საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:26

მეუფე სერაფიმე რუსეთის პატრიარქ კირილთან ერთად რუსეთის სხვადასხვა ეპარქიებს მოილოცავს

17-09-12 14:14:00 | Print

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ტიტულარული მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მეუფე სერაფიმე (ერისკაცობაში – თამაზ ილიას ძე ჯოჯუა) ბორჯომის ეპარქიას  21 წლის განმავლობაში, 1995 წლის 20 აპრილიდან-2016 წლის 24 აპრილამდე ხელმძღვანელობდა.

2016 წლის 24 აპრილს ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მის მიმართ აგორებული ბინძური ცილისმწამებლური კამპანისს გამო, კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს თხოვნით მიმართა ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით .
მას შემდგომ ბორჯომის ყოფილი მიტროპოლიტი უმეტესად დარიალის ხეობაში, მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში და  მამათა მონასტერში იმყოფებოდა.

დღეს მეუფე რუსეთშია და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პარტიარქ კირილს თან ახლავს რუსეთის სხვადასხვა ეპარქიებში მოლოცვისას.

მ/წლის 10 სექტმბერს პატრიარქმა კირილმა ხოტკოვის საპატრიარქო მონასტერში სამონასტრო ცხოვრების აღორძინების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გამართა. ღვთისმსახურებაში მონაწილეობას იღებდა მეუფე სერეფიმე.

მანამდე , 13 აგვისტოს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა ნიჟნი ნოვგოროდის ეპარქია მოილოცა, სადაც თან ახლდა მეუფე სერაფიმეც.

6-7 აგვისტოს რუსეთის პატრიარქმა, მეუფე სერაფიმესთან ერთად ლისკოვსკის ეპარქიის ჟელტოვოდსკის ქალთა მონასტერში , მონასტრის დამფუძნებელის, სასწაულთმოქმედი წმინდა მაკარის  დრესთან დაკავშირებით ,სავანე მოილოცა.

მეუფე, რუსეთის პატრიარქთან ერთად  27 ივლისს იმყოფებოდა სტეფანო- მაჰრიშის მონასტრეში. 

Rate this item
(0 votes)
Read 577 times