საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 1:27

გილოცავთ ღმრთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელის“ დღესასწაულს

17-11-22 00:02:00 | Print

დღეს ღმრთისმშობლის  „მსწრაფლშემსმენელის" ხატის დღესასწაულია. 

ხატი იმყოფება ათონის მთაზე, დოქიარის მონასტერში და  ეხმარება ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვინც მას მიმართავს რწმენით, მოწიწებითა და შემუსრვილი გულით.

1873 წ. მოსკოვში რუსმა ქველმოქმედებმა მას ვერცხლის პერანგი გაუკეთეს.
1877 წლიდან ხატის ასლი იმყოფება მოსკოვში, წმიდა პანტელეიმონის ტაძარში.

2005 წლის 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს, ათონის მთიდან საქართველოში ჩამოაბრძანეს დოქიარის მონასტრის ბერების მიერ დაწერილი მსწრაფლშემსმენელის ასლი. იმ დღიდან ეს ხატი სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული და უამრავ სასწაულს აღასრულებს.

ყოვლადწმინდა დედოფლის მსწრაფლშემსმენელი ხატი შეწეოდეს მსწრაფლად ყველა გაჭირვებულსა და უსასოოს, ჩვენს ქვეყანასა და ოჯახებს…

მსწრაფლად განდევნოს ყოველგვარი განსაცდელი თუ სნეულება…

და დაგვიბრუნოს სიყვარულისა და მიტევების ნიჭი.

ლოცვა

ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო ღუთისა მაღლისაო, მსწარფლშემსმენელო მეოხო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, ზეციურისა დიდებისა შენისაგან გარდამოიხილე ჩემ ზედა - უხმარისა, რომელ ხატსა შენსა შევრდომილ ვარ, მსწრაფლ ისმინე მდაბალი ლოცუანი ცოდუილისა ამისანი და შესწირენ ძესა შენსა.

მას ევედრე, რაჲთა განანათლოს დაბნელებული სული ჩემი მადლითა ღუთაებისა მისისათა და განწმიდოს გონებაჲ ჩემი ზრახუათაგან ამაოთა.

მოამდოვროს აღძრული გული ჩემი და განკურნნეს წყლულებანი მისნი და დანერგნეს მას შინა საქმენი კეთილნი და შიშითა მოზღუდოს ყოველნი ღუაწნი ჩემნი, შემინდვეს ყოველნი ბოროტებანი ჩემ მიერ ქმნილნი, განმათავისუფლოს მე სატანჯუელისაგან საუკუნოჲსა და ნუ მომაკლებს ზეციურსა სასუფეველსა თვისსა,

ჰოი, უფროსადკურთხეულო ღუთისმშობელო, მსწრაფლშემსმენელად სახელ-სდევ ხატსა შენსა და ყოველთა მოუწოდებ ხმობად შენდა სარწმუნოებითა: ნუ უგულებელს-მყოფ მწუხარესა ამას, რაჲთა არა დავინთქა სიღრმესა შინა მწუხარებათა ჩემთა, რამეთუ შენ ხარ სასო ჩემი და მომნიჭებელ ცხოვნებისა და შენსა საფარველსა და მეოხებასა შევვედრებ თავსა ჩემსა საუკუნოდ, ამინ.

 

ლოცვა
ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო „მსწაფლშემსმენელო", მრავალ სასწაულთა მოქმედო, ათონის მთის სიწმიდეთა საუნჯეო, ყოვლადწმიდა სამების თაყვანისცემისა მასწავლელო, შევრდომით გევედრებით ჩვენ ცოდვილნი და უღირსნი ესე, მეოხ გვეყავ წინაშე ერთარსისა და სამგვამოვანისა ღმრთისა ჩვენისა, რათა შუამდგომელობითა შენითა ყოვლადსახიერმან სამებამან გარდამოგვივლინოს საღმრთო მადლი უძლურთა კურნებისა და ნაკლულევანთა აღვსებისა, სასიცოცხლო ძალთაგან დაშრეტილთა და უღონო ქმნილთა, ბოროტის მანქანებათაგან მრავალ გზის კვეთებულთა და გვემულთა, მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა.

ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, „მსწრაფლშემსმენელად" წოდებულო, ევედრე სამებასა ყოვლადწმიდასა, უცვალებელსა, გამოუკვლეველსა, ერთღმრთეებად ქებულსა, ყოველთა არსებათა წამისყოფით დამბადებელსა, გარეშეუწერელსა, მართლმადიდებელთა მაცხოვნებელსა, რათა შუამდგომელობითა შენითა სამებამან ერთღვთაებამან გარდამოგვივლინოს შეცნობა და სწრაფვაჲ ზეციურისა მოქალაქობისა, სინანული უღმრთოისა ცხოვრებისა, ძლევაჲ საცდურთა სიმრავლისა, ძალი და შეწევნაჲ დაცემათაგან აღდგომისა და აღმართებისა, რამეთუ უკეთუ არა მსწრაფლშემწეობა შენი, ვითარ განვერნეთ ბოლო ჟამის მოძალებულ უსჯულოებათა ნიაღვარსა შინა დანთქმისა და წალეკვისაგან.

ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, „მსწრაფლშემსმენელო", ნუ უგულებელსჰყოფ ვედრებასა ჩვენსა, შენდამი აღძრულ სასოებასა, შენდამი მოლტოლვილთა აღსარებასა, არამედ შუამავალ გვექმენ წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა, განუყოფელისა და დაუსრულებელისა, რათა მოიხილოს ჩვენზედა წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყვარებითა თვისითა, გარე წარაქციოს რისხვაჲ მარადის ჩვენზედა მომავალი და გვიხსნას ჩვენ სამართლად ჩვენზედა მოწევნულისა რისხვისაგან და შეგვიწყალნეს ჩვენ, რათა ყოველგან და ყოველსა ჟამსა ვადიდებდეთ სახელსა მისსა წმიდასა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელის“ მიმართ

ევედრებიან მრავალთა უძლურებათა - სიბრმავის, კოჭლობის, სისუსტის ჟამს, ასევე ტყვეობისა და გემის დაღუპვისას
ტროპარი, ხმა 4
ღუთისმშობელისა მომართ მოვილტვით ჭირსა შინა მყოფნი და შეუვრდებით წმიდასა ხატსა მისსა.

სიღრმით სულისაჲთ მხმობელნი სარწმუნოებითა, ესრეთ: მსწრაფლ ისმინე ლოცუა ჩუენი, ქალწულო, რომელი მსწრაფლშემსმენელად იწოდები, რამეთუ მარადის მზა ხარ შენ მონათა შენთა შეწევნად.

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 207 times