საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 6:59

დღეს დიდი ორშაბთია - ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა

17-04-10 14:20:26 | Print

ვნების კვირა აღდგომის წინა კვირას ეწოდება და ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ დღეებს, ხალხთან, მოწაფეებთან მის საუბრებს გვახსენებს.

ამ შვიდეულში მოხდა წმიდა ვნება ჯვარზე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ამ კვირაშიც, გარდა ხუთშაბათისა, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ.

ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს ტაძარში სრულდება წირვები პირველშეწირულთა ძღვენთა, რომლებზეც სრულდება მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი წესი: ტაძარში იკითხება მთელი სახარება თავიდან ბოლომდე.

ვნების შვიდეულის პირველ დღეს – დიდ ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია უნაყოფო ლეღვის გახმობას იხსენებს.

უნაყოფო ლეღვი იმ ქრისტიანების სულის სიმბოლოა, რომელნიც სინანულის ნაყოფს არ ისხამენ.

როდესაც უფალი ბეთანიიდან წამოვა, მოშივდება, ლეღვის ხეს დაინახავს, რომელიც გაფოთლილია, თუმცა ახლოს მისულს უნაყოფო ლეღვი დახვდება:

- “და იხილა ლეღვი ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა

და არარაი პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო.

და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ.

და განხმა ლეღვი იგი მეყსეულად.”

იესომ ხის შერისხვით აჩვენა, რომ ურწმუნო და უნაყოფო სულები ისეთივე მიუღებელია ღმერთისთვის, როგორც უნაყოფო ხე.

დიდი ორშაბათი ბიბლიური იოსების ხსოვნასაც ეძღვნება, რომლის ცხოვრება და მოწამეობრივი აღსასრული მაცხოვრის ცხოვრების წინასახეა.

 

Rate this item
(0 votes)
Read 1134 times