საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 9:32

გილოცავთ უწმინდესო აღსაყდრების 40 წლისთავს, მრავალჟამიერ!

17-12-24 20:37:57 | Print

25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინტრონიზაციიდან 40-ე წელი შესრულდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო.

დღეისათვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი, 47 მღვდელმთავარია, მათგან 2 ტიტულარულია.

გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა.

დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.

პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას უწმინდესს აღსაყდრების დღე მიულოცა და ის მოსე წინასწარმეტყველს შეადარა, რომელმაც 40 წელი ატარა ერის უფლის სიყვარულში აღთქმული ქვეყნისკენ:

- " ვულოცავ ჩვენს ძვირფას პატრიარქს ამ დღეს, რამეთუ იგი 40 წლის განმავლობაში და მანამდეც, როდესაც მღვდელმთავარი იყო, მიუძღოდა და მიუძღვის ჩვენს ერს, როგორც მოსე წინასწარმეტყველი, აღთქმული ქვეყნისკენ, უფლისკენ, სწორედ უფლის სიხარულში, უფლის სერობაში მონაწილეობისკენ.

ამიტომ ვუსურვოთ დღეგრძელობა, სიხარული, გამარჯვებები და მასთან ერთად მოვესწროთ მრავალ გამარჯვებას ჩვენი ერისა, ეკლესიისა და ჩვენს გამთლიანებას", - განაცხადა მეუფე შიომ.

"თბილისი 24" ულოცავს ერის სულიერ მამას ამ ღირსშესანიშნავ დღეს და უსურვებს დღეგრძელობას, სიხარულს, მრევლის მატებას და გამთლიანებული საქართველოს ხილვას.

Rate this item
(0 votes)
Read 294 times