საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:15

პატრიარქის განცხადება, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების მტრობა, ის ჯურღმულში მიაქანებს ქვეყანას

18-11-02 17:08:52 | Print

საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის (17-05-2013 - 18-11-2016) წევრი საარჩევნო ბლოკ: „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“-დან,

“რესპუბლიკური პარტიის” გენერალური მდივანი თამარ კორძაია მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებაზე უწმინდესის ილია მეორის განცხადებას

საზოგადოების  და ქვეყნის წინაშე მტყრობად  აფასებს.

მისი თქმით, საპატრიარქო  საპატრიარქოს რიტორიკა საბჭოთა კავშირის მმართველობას აგონებს, რომელზეც საზოგადოებამ, თავის დროზე, უარი თქვა.

- “პატრიარქის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების მტრობა.

ის მიდის საკუთარი საზოგადოების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და დემოკრატიის სისტემის წინააღმდეგ.

როდესაც საპატრიარქოს წარმომადგენლები გამოდიან საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ, რომელიც დღეს პროგრესის ერთადერთი წყაროა ამ ქვეყანაში, ეს განცხადებები არის საზოგადოების წინააღმდეგ სვლა”, – განუცხადა კორძაიამ “ნეტგაზეთს”.

თამარ კორძაიას შეფასებით, საქმე მხოლოდ მარიხუანის ლეგალიზებასთან დაკავშირებულ განცხადებებს არ ეხება და საპატრიარქო უკვე დიდი ხანია, პროგრესის პროცესს ჩამორჩა.

-“ სამწუხაროა, რომ ჩვენს ეკლესიაზე კაცობრიობის არანაირი პროგრესი არ აისახება.

ის ჯურღმულში მიაქანებს ამ ქვეყანას.

ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ საპატრიარქოს ძალიან მჭიდროდ ეთანამშრომლება “ქართული ოცნება” და დღევანდელი ხელისუფლება.

ის ცხოვრობს ქრისტიანობის საწინააღმდეგო ქმედებებით, რადგან ქრისტე არ ქადაგებს შიშის დანერგვას, ქრისტე ქადაგებს სიყვარულს.

საპატრიარქო კი ცდილობს, დააშინოს საზოგადოება, განსაკუთრებით პოლიტიკოსები და ჰყავს კიდეც ასეთი დაშინებულები [საპარლამენტო] უმრავლესობაში .

 საპატრიარქოს რიტორიკა საბჭოთა კავშირის მმართველობას აგონებს, რომელზეც საზოგადოებამ, თავის დროზე, უარი თქვა, – აცხადებს კორძაია.

 გარუკვეველი სქესის  და ორიენტაციის კორძაია, ისე როგორ  "ოცნების" მრავალი  ღვთსიმგობი და ნაც.სექტის მეხოტბე თავის დროზე "ჩაუდეს" ოცნებას, უპირველესად მათზე და მათთნაირ  "მოღვაწეებზე" აქვს ბოდიში მოსახდელი საზოგადოებისთვის, რომლებიც დღემდე მრვალად ყავს. 

"თბილისი 24" შენდობას სთხოვს მის უწმინდესობას მსგავსი სიბილწის გავრცელების გამო.

ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებთ, რომ საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა  ნათლად დაინახოს,   ვინ უჭერს მხარს "ნაციონალურ სექტას", ვისთან და რა ძალასთან გვაქვს საქმე.

 

Rate this item
(0 votes)
Read 1114 times