საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 1:19

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა ილია მეორეს 85 წლის იუბილე მიულოცა

18-01-05 00:55:18 | Print

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს 85 წლის იუბილეს ულოცავს. მილოცვის ტექსტი რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

„მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს, ილია მეორეს. თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უფლის მიერ საყვარელო ძმაო და თანამსახურო! გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს - დაბადებიდან 85 წელს.

ქრისტესთვის დიდი ხნის განმავლობაში მსახურების მანძილზე, თქვენ მეფე სოლომონის მსგავსად, გამოიჩინეთ სიბრძნე, მამამთავარ აბრაამის მსგავსად - სტუმართმოყვარეობის სათნოება, დავით მეფსალმუნის მსგავსად - შემოქმედებითი ტალანტები. ზრუნავთ რა იერარქთა, კლირის და საქართველოს ეკლესიის მრევლის სულიერ კეთილდღეობაზე, მათ სიყვარულით მოუწოდებთ დაუღალავად იზრუნონ, რადგან „ერთი რამ არის საჭირო (ლკ.10:42)“ და გაატარონ ცხოვრება წმინდად. მრავალი ბეჯითი შრომით დაიმსახურეთ ღრმა პატივისცემა და მაღალი ავტორიტეტი მართლმადიდებელ სამყაროში და ამჟამად ბრძანდებით ადგილობრივი ეკლესიის უხუცესი წინამძღოლი.

დაე, მოწყალე მხსნელმა განაახლოს თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის ხორციელი და სულიერი ძალები და დაგეხმაროთ მაღალ საპატრიარქო საქმიანობაში.

ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი“, - ნათქვამია მისალოც წერილში.

Rate this item
(0 votes)
Read 555 times