საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:20

მაჩალიკაშვილი, იგივე ვინმე ვაკჰ ტერლოევი სოსო გოგაშვილს ოჯახის ამოწყვეტით და შვილების მოკვლით ემუქრება

18-10-11 16:13:17 | Print

პარტია "ნაციონალური მოძრობის" და მისი მარიონეტი ე.წ. ჟურნალისტების ( ვინმე ელისო კილაძის)  მიერ მართული საქართველოს მოქალაქე,  ვინმე მალხაზ მაჩალიკაშვილი, იგივე ვაკჰ ტერლოევი,  ფეისბუკის საკუთარ  გვერდზე  სისტემატურად აქვეყნებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი  პირველი მოადგილის  იოსებ გოგაშვილის ფოტოს და მას, შვილის, ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებთან აქტიურ კავშირში მყოფ, ტერორიზმში ეჭვმიტანილ  თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციას აბრალებს.

ვინმე მაჩალიკაშვილი ადრეც დაემუქრა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ტერაქტის მოწყობით და საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად თავის აფეთქებით, თუმცა შემდეგ აღნიშნული განცხადება "საკუთარ მღელვარებას" გადააბრალა და ტერაქტის მოწყობის სურვილი უარყო, უბარლოდ ჩაისვარა.

დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი კვლავ მკვლელობების ჩადენით იმუქრება.

მაჩალიკაშვილი სუსი-ს უფროსის ყოფილ პირველ მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს ოჯახის წევრების, მათ შორის მცირეწლოვანი შვილიშვილების მოკვლით ემუქრება.

მუქარის ტექსტს და იოსებ გოგაშვილის სურათს მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი შვილი ნათია მაჩალიკაშვილი სისტემატიურად აქვეყნებენ სოციალურ ქსელში.

იოსებ გოგაშვილის ოჯახის ამოწყვეტის სურვილისა და გეგმის შესახებ მაჩალიკაშვილების ოჯახი ღიად წერენ სოციალურ ქსელში და მხარდამჭერებს პირდებიან, რომ ამის დრო მალე დადგება და გოგაშვილს და მის ოჯახს ამოწყვეტენ.

ღია ტერორისტულ მუქარაზე საქართველოს პროკურატურას გამოძიება ამ ეტაპზე ჯერ არ დაუწყია.

"თბილისი 24 " მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაიცვას საკუთარი თანამშორმლების და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება. 

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 1323 times