საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:13

მიხეილ სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა

18-10-24 12:03:31 | Print

მიხეილ სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა, - ამის შესახებ  ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეძლო ეს ომი თავიდან აეცილებინა.

ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისი და სალომე ზურაბიშვილის მოსაზრება აგვისტოს ომთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა.

- „სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა. 2008 წელს რაც მოხდა და როგორც მაშინდელი ხელისუფლება, სააკაშვილის მეთაურობით, მოქმედებდა, ეს იყო სწორედ სამშობლოს ღალატი.

მას შეეძლო ქვეყნისთვის ეს ომი თავიდანა აეცილებინა, არ აეხდინა რუსეთის მრავალსაუკუნოვანი ოცნება.

2008 წელს მაშინდელი ხელისუფლების მიერ მოხდა გამოუსწორებელი შეცდომა.

ის, რაც არ წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, არაფერი გადაჭარბებით არ უთქვამს ქალბატონ სალომეს.

მხოლოდ ამ რეზოლუციაში ჩაწერილი გაიმეორა მან.

ევროსაბჭოს 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციაში წერია, ვინ რა და როგორ გააკეთა.

ჩემი და ქალბატონი სალომეს ინტერპრეტაცია აბსოლუტურად თანხვედრაშია.

სწორედ რომ სააკაშვილი შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში. 

ყევლას ავიწყდება სხვა დანარჩენი.

როცა რუსმა დეპუტატებმა სხდომა დატოვეს, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ევროსაბჭოს რეზოლუციას ხმა მისცეს. ამ რეზოლუციაში გარკვევით წერია ყველაფერი, ვინ რა ქმედება ჩაიდინა და ამას იმეორებს ქალბატონი სალომე,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 159 times