საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:36

ვიფარავდით არა ისლამისტებს, არამედ თურქეთის ხელისუფლების მიერ დევნილ დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანებს

17-09-17 14:28:48 | Print

საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ანდრიაძე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის სკანდალურ ჩვენებას პასუხობს.

უწმინდესის დაცვის ყოფილმა უფროსმა ოხანაშვილმა ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო ჩვენებაში განაცხადა, რომ პატრიარქის სახლში ტერორიზმში, მკვლელობასა და გატაცებაში ბრალდებულებს პატრიარქის მდივანი თეთრუაშვილი და საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ანდრიაძე მალავდნენ. 

ანდრიაძე ერდოღანს პოლიტიკას უწუნებს და დემოკრატიული ძალების დევნაში ადანაშაულებს. მისი  თქმით, უწმინდესის სახლში ის მართლაც იფარავდა , არა ისლამისტებს, არამედ  "თურქეთის ხელისუფლების მიერ  დევნილ დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანებს."

- "ჩვენთან მოდიან ყველანაირი ტიპის ლაზები, თურქეთის ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლები, ოპოზიცია, ათეისტები, ისლამისტები.

პატრიარქის სახლი გადმოცემული გვქონდა ჩვენ წლების განმავლობაში.

ამ სახლში სისტემატურად ჩამოდიოდნენ ლაზეთიდან სტუმრები.

ეს ადამიანები არ შემოპარულან ტყით და ზღვით. ოფიციალურად ჩაურტყეს ბეჭედი და შემოვიდნენ საზღვრიდან.

პრობლემები გაუჩნდათ მერე, ალბათ, როდესაც თურქეთში დემოკრატიული ჯგუფების დევნა დაიწყო.

ეს ადამიანები არ იყვნენ ისლამისტები, ისინი იყვნენ დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანები.

ეს პიროვნებები რომ დაიჭირეს, საქართველოს მთავრობას მათთან პრობლემა არ ჰქონია. გაიმართა სასამართლო პროცესი და ერთი მათგანი გამოუშვეს და დღესაც საქართველოში ცხოვრობს,“ - აცხადებს გიორგი ანდრიაძე.

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 4049 times

მთავარი

 

 

 

 

ვიდეო