საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 6:57

საქართველოს მთავრობასა და შვედეთის მთავრობას შორის თანამშრომლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

18-10-08 11:32:26 | Print

საქართველოს მთავრობასა და შვედეთის მთავრობას შორის მიმდინარე და დაგეგმილ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს მთავრობის მხრიდან უძღვებოდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი.

შეხვედრას ესწრებოდნენ შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესთრომი, შვედეთის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს უფროსი მოლი ლიენი და საქართველოს მთავრობის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახა კახიშვილმა შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა შვედეთის ხალხს და მთავრობას იმ თანადგომის, მეგობრობის და დახმარებისთვის, რომელსაც საქართველოს უწევენ წლების განმავლობაში.

მისი თქმით შვედეთი საქართველოს ყველაზე მეტად იმ სფეროებში უჭერს მხარს ,სადაც მას აქვს უპირატესობა გამოცდილების, მოქნილობისა და სანდოობის თვალსაზრისით.

-„შვედეთის მიმდინარე დახმარება შეადგენს 162 მილიონ ლარზე მეტს.წელს შვედეთი მეოთხე ადგილზეა ორმხრივ დონორებს შორის. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის დახმარება, რომელსაც შვედეთის მთავრობა საჯარო მმართველობის რეფორმას უწევს. აღნიშნული მხარდაჭერა მიზნად ისახავს საქართველოს საჯარო სექტორის განვითარებისა და რეფორმირების ხელშეწყობას ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების გათვალისწინებით”- განაცხადა კახა კახიშვილმა შეხვედრაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის შვედეთის პარტნიორობა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება. შეხვედრაზე საქართველო შვედეთის თანამშრომლობაზე შვედეთის ელჩმა ბატონ ულრიკ ტიდერქსტორმაც ისაუბრა, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოსა და შვედეთის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.

შეხვედრაზე საქართველო შვედეთის თანამშრომლობის ფარგლებში განიხილეს: მაკროეკონომიკური სტაბილურობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების ძირითადი მიღწევები და არსებული გამოწვევები, ასევე გენდერული თანასწორობის და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებები და სიღარიბის დაძლევის, სოციალური ჩართულობის საკითხები.

 

Rate this item
(0 votes)
Read 182 times