საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:15

ჩვენ ქართველებს ძალიან ვაწყენინეთ და ახლაც ამას ვაგრძელებთ, მაგრამ მაინც უნდა მივმართოთ დახმარებისთვის

18-10-22 13:15:48 | Print

რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ის პროგრამა «Особое мнение»-ში ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა  მაქსიმ შევჩენკომ  უკრაინისა და რუსეთის ეკლესიების კონფრონტაციის  და  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის როლზე ისაუბრა. 

მაქსიმ შევჩენკოს თქმით, ამ საკითხის მოსაგვარებლად და  დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სხვა ეკლესიებთან მოთათბირება:

- "მაგალითად, უძველეს ქართულ ეკლესიასთან, რომელსაც რუსეთის ეკლესიაზე უფრო ბევრად ხანგრძლივი ისტორია აქვს.

ქართული ეკლესია უფრო ძველია, ვიდრე ელადის ეკლესია, ვიდრე კიევის ეკლესია.

ქართველები უძველესი მართლმადიდებელი ხალხია, რომლებსაც რუსეთის სახელმწიფო უკვე მერამდენე წელია ებრძვის და ვის ებრძვის?

მთელ პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე მცხოვრებ ერთადერთ უძველეს მართლმადიდებელ ხალხს!

არადა, დღეს ქართული ეკლესიის როლი და გავლენა ძალიან დიდია.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ისეთი ადამიანია, რომელიც უდიდესი პატივისცემით სარგებლობს. მისი ავტორიტეტი ურყევია.

ილია მეორე არის ის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ხალხი ძნელ-ბედობის ჟამს გადაარჩინა, მისი მამა გახდა. საერთოდ, ქართული სამღვდელოება, ქართველი სასულიერო მსახურები გამოირჩევიან თავიანთი ასკეტობით, წმინდანობით და დამაჯერებლობით.

ისინი განსაკუთრებულები არიან.

ქართველი მიტროპოლიტები და ეპისკოპოსები ძალიან მძიმე მარხვას იცავენ.

მართლმადიდებლობა ქართველებისთვის ძალიან ძვირფასია. ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივიდეთ ქართველებთან და ვთხოვოთ: "ძმებო ქართველებო, უწმინდესო და უნეტარესო პატრიარქო ილია მეორე, დაგვეხმარეთ უკრაინის ეკლესიასთან ურთიერთობის გარკვევაში... კონსტანტინოპოლთან..."

საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი ჩვენთვის, ჩემი აზრით, ანგარიშგასაწევი უნდა იყოს - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მე-19 საუკუნეში გააუქმა, ეპარქიად გადააქცია და თბილისიდან და ქუთაისიდან წმინდა რელიქვიების პეტერბურგში გატანას ცდილობდა...

ჩვენ ქართველებს ძალიან ვაწყენინეთ და ახლაც ამას ვაგრძელებთ, მაგრამ მაინც უნდა მივმართოთ დახმარებისთვის", - ამბობს მაქსიმ შევჩენკო, თუმცა პროგრამის წამყვანის ევგენი ბუნტმანის აზრით, ამგვარი ნაბიჯი რუსეთის ეკლესიის მხრიდან უტოპიური იქნება.

- "ვისთან იბრძვის რუსეთის ფედერაცია, რომელიც თავის თავს მსოფლიოს ცენტრად მიიჩნევს?

იბრძვის მართლმადიდებელ სამყაროსთან: ომი ერთმორწმუნე საქართველოსთან, ომი მართლმადიდებელ უკრაინასთან, კონფლიქტი ბელარუსების მართლმადიდებელ ეკლესიასთან, ბერძნებთან", - აცხადებს მაქსიმ შევჩენკო.

                                                   

                                                    ***

- " Вот у нас есть древняя церковь грузинская, древнейшая, которая древнее московской церкви, древнее там Элладской церкви, древнее киевской.

Грузины – это древнейший православный народ, с которым тут российское государство воюет уже который год с единственным самым древним православием на советской территории. Потому что древнее Грузин нет просто православных на территории бывшего Советского Союза.

Может, понтийские греки только, наверное? Но они примерно в одно и то же время, мне кажется. Вот. Но как государство.

Вот, я считаю, что сейчас роль грузинской церкви огромна. Просто Патриарх Илия – это человек…

Е.Бунтман
― Объединительная роль?

М.Шевченко
― Нет, объединить там невозможно. Как роль посредника, как роль человека, который…

Е.Бунтман
― Переговорщика.

М.Шевченко
― Как роль главы церкви. Да, Патриарх Илия – человек, который, безусловно, вызывает у каждого вменяемого человека авторитет. Человек, спасший свой народ в самые тяжелые годы, ставший отцом. Грузинское монашество, грузинское духовенство известно своей святостью, праведностью и аскетикой. Это такой особый совершенно…

В советское время, там, кавказские старцы… Вот, я помню, читал, да мне доводилось тоже видеть это, понимаете? Там грузинские епископы по преимуществу митрополиты – это монахи такие, высохшие молитвенники, которые там держат очень тяжелые посты и так далее.

И православие для грузин тоже. Вот, давайте это сейчас возможность, в частности, наладить в том числе отношения с грузинами, сказать «Дорогие братья-грузины, ваше блаженство, блаженнейший патриарх Илия, помогите нам разобраться в этом вопросе. Вот, Украина, Москва, Константинополь».

Авторитет грузинской церкви для нас, мне кажется, должен быть. Несмотря на то, что Россия в XIX-м веке ликвидировала церковь и превратила ее в две епархии – Тифлисская и Кутаисская, и пыталась вывезти священные реликвии в Петербург.

Как известно, крест Святой Нины, вот эти веточки поникли именно тогда.

А на могиле Святой Нины я там был, там даже, по-моему, есть надпись: какой-то митрополит петербургский пошел возить ее мощи, ослеп и потом помолился, ему вернулось зрение. Там, по-моему, даже доска висит такая, значит, мраморная, если мне память не изменяет.

Ну хорошо, вы обижали грузин, унижали их, продолжаете это делать и сейчас. Но вот церковь – это, возможно, сейчас… Как бы сказать? «Братья-грузины, по-православному помогите».

Е.Бунтман
― Ну, вы утопический вариант такой описываете.

М.Шевченко
― Это нормальный православный вариант был бы, если бы это были православные (НЕРАЗБОРЧИВО).

Е.Бунтман
― Сейчас-то всё идет на обострение только.

М.Шевченко
― Но это конфликт не православный, это конфликт навязанный. С кем ссорится Российской Федерации, которая объявляет себя там центром мира? С православными народами.

Война с православной Грузией, война с православным украинским народом, конфликт с Белоруссией, с православно-белорусским народом.

Е.Бунтман

წყარო: 

https://echo.msk.ru/programs/personalno/2298070-echo/

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 334 times