვნის საღამოზე არქიმანდრიტ საბას შესახებ ისაუბრეს: ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ,მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე), თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, დეკანოზებმა: ალექსი ადამაშვილმა, ელიზბარ ოდიშვილმა,დავით დელიბაშვილმა და გიორგი მეშვილდიშვილმა.

პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ქაშვეთის ეკლესიის წინამძღვრობის პირველი დღეები, მამა ხვთისოს და მამა ელიზბარის მისდამი დამოკიდებულება,  მათი ღვაწლი  და დამსახურება გაიხსენა და აღნიშნა მათი როლი  ქართული ეკლესიის წინსვლის საქმეში.

პროტოდიაკონმა კერძოდ თქვა :

    „ მე განსაკუთრებით მინდა მივესალმო მამა ელიზბარს, მამა ხვთისოს ნათესავს და  მეგობარს, მამა ალექსის, მამა დავითს, სამღვდელოებას.   

   რისი თქმაც მე მინდა ეს რა არის, რომ როდესაც მე წინამძღვრად დამნიშნა პატრიარქამა ქაშუეთის ტაძარში, ზოგჯერ ეს წინამძღვრობა შეიძლება უფრო მეტად ეკუთვნოდა მამა ხვთისოს და მამა ელიზბარს, ვიდრე მე, იმიტომ, რომ მათი დამსახურება უფრო დიდი იყო ეკლესიის წინაშე, ამ ორი პიროვნების, ქაშუეთის ტაძარს ვგულისხმობ და ალბათ, უფრო მეტად მათ ეკუთვნოდათ ეს ყველაფერი.

 მაგარამ, მამა ხვთისომ ჩემი წინამძღვრობა მიიღო და მამა ელიზბრამა ძალიან თბილად და იმდენი სიკეთე, მხარდაჭერა მახსოვს, მე ამ მამების ფასზე არ ვლაპარაკობ, იმის გამო  რომ დღეს არის მამა ხვთისოს ხსოვნის საღამო.

 ხაზგასმით მინდა ავღნიშნო მეუფე ანანია, რომ მამა ხვთისოსთან ერთად , აქ ბრძანდება მამა ელიზბარი და ქაშუეთის ყველა წინსვლაში და ყველა წარმატებაში არის მასთან ერთად მამა ელიზბარის დიდი დამსახურება, მამა ალექსის დიდი დამსახურება და წვლილი, შედარებით უფრო დიდი ხნის წინ ნაკურთხი მოძღვრების დამსახრუება -ახალგაზრდებთან ერთად. “

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 538 times