საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:15

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი გენერალ სერ გარი ჯონსონს შეხვდა

18-10-23 11:28:32 | Print

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის

საკითხებში, გენერალ სერ გარი ჯონსონს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა შეხვედრაზე, ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერას, რომელმაც დიდი როლი

ითამაშა საქართველოს უსაფრთხოების პლათფორმის შექმნაში და ამ საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა გენერალ სერ გარი ჯონსონს.


კახა კახიშვილმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კონცეფცია გააცნო, რომელიც პრემიერ-

მინისტრის მაკოორდინირებელი ორგანო იქნება.


მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ასევე აღნიშნა, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობა ამ უწყების შექმნაში.


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ახალი კონცეფციის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებმაც

გენერალს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს სამუშაო პროცესებთან დაკავშირებით.


გენერალმა სერ გარი ჯონსონმა შეხვედრის ბოლოს მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს კახა კახიშვილს და ეროვნული


უსაფრთხოების საბჭოს კონცეფციის შექმნის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს ინფორმაციის გაზიარებისთვის.

 

 

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 88 times