საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 6:13

რაჲსა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა? არა არს აქა, არამედ აღდგა! ქრისტე აღდგა!

18-04-07 21:36:49 | Print

ქრისტე აღდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!

ქრისტე აღდგა! შეჭმარიტად აღდგა! 

“სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი? აღსდგა ქრისტე და დაირღვიე შენ; აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი, აღსდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოზნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს!” (ზატიკი).

იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა უდიდესია ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის – „ესე არს დღე, რომელ ქმან უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა“ (ფსალმუნი 117,24).

აღდგომას წინ უსწრებს სააღდგომო მარხვა, რომელიც 48 დღე გრძელდება და სულიერად გვამზადებს ამ უდიდეს დღესასწაულთან შესახვედრად.
ეს არის ცოდვაზე გამარჯვების ზეიმი.

თავისი სიძლიერით ამ დღეს ვერ შეედრება მიწიერი კეთილდღეობით გამოწვეული ვერცერთი განცდა.

ამ იდუმალ ღამეს, როგორც არასდროს, ჩვენი სული თბება რწმენით, სასოებითა და სიყვარულით; უფალი მოდის თითოეულ ჩვენგანთან და გვეუბნება: „ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ“ (ლუკა 8,50).

ისევე, როგორც კვერცხიდან იბადება ცოცხალი არსება და ნაჭუჭიდან გათავისუფლების შემდეგ იწყებს სრულყოფილ არსებობას, ასევე დედამიწაზე იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისას განვთავისუფლდებით მიწიერი, ხრწნადი სხეულისაგან, სულ სხვა, უფრო ამაღლებული, მარადიული, უკვდავი ცხოვრებით აღვდგებით და ვღორძინდებით.

ეს არის სანატრელი დღე – დღე უფლისა, რომლის შესახვედრადაც ასე დიდხანს ვემზადებით: ვინ – მეტად, ვინ – ნაკლებად, ვინ – თავიდანვე, ვინ მოგვიანებით; ჩვენ შორის არიან ისეთები, რომლებიც ყველა ამქვეყნიურ საზრუნავს, გვერდზე სდებენ და მთელ მარხვას მონასტერში ატარებენ საკუთარი ნაკლის ჭვრეტასა და ერზე ლოცვაში – ღმერთმა შეუწიროთ ეს დიდი ღვაწლი.

სადღესასწაულო ღმერთმსახურება ყველა მოქმედ ტაძარში, ტრადიციულად ღამის 12 საათზე იწყება.
ჯერ სრულდება ლიტანიობა: სამღვდელოება საკურთხევლიდან გამოასვენებს ხატებს და ბაირაღებს და მრევლთან ერთად გალობით სამჯერ უვლის ტაძარს, რის შემდეგაც ტაძრის წინამძღვარი ულოცავს მრევლს:
„ქრისტე აღსდგა!“ – „ჭეშმარიტად აღსდგა!“
ამის შემდეგ იწყება სადღესასწაულო წირვა-ლოცვა, რომელიც დილამდე გრძელდება. ვინც მომზადებულია, ღებულობს წმიდა ზიარებას.
აღდგომის დღესასწაულთანაა დაკავშირებული წითელი კვერცხი, ტკბილი პური ანუ პასკა და ჯეჯილი.

წითელი კვერცხი

არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ.
საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი.
წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა.
იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში.
მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღდგა“.
იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?!
ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ "ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო“.
სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა.
ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
საერთოდ, კვერცხი მარდიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი სიცოცხლე მოგვანიჭა.
წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.

ტროპარი:
ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.

კონდაკი:
დაღაცათუ ნებსით თვისით საფლავად შთახედ უკუდავო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე და აღსდეგ ვითარცა მძლე, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარებაჲ მიმადლე და მოციქულთა მშვიდობაჲ მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაჲ.

 

Rate this item
(0 votes)
Read 82 times