საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:38

მამა ილია: რუსეთის საპატრიარქო საქართველოს და საქართველოს ეკლესიის ღია მტერია

17-08-31 10:12:43 | Print

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელი,  დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში თავის პოლიტიკური აქტივობით ქართული და რუსული ეკლესიების დაპირისპირებას ღიად ქადაგებს. ერისკაცობაში სამართალმცოდნე ირაკლი, დღეს მამა ილია   რუსეთის და რუსული ეკლესიისამი აშკარა ზიზღს და აგრესიას ვერ მალავს, მოსკოვის ყოფილ მერს - უსინდისო იმპერიალიასტს და" ღორს '  -უწოდებს,  სისტემატიურად ცდილობს "ამხილოს", მისივე სიტყვებით   "რუსი ვანიას "ფილოსოფია ".

ამჯერად მამაო, ღიად აცხადებს რომ "რუსეთის საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის მტერია",  საქართველოს ეკლესიას  კი მოუწოდებს გაწყვიტოს კავშირის რუსულ ეკლესიასთან , რადგან ის "კრემლისტურ-პუტინისტურია ", საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებებს ამ მხრივ  მამა ილია   "წკავწავკს " ადარებს. 

“რუსეთის იმპერიალისტური, კრემლისტური, პუტინისტური საპატრიარქო ცხინვალში ასრულებს უზარმაზარი ტაძრის მშენებლობას.

ამასთან დაკავშირებით ამ საპატრიარქოს ვლადიკავკაზის ეპისკოპოსი ლეონიდი ჩავიდა ცხინვალში და ცრუპრეზიდენტ თიბილოვთან გამართა შეხვედრა.

რუსეთის საპატრიარქო საქართველოს და საქართველოს ეკლესიის ღია მტრად იქცა, უფრო სწორად დაიბრუნა ძველი, 1811-1943 წლების პოზიცია.

ასეთ დროს დუმილი ღალატია!

და ხმის ამოღება რაღაც წკავწკავით ერთაბზაციანი განცხადებით თვალებში ნაცრის შეყრა იქნება მხოლოდ ქართველი ერისათვის.

გავწყვიტოთ ევქარისტიული კავშირი ჩვენი ქვეყნის, ქართველი ერის და ქართული ეკლესიის მტრებთან!

ძირს რუსული კრემლისტური ცრუეკლესია!!!

იმის ფონზე, როდესაც ანტიოქიის საპატრიარქომ ყატარში არსებული ერთი სამრევლოს გამო ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა იერუსალიმის საპატრიარქოსთან, ყველა ეკლესიის დედა ეკლესიასთან, რა საერთო დაგვრჩენია მოსკოვის კაგებეშნიკურ საპატრიარქოსთან?! ” - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაზე Facebook--ის საკუთარ გვერდზე. 

30 აგვისტო, 2017

დეკანოზი ილია ჭიღლაძე (ერისკაცობაში ირაკლი ჭიღლაძე) -დაიბადა 1983 წლის 4 ოქტომბერს ქ. გორში, 2000 წელს დაამთავრა ქ.გორის VIII საშუალო სკოლა.

2006 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მაგისტრთან გათანაბრებული სამართალმცოდნეობის დიპლომირებული სპეციალისტის წოდებით.

2011 წელის 21 ნოემბერს ხელთდასხმულია დიაკვნად,

2012 წელის 29 ივლისს – მღვდლად.

2015 წლის 1 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიერ ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის დაჯილდოებულია დეკანოზის წოდებით, გამშვენებული ჯვრისა და მიტრის ტარების უფლებით.

2014-2017 წლებში საქართველოს საპატრიარქოს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ლიტურგიკისა და ლიტურგიკული ღვთისმეტყველების პედაგოგი, ასოცირებული პროფესორი.

 

Rate this item
(0 votes)
Read 2388 times