საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:02

მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება

18-11-19 12:28:21 | Print

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600. 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება.

ინიციატივა დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა წარადგინა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საუბარია ჯამში მილიარდნახევარი ლარის განულებაზე.

- „მინდა განვუმარტო საზოგადოებას, რომ „შავ სიაში“ დაფიქსირებული ვალების თითქმის 95 % შედგება სესხებიდან, რომელთა ძირი თანხაც არ აღემატება 2.000 ლარს.

საუბარია 600. 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნულდება ჩვენს მოქალაქეებს.

ამ კატეგორიაში შედის თითქმის 150. 000 სოციალურად დაუცველი და ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

Rate this item
(0 votes)
Read 184 times