საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 12:16

უწმინდესი: ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოსავალი მოიძებნოს, ხალხმა თანადგომა დაინახოს

17-05-15 21:29:19 | Print

 

ყაზბეგსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანასთან დაკავშირებით  უწმინდესი  განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

(15.05.2017)

დიდად ვწუხვართ იმ მღელვარების გამო, რაც ყაზბეგის რაიონსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტრო-გადამცემი ხაზების გაყვანას მოჰყვა.

მოსახლეობის ნაწილი საპატრიარქოშიც მოვიდა და არსებული ვითარება გავაცნო.

 ერთის მხრივ, გასაგებია სამინისტროს პოზიცია;

გვესმის, რომ ქვეყანას ეკონომიკური წინსვლა სჭირდება და, როგორც ჩანს, ეს არის მთავარი მოტივი აღნიშნული ქმედებისა, მაგრამ იგივე მიზანს ემსახურება

ტურიზმის განვითარებაც, რაც სახელმწიფომ თავის პრიორიტეტად გამოაცხადა.

უცხოელებს, ჩვენს კულტურასთან ერთად, ხელუხლებელი ბუნება და ეკოლოგიურად სუფთა გარემოც იზიდავთ;

მთის ოჯახური ტურიზმი ერთ-ერთი სერიოზული მიმართულებაა და მას ხელი არ უნდა შეეშალოს.

არადა, დასახლებულ პუნქტებთან მაღალი ძაბვის სადენების სიახლოვე ამ მხრივაც უარყოფითად იმოქმედებს.

რაც შეეხება, არსებულ დაძაბულობას, ამბობენ, რომ პროცესები მართულია.

ასეც რომ იყოს, მაინც ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოსავალი მოიძებნოს.

ეს კი დამატებით ფინანსურ ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

მაგრამ სჯობს, გარკვეული თანხები იქნას გაღებული, ოღონდ, სადაც არის შესაძლებელი, შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას და ხალხმა თანადგომა დაინახოს.

 გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა ჩადო მთის კანონის შემუშავებასა და მის რეალიზაციაში და მოსახლეობას მაღალმთიან რეგიონებში არათუ დარჩენის, ქალაქებიდან

დაბრუნების სურვილი გაუჩინა.

ეს განწყობა, ეს მიღწევა არ უნდა გაუფერულდეს.

შევთხოვოთ ღმერთს, მშვიდობა და კეთილდღეობა მომადლოს საქართველოს.

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

http://patriarchate.ge/geo/saqartvelos-sapatriarqos-gancxadeba-15-05/ 

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 483 times

მთავარი

 

 

 

 

ვიდეო