საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 9:16

ქართული პოლიტიკის შავი ყვავი, ანუ “პერედოზიროვკა” ხუხაშვილით

19-04-13 23:19:28 | Print

ტელევიზიდან ტელევიზიაში მოხეტიალე ეს ტელედერვიში და ტელექადაგი ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი ერთი ტელევიზიდან მეორეში, მეორიდან მესამეში, მესამიდან მეოთხეში დაფრინავს და ყველა ეკრანიდან შავი ყვავივით დაგვყრანტალებს: “ქართული ოცნება” ჩამოიშალა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნის დრო ამოიწურაო.

მართალია, ხუხაშვილი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ შავი კი არა თეთრი ყვავია, მაგრამ მისი ფიცი-მტკიცი იმ ფაქტს რას უშველის, როცა სინამდვილეში შავია  -გარედანაც შავი, შიგნიდანაც შავი.

ჯერ ემოჩკასთან მიყრანტალდება, იქიდან ინგულიასთან გადაყრანტალდება, ინგულიასგან ჯულიეტოვიჩთან შეყრანტალდება და ყველგან ერთსა და იმავეს ყრანტალებს - ქართულ ოცნებასდაერხა, ბიძინა ივანიშვილს მოეხაზაო.

ჩვენს ღრმად პროვინციალურ ელექტრონულ მედიაში შავ ყვავებზე მოთხოვნილება ყოველთვის დიდი იყო, მაგრამ არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ეს მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა, მათ შორის გაიზარდა ხუხაშვილზეც, როგორც ვეტერან, დიდი გამოცდილების ყვავზე.

  ხუხაშვილი ხომ ყველაფრის ექსპერტია, ყველაფერი იცის, ყველაფერს ხედავს, ყველაფერში ერკვევა - პოლიტიკა გინდა თუ ეკონომიკა, მედია გინდა თუ პიარტექნოლოგიები, ამასთან ერთად, ცოტას წაიშამანებს კიდევაც და შიგადაშიგ არც წინასწარმეტყველის როლზე ამბობს უარს.

-მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი, - ამბობდა ერთი დიდი ფილოსოფოსი, ხუხაშვილი კი პირიქით ამტკიცებს - მე ვიცი, რომ ყველაფერი ვიცი, თუმცა თუ ამ ყველაფრისმცოდნე ბრძენთაბრძენის და გურუს ლაპარაკს მეტი ყურადღებით დააკვირდები და გააანალიზებ, შეიძლება იმ დასკვნამდე მიხვიდე, რომ  ამ კაცს ცოტა კრამიტი აქვს დაცურებული.

კრამიტი რომ არ ჰქონდეს დაცურებული, ხომ მიხვდებოდა, რომ არ შეიძლება დღეში სამჯერ სამ სხვადასხვა ტელევიზიას აძლევდე ინტერვიუს და ერთსა და იმავეს ღეჭავდე.

პერედოზიროვკაამა თუ იმ პერსონით, ამ შემთხვევაში ხუხაშვილით, ისეთივე მავნებელი და დამანგრეველია, როგორც პერედოზიროვკანარკოტიკით - ეს მარტივი და ბანალური ამბავი არც ხუხაშვილს ესმის და არც იმ ტელევიზიებს, ეთერიდან ეთერში რომ დაათრევენ ხუხაშვილს, რომელიც გზადაგზა პულოვერებს და პერანგებს იცვლის  - მწვანე პულოვერს თუ გადაიცვამს, ვითომ ის ხუხაშვილი არ იქნება, რომელიც ცოტა ხნის წინათ წითელ პულოვერში ბრდღვიალებდა ემოჩკასთან თუ ჟიჟისთან.

მიუხედავად იმისა, რომ სხაპასხუპით ლაპარაკობს - თითქოს ნირვანაშია და ხილვები აქვს, მაგრამ მაინც შეშინებული ჩანს ეს ჩვენი გულადი ხუხა.

ამბობენ, ეს შიში წინა ხელისუფლებების პერიოდიდან გამოჰყვა, როცა ერთხელ მანქანის საბარგულში ჩატენეს ორად მოკეცილი, მეორეჯერ კი ვიღაცებმა ბაღში ძაღლთან ერთად სეირნობისას თავ-ყბა გაუერთიანეს, რასაც პატივცემული ხუხა მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს, თუმცა, მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში, ხუხა ფინანსური ოღრაშობების გამო დასაჯეს.

ასეა თუ ისეა, ნამდვილად შეშინებული ჩანს ბატონი ხუხა და ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” მისამართით აღვლენილ ყველა კრიტიკულ გამოხდომას ინტიმურ-ფამილარული საბურველით ფუთავს - მე რომ ბატონ ბიძინას ვაკრიტიკებ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მის მიმართ პიროვნულ ვალდებულებებზე უარს ვამბობ. მას რომ რაღაც გაუჭირდეს, მე ვალდებული ვარ, მის გვერდით დავდგე -  თაფლად და შარბათად იღვრება სხვა დროს ლენცოფასავით მწარე და მწკლარტე ხუხა, მაგრამ მეორე წუთს ამ თაფლს და შარბათს ისეთ შხამს და გესლს მოაყოლებს ივანიშვილის “მოსაწამლად”, რომ გაოცდები.

ხუხაშვილი იგივე მეთოდით მუშაობს “ქართული ოცნების” მიმართაც - ერთი ხელით რომ სამარეს უთხრის, მეორე ხელით ამ ახლად გათხრილ სამარეზე ყვავილებს აწყობს - მართალია, მე კი მოგკალით და მე კი გაგითხარეთ სამარე, მაგრამ თქვენ არ იცით, როგორ მიყვარდით და როგორ მიყვარხართ, ჩემო ძვირფასებოო…

რასაც ხუხაშვილი აკეთებს, ეს იგივეა, ადამიანს ჯერ ზურგში დანა ჩაარტყა, მერე კი წინიდან შემოუარო და ალერსი და მოფერება დაუწყო -  პოლიტიკურად ჩაგარტყი დანა ზურგში, მაგრამ პიროვნულად შენთან გასაყოფი რა მაქვს, ძმა ხარ ჩემი და ძმაზე უტკბილესიო.

პიროვნულად რომ გიყვარვარ, მაგრამ პოლიტიკის გამო რომ მკლავ და სამარეს მითხრი, ამას რა ჰქვია, ხუხაშვილო?

რა ჰქვია და ფარისევლობა, აფერისტობა, დვურუშნიკობა”, გოთვერნობა და ჩათლახობა.

ერთი კაცისთვის ძალიან ბევრი კი არის, მაგრამ ხუხაშვილი ისეთი ვინმეა, აიტანს.

გახსოვთ, ერთ ძველ ქართულ ფილმში ერთი დროული კაცი რომ წამდაუწუმ იძახის: - მე რომ ოსმალეთში ვიყავი… მე რომ ოსმალეთში ვიყავი…

ეს გონება შეზღუდული ფსევდოჟურნალისტები ხუხაშვილს მიცვივდებიან ხოლმე და ყელგამოწეული ეხვეწებიან: -  მოგვიყევით ერთი, თქვენ რომ ბიძინა ივანიშვილთან იყავით, იმის შესახებო.

და ხუხაშვილიც ჰყვება და ჰყვება: - მე რომ ბიძინა ივანიშვილთან ვიყავი… მე რომ ბიძინა ივანიშვილთან ვიყავი…

ერთ-ერთ გადაცემაში “ჭკვიანმა” და “ბრძენმა””ხუხამ” აღიარა, რომ, როცა ბიძინა ივანიშვილთან იყო, ფაქტობრივად, არაფერი გაუკეთებია მთელი ერთი წლის განმავლობაში.

-          ერთადერთი, რაც გავაკეთე, ის იყო, რომ ტელეკომპანია “იმედი” ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დავუბრუნე, - თქვა “ხუხამ” და ამ ნათქვამს “ნაციონალების”, განსაკუთრებით კი გიგი უგულავას ქება-დიდება მოაყოლა  -უყოყმანოდ დაუბრუნეს “იმედი” ბადრის ოჯახს და, საერთოდ, რას ერჩიან ამ გიგის, კაცმა სასჯელი პატიოსნად მოიხადა და კიდევ რა უნდათ, ვერ გავიგეო.

არაფერი გამიკეთებიაო. კი ბრძანებს თავმდაბალი და მოკრძალებული ხუხა”, ერთი წელი ტყუილად ვიჯექი კეზერაშვილის კუთვნილ პიქსელის შენობაშიო, თუმცა ბოროტ ხმებს თუ დავურეჯებთ, არაფერი გაუკეთებია კი არა, იმ ერთი წლის განმავლობაში იმდენი ფული აქვს გაკეთებული, სიცოცხლის ბოლომდე ეყოფა საგულაოდ”.

როგორც ვიღაც-ვიღაცები ირწმუნებიან, მეჭურჭლეთუხუცესიხუხა ამ ხნის განმავლობაში თავის ჭკუაზე ალაგებდა პალაჟენიასბიზნესის სფეროში.

მის კაბინეტთან ბიზნესმენთა გრძელი რიგი იდგა თურმე და ყოვლისშემძლე ხუხასგან განაჩენს მორჩილად ელოდა.

ისიც ზოგს წყალობდ, ზოგს ვრის აბანოთი ემუქრებიოდა, ზოგს ხელის წაკვრას და “იქ “, “ზემოთ”მფარველობას ჰპირდებოდა.

რომელიმე არამკითხე ჟურნალისტი თუ კითხავდა, კეზერაშვილის პიქსელშირომ ზიხართ, რა აზრის ბრძანდებით ბატონ კეზერაშვილზეო, ხუხაშვილი მრავალმნიშვნელოვნად დუმდა, თითქოს აზრზე არ იყო, რას ეკითხებოდნენ.

ხუხაშვილმა მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა, როცა კეზერაშვილი საქართველიოდან გაფრინდა და მშვიდობიანად დაეშვა ისრაელის მიწაზე.

- ბანდიტი და ყაჩაღი იყო ეგ კეზერაშვილიო, - მრისხანებას აფრქვევდა დიდი ვეზირი ხუხა.

- კი, მაგრამ, ბანდიტი და ყაჩაღი თუ იყო, აგერ არ გყავდათ, რატომ გაუშვითო? - იკითხა ერთმა ინტრიგანმა, რაზეც ხუხა ისევ მრავალმნიშვნელოვნად დუმდა.

ყოვლისმცოდნე და ყველაფრის ექსპერტმა ხუხაშვილმა “ქართულ ოცნებაში” ყოფნისას არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს განვითარების ფონდი დააფუძნა, სადაც, რამდენადაც ვიცით, მილიონ ლარამდე ჩაირიცხა, თუმცა ხუხაშვილის განვითარებული საქართველო არავის უნახავს, ისე, როგორც არავინ იცის, სად გაიხარჯა და რაში გაიხარჯა ის მილიონი ლარი.

როგორც ამბობენ, ფონდის ანგარიშზე ამ მილიონი ლარის გარდა სხვა სოლიდური თანხებიც იყო ჩარიცხული, რომლებსაც საქართველოს განვითარებაზე და აყვავებაზე გულაჩვილებული სხვა საქმიანი ადამიანებიც ხალისით რიცხავდნენ, თუმცა არც ამ თანხების ბედ-იღბალი იცის ვინმემ.

ტელევიზიდან ტელევიზიაში მოხეტიალე ეს ტელედერვიში და ტელექადაგი ხუხაშვილი თავისი ქადაგებებით»ნაციონალებს რომ ემსახურება და მათ წისქვილზე ასხამს წყალს, ცხადზე ცხადია, თუმცა ხუხაშვილს ჰგონია, რომ მთელი ქვეყანა მხოლოდ სულელებით არის დასახლებული, ის კი იმდენად ჭკვიანია, იმდენად შენიღბულად აკეთებს ამას, რომ მის გაიძვერობას და ვირეშმაკობას ვერავინ ვერ ხვდება.

სხვათა შორის, სისულელის და სიბრიყვის პირველი ნიშანი, იცით, რა არის?

რა არის და ის, როცა კაცს საკუთარი თავი ძალიან ჭკვიანი, ყველაზე ჭკვიანი ჰგონია.

ამ ნიშნით თუ განვჭვრეტთ და გავჩხრეკთ ხუხაშვილის “მოღვაწეობას”, გამოდის, რომ ხუხაშვილი, სინამდვილეში, ჭკვიანი კი არა, სულელია, უფრო ზუსტად, როგორც ზემოთ ვთქვით, კრამიტი აქვს დაცურებული, ოღონდ ეს კრამიტი ხან მარჯვნივ გადაუცურდება და ხან მარცხნივ, იმის მიხედვით, თუ საიდან წამოუვლის შიში, შიში კი, მოგეხსენებათ, ოხერი რამეა და შეიძლება ისეთი “გმირობაც” კი ჩაგადენინოს, რაზეც საღ ჭკუაზე მყოფი არც კი იფიქრებდი.

  გმირობანას გვეთამაშება ბატონი ხუხა, მოვლენათა პირუთვნელი არბიტრის ნიღაბი აქვს მორგებული და ვითომ ქვეყნის გადარჩენაზე მოფიქრალი გმირია, ამ დროს კი მაგრად ეშინია და მარცხენა თვალს ნაცებისკენრომ აპარებს, მარჯვენათი ქართულ ოცნებასზვერავს, ხოლო მესამე თვალით იმ ბუნდოვანი და მღვრიე მომავლის განჭვრეტას ცდილობს, რომელიც, არავინ იცის, რას უქადის ამ ცუდად აყრანტალებულ პოლიტიკურ ყვავს…

 

ვახტანგ ხარჩილავა

“საერთო გაზეთი”

Rate this item
(0 votes)
Read 674 times