საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 1:28

გილოცავთ მთავარანგელოზობას!

17-11-20 21:14:19 | Print

21 ნოემბერს მართლამადიდებლური ეკლესია წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრებას აღნიშნავს.

მთავარანგელოზი მიქაელი - მძლეველია ყველა მტრული ძალისა, ამიტომაც მას ხატებზე ჯავშნით, ანუ ღვთიური მადლით შემოსილს ხატავენ,

მთავარანგელოზი გაბრიელი - სიმტკიცეა, ძალი ღვთისა,ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე,

მთავარანგელოზი რაფაელი - ღვთიური მკურნალი სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია;მთავარანგელოზ რაფაელს მიმართავენ სნეულებათა დროს, მგზავრობის წინ, შორეულ უცხო ქვეყანაში ყოფნისას, მწუხარების, უიმედობისა და სასოწარკვეთილების დროს,

მთავარანგელოზი ურიელი - ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელია, განმანათლებელი ბერმონაზონთა და ღვთისმეტყველთა მფარველად ითვლება. იგი გვინათლებს გონებას, რათა შევძლოთ ღვთიურ საიდუმლოთა და წმიდა წერილის შეცნობა; მთავარანგელოზი ურიელი მონანულთა მფარველიცაა,

მთავარანგელოზი სელაფიელი - მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას. გარდა ამისა, არის მკურნალი ამაკანკალებელ ავადმყოფობათა (მალარია, ეპილეფსია.),

მთავარანგელოზი ეგუდიელი - ღვთის დიდებას ნიშნავს. ის ადიდებს უფალს, განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს. გარდა ამისა, ის ითვლება მოგზაურთა მფარველად და გაჭირვებულთა შემწედ.

მთავარანგელოზი ვარახიელი - კურთხევის ანგელოზს ნიშნავს. ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია. ძირითადად ვარახიელი მოწამეთა, აღმსარებელთა და მოსაგრეთა მფარველად ითვლება.

მთავარანგელოზი იერომიელი - ღვთისკენ ამაღლებას  ნიშნავს. იგი საღვთო სიყვარულის აღმძვრელია და ვნებათა და ცოდვათა დაძლევაში შეგვეწევა.

ტროპარი

ზეცისა ძალთა ერის მთავარნო, საფარველითა ფრთეთა თქუენთათა შემზღუდენ მვედრებელნი ესე თქუენნი, და განსლვასა ამას სულისა ჩემისასა მიხსნენით ბნელთა ჰაერის მცველთა ხელისაგან.

ტროპარი

ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზნო, გევედრებით უღირსნი ესე, რაითა მეოხებითა თქუენითა შეგვზღუდნეთ ჩუენ საფარველითა ფრთეთა თქუენთათა, და უხორცოსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით და ხელაღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენით ჩუენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.

ტროპარი

რომელი ძლევისა გალობასა და დაუცხრომელად დიდებისმეტყუელებასა მეუფისა შესწირავ, მიქაელ, დიდო მთავარო ზეცისა უხორცოთაო, რომელსა გაქუს კადნიერებაი წინაშე ღმრთისა, ნუ დასცხრები ოხად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი

მთავარანგელოზნო ღმრთისანო, მსახურნო საღმრთოსა მის დიდებისანო, ანგელოზთა მთავარნო და წინამძღუარნო შეცდომილთანო, უმჯობესისა ჩუენცა გვიოხენით დიდსა წყალობასა, უხორცოთა ძალთა ერისმთავარნო.

 

Rate this item
(0 votes)
Read 295 times