საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 11:49

ილია II -ის სამძიმარი რუსეთის პრეზიდენტს და პატრიარქს

18-03-29 16:48:32 | Print

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილს და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში, ხანძრისას დაღუპულთა გამო უსამძიმრებს.

სამძიმრის წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

"26 მარტს კემეროვოს ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვებით ვერ გამოვხატავთ ჩვენს გრძნობებს და მხოლოდ ლოცვა გვმართებს,

თქვენთან ერთად ვგლოვობთ და ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ნათესავებს.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა დააწესოს ახლადშესვენებულთა სულნი, სადაცა მართალნი განისვენებენ, ხოლო მათ ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და მტკიცე რწმენა.

ძმური სიყვარულით“,- წერია ილია მეორის რუსეთის პატრიარქისადმი სამძიმრის წერილში.

კათოლიკოს-პატრიარქმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსაც მიუსამძიმრა:  

"მის აღმატებულებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს,ბატონ ვლადიმერ პუტინს.

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო!

შეგვძრა კემეროვოში მომხდარმა ტრაგედიამ. მიიღეთ ჩვენი სამძიმარი.

ვგლოვობთ ჩვენც და აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა ახლად შესვენებულთა სულნი დააწესოს საყოფელსა მართალთასა, ხოლო მათ ახლობლებს მიანიჭოს მტკიცე რწმენა და ნუგეში.

პატივისცემით

ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ", - ნათქვამია გავრცელებულ წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვია.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ტრაგედია გულგრილობისა და გაუფრთხილებლობის შედეგია.

 

Rate this item
(0 votes)
Read 199 times