საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:12

საქართველოში ფაშიზმი ვერ დაბრუნდება

18-10-29 01:35:51 | Print

გარკვეული პერიოდის პოლიტიკური პაუზის მიუხედავად, ჩემი პოლიტიკური პოზიცია იმთავითვე მყარი და ცალსახა იყო და არის, ღიად არ ვეთანხმები პოლიტიკური პარტია " ქართული ოცნების" საშინაო პოლიტიკურ, ძირითადად კოაბიტაციის, საკადრო პოლიტიკის მხრივ და მეტადრე საგარეო, ახირებულ „ნატო-ევროკავშირის“, რუსეთმოძულეობის კურსს,

მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს იმას, რომ გულგრილი ვიყო ქვეყნაში განვითარებული პროცესების, პირდაპირ ვიტყვი- ფაშიზმის დაბრუნების.

მჯერა და მწამს, რომ სექტადქცეული პოლიტიკური ძალის „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ნარჩენების ქვეყნის მმართველობაში დარბუნება სამუდამოდ წალეკს და შეაჩერებს ჩემი ქვეყნის განვითარებას.

დარწმუნებული ვარ, რომ არსებულ რეალობაში ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა,სალომე არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს, მისი გამარჯვება საქართველოს ისტორიაში უნდა გახდეს კიდევ ერთი ნათელი დღე- ბოროტებაზე გამარჯვების.

სამწუხაროა, რომ მთელი საარჩენო პროცესის განმავლობაში არ დასმულა მთავარი კითხვა, ვის და რატომ, რაში სჭირდება ეს თანამდებობა?
- ფაქტია, ე.წ. ნაციონალურ, ნეოფაშისტურ, კრიმინალურ სექტას , როგორც ბოროტების ბუნაგს, პრეზიდენტის პოსტი მხოლოდ და მხოლოდ რევანშისათვის, შურსძიებისათვის, არეულობისათვის, ხელისუფლებაში დასაბრუნებლად სჭირდება და ამას უკვე არც მალავენ,იმუქრებიან, გვიმახსოვრებენ, შუბლს გვიხვრეტენ..

- საპარლამენტო უმრავლესობის " ქართულ ოცნებისათვის" სააკაშვილის მიერ განზრახ დამახინჯებული კონსტიტუციის, პრეზიდენტის უუფლებო, უუნარო, ფუნქციაშეკვეცილი, ბუტაფორიადქცეული, უცხოელი პარტნიორების თვალში , მხოლოდ როგორც "სახელისუფლო შტოების გამწონასწორებელი ფუნქციის" მატარებელი ფორმალური ინსტიტუტი ზედმეტი ტვირთია. მჯერა , რომ მათ ეს არაფრად სჭირდებათ, გარადა იმის ,რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ბოროტ ადამიანებს ხელთ არ ჩავარდნოდათ, ბოროტი მიზნებისათვის.

მივესალმები საპრეზიდენტო არჩვენების დამატებით ტურს და მჯერა, რომ ყოველივე ხელს შეუწყობს ქართველი ერის მძლავრ კონსოლიდაციას, გაერთიანებას ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად, უკეთურების დამაჯერებლად განადგურებას!

წინ 2012 წლის საქმის დასრულებაა!

საბოლოოდ უნდა გავანადგუროთ ფაშიზმის მეტასტაზები საქართველოში!

ლადო ბედუკაძე

 

Rate this item
(0 votes)
Read 409 times