საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 9:51

9 წელზე აპელირებდე და ამავე დროს ამ კოშმარების განმახორციელებლებს აწინაურებდე, გაურკვევლობას აღძრავს

18-10-05 15:43:29 | Print

ისტორიას ბევრი კაზუსი ახსოვს, მაგრამ ერთდროულად შენ ამბობდე და აპელირებდე სისხლიან 9 წელზე და ამავე დროს ამ კოშმარების განმახორციელებლებს აწინაურებდე, ეს ის ემოციაა, რომელიც მოქალაქეში გაურკვევლობას აღძრავს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე მოველოდი, რომ ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც შევცვალეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ხშირ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებები, პროცესს გავხდიდით საჩვენებელს, არა როგორც ერთი ადამიანის მეორეზე ძალადობით, არამედ იმ კუთხით, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფომ და საზოგადოებამ გადაიტანოს თავისი ტკივილი და შექმნას უკეთესი პრეცედენტი.

იყო იდეები და მოსაზრებები, რომელიც მოდიოდა არა მხოლოდ „ქართული ოცნებიდან“, არამედ საზოგადოებიდან თუ როგორ უნდა წავსულიყავით წინ. სამწუხაროდ, წინ წასვლა არც ერთი კონცეფციით არ მომხდარა.

მოხდა ის, რომ ჩვენ ეს ტკივილი და ტრაგედიები გაურკვეველი ფორმით დავაკონსერვეთ. ეს შემაშფოთებელია. თუმცა, ამაზე უფრო შემაშფოთებელია, რომ როდესაც 6 წლის განმავლობაში პოლიტიკურად ეს თემა არის აწეული მაღალ ტემპერატურაზე, მუდმივად გვესმის რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის დიდი ბოროტება, რომელიც ჩვენ ისტორიაში დავტოვეთ და ამავე დროს ამ „ნაციონალური მოძრაობის“ ბოროტებების ჩამდენები კარიერულ წინსვლას განიცდიან. ეს ხდება ერთდროულად. ისტორიას ბევრი კაზუსი ახსოვს, მაგრამ ერთდროულად შენ ამბობდე და აპელირებდე სისხლიან 9 წელზე და საუბრობდე იმ კოშმარებზე რაც ხდებოდა და ამავე დროს ამ კოშმარების განმახორციელებლებს აწინაურებდე, ეს ის ემოციაა, რომელიც მოქალაქეში გაურკვევლობას აღძრავს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პირადად ის არავის დევნის მომხრე არ არის, თუმცა საჭიროა ეს დისონანსი დასრულდეს.

„ამაზე უკეთესი ყველაფერი იქნებოდა. ამაზე უკეთესი მათი დევნაც იქნებოდა და ამ თემის დავიწყებაც. მაგრამ ერთდროულად ამდენი წლის განმავლობაში მათზე მივუთითებთ და ამავე დროს მათ ვაწინაურებთ, ამავე დროს რამდენიმე პლეადა შეიცვალა და ახლა უკვე ადეიშვილი-კეზერაშვილის ერთგული თანამშრომლები პოლიტიკური ტრიბუნებიდან თითს უქნევენ და აშინებენ საზოგადოებას, რაც იყო „ნაციონალური მოძრაობის დროს. ეს დისონანსი უნდა იქნას გადაძლეული. მე არასდროს არ ვყოფილვარ რაიმე სახის დევნის მომხრე. მაგრამ ასეთი პოლიტიკური დისონანსის შექმნა, ჩემთვის გაუგებარია თუ რას ვემსახურებით ამ შემთხვევაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Rate this item
(0 votes)
Read 22 times