საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 4:01

კომუნიზმის მშენებლობა, ეს იყო პრიმიტიული ექსპოზიცია, გადაწერა სახარების, ახალი ვერაფერი მოიფიქრეს

18-01-14 22:55:43 | Print

რუსულ ტელეარხ «Россия-1»-ის გადაცემა "Вести недели"-ში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინტერვიუს ნაწყვეტი გავიდა, რომელიც ლიბერალურად განწყობილმა ტელეარხებმა თავისებურად შეაფასეს და დამახინჯებული ინტერპრეტაცია მისცეს, თითქოს, პრეზიდენტი პუტინი მართლმადიდებლურ სიწმინდეებს - კომუნისტების ბელადის გვამს ადარებს, ხოლო თავად ქრისტიანობას- კომუნიზმს. 

არადა, პირიქით, პუტინის განცხადებით კომუნისტებს თავის დროზე ახალი არაფერი გამოუგონიათ, მათ უბრალოდ სახარება თავისებურად გადაწერეს, ხოლო კომუნიზმის მშენებლობის პრინციპი, პრეზიდენტის თქმით, მარტივი სუბლიმაციაა სახარების.

- " შეიძლება, ისეთ რამ ვთქვა, ვიღაცას არ მოეწონოს, მაგარამ ვიტყვი იმას, რასაც ვფიქრობ.
პირველ რიგში, რწმენა ყოველთვის თანგვდევდა, გვაძლიერებდა, როცა ჩვენს ერს განსაკუთრებით უჭირდა.
იყო ღვთისმგმობი წლები, როდესაც ანადგურებდნენ ტაძრებს,კლავდნენ მღვდელმსახურებს და ამავდროულად ქმნიდნენ ახალ რელიგიას.
კომუნისტური იდეოლოგია მსგავსებით ახლოსაა ქრისტიანობასთან.
თავისუფლება,თანასწორობა, ძმობა,სამართლიანობის პრინციპი -ამ ყველაფერზე ნათქვამია, დევს "წმინდა წერილში".
და რა იყო კომუნიზმის მშენებლობის პრინციპი?
ესაა სუბლიმაცია, (განდიდება,შემოქმედება- tb24)
ესაა უბრალოდ პრიმიტიული ექსპოზიცია, გადაწერა სახარების, ახალი ვერაფერი მოიფიქრეს.
აი, ნახეთ,ლენინი მავზოლეუმში დაასვენეს. და რით განსხვავდება ეს წესი მართლმადიდებლურისგან, როცა წმინდანების ნაწილების თაყვანისცემენ ?
როცა მეუბნებიან, რომ არ არის მსგავსი ტრადიაცია ქრისტიანობაში, როგორ არ არის? ათონში, ჩვენთან ნახეთ წმინდა ნაწილები. არაფერი ახალი მაშინ არ გამოუგონებიათ, "-განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

 

Rate this item
(0 votes)
Read 1055 times