საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:45

არ დავუშვათ ჩვენს სამშობლოში სადიზმისა და ადამიანის ჩაგვრისკენ მიდრეკილი რეჟიმის რეანიმაცია

18-10-31 13:10:37 | Print

საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ - ფრაქციის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე (21.10.2012წ - 18.11.2016წ) მერაბ კაჭახიძე "ქართული ოცნების" ამომრჩევლებს მიმართავს და ბოდიშს უხდის  იმ საშიშროებისთვის, რაც ქართული "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის 6 წლის თავზე 2012 წლის  მონაპოვარს შეექმნა. 

- " ვინც მიცნობს იცის სენტიმენტები არ მჩვევია.

არც მაამებლობის სენით ვყოფილვარ შეპყრობილი და არც ამპარტავნების ლიბრი გადამკვრია თვალს.

არც ჩემი სოციალურ - პოლიტიკური სტატუსით მისარგებლია და არც ქონება დამიგროვებია ვიღაცის და რაღაცის ხარჯზე.

არც ციხე დამკლებია, ღმერთმა ნუ ქნას და ღირსების დასაცავად არც იარაღის ხელში დაჭერაზე არ დავიხევ უკან.

არც უადგილო ჯიუტობა მჩვევია და არც ადვილი შესაშინებელი ვარ.

მიუხედავად ამისა მე, მერაბ კაჭახიძე, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და დღეს ქართული "ოცნების" რიგითი ჯარისკაცი, ვალდებულად ვთვლი თავს ვთქვა შემდეგი:

მეგობრებო, ჩემო თანამოაზრენო და თანამებრძოლნო, განურჩევლად იმისა, პირადად ვიცნობთ თუ არა ერთმანეთს, ვის მხარდამხარაც წლების განმავლობაში მიბრძოლია სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ,

მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ საშიშროებისთვის, რაც ქართული "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის 6 წლის თავზე ჩვენს მონაპოვარს შეექმნა.

მინდა ბოდიში მოგიხადოთ, ჩემი წილი უყურადღებობისათვის თუ გულგრილობისთვის თქვენი განცდების, წუხილის და ბევრ შემთხვევაში ღირსების შემლახავ სიტუაციაში ჩაყენებისთვის, რაც ე.წ. "კოჰაბიტაციამ" მოიტანა.

მინდა ბოდიში მოგიხადოთ, თქვენი პირადი(ოჯახური) პრობლემა - თხოვნების ვერ მოგვარებისათვის, მიუხედავად იმისა ხელმეწიფებოდა თუ არა.
მინდა ბოდიში მოგიხადოთ, ყველა გაცემული დაპირების სანაცვლოდ, განურჩევლად ვერშესრულების სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზისა.

და ბოლოს, ყოველგვარი პათეთიკის გარეშე მინდა გითხრათ:

ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის თუ სიცოცხლის რისკის ფასად მიღწეულ გამარჯვებას საფრთხე შეექმნა.

თუ ჩვენ ღირსების მატარებელი საზოგადოება ვართ, გვერდით გადავდოთ ყველანაირი წყენა, გაბრაზება, მტყუან - მართლის, შენ - ჩემიაობის გარჩევის მომენტი და გავერთიანდეთ ერთი მთავარი მიზნის გარშემო.

არ დავუშვათ ჩვენს სამშობლოში სადიზმისა და ადამიანის ჩაგვრისკენ მიდრეკილი რეჟიმის რეანიმაცია.

ღმერთმა ხელი მოგვიმართოს ყველა კეთილ საქმეში, ცუდი ღმერთმა ნუ გვანდომოს, -წერს ყოფილი დეპუტატი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. 

Rate this item
(0 votes)
Read 183 times