საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 12:06

ქვეყნის მართვა არ არის ამ კაცის საქმე, რაც მალე ჩამოშორდება პასუხიმგებლობა, უკეთესი იქნება მისთვის

18-08-01 01:41:33 | Print

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერით განაცხადა, რომ ქვეყნის მართვა არ არის ბიძინა ივანიშვილის საქმე და  რაც მალე ჩამოშორდება ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა ,მით უკეთესი იქნება მისთვის. 

ვასაძის თქმითვე, გუშინ, ქართულმა სახელმწიფომ გადაკვეთა რუბიკონი, საბოლოოდ დაადასტურა რომ არის ქართველი ერის მტერი.

ივანიშვილი,  "სპეციალურად აკეთებს ესეთ რაღაცეებს, რომ რაღაცნაირად ჩამოეხსნას მას ეს უმძიმესი პასუხისმგებლობა", -აცხადებს რაინდი.


- " გუშინდელი საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტყილების მერე, მე მიმაჩნია, რომ რაც მალე ჩამოშორდება ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა, და რაც მალე ჩამოშორდება" ქართულ ოცნებას " საქართველოს მართვის პასუხსიმგებლობა, მით უკეთესი იქნება პირადად ბიძინა ივანიშვილისთვისაც და "ქართული ოცნებისთვისაც" და ჩვენი ქვეყნისთვისაც.

გუშინ, ქართულმა სახელმწიფომ გადაკვეთა რუბიკონი, საბოლოოდ დაადასტურა რომ არის ქართველი ერის მტერი და აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ბიძინასთვის უკეთესია, რომ ის ჩემი აზრით ამის მომხრეც არის,  რომ , რაღაც დონეზე შეიძლება ქვეცნობიერის დონეზე მეჩვენება, რომ ის ამისთვის აკეთებს ესეთ რაღაცეებს, რომ რაღაცნაირად ჩამოეხსნას მას ეს უმძიმესი პასუხისმგებლობა. 

მაგრამ, მე ვხდავ, რომ ქვეყნის მართვა არ არის ამ კაცის საქმე და არ არის "ქართული ოცნების" საქმე.

ამიტომ, ორი აზრი არ არის რომ ეს არის მტრული ქართული გენოფონდის , ჩვენი ერის მიმართ და ყველა ვინც ამას უჭერს მხარს, შევა საქართველოს ისტორიაში როგორც ქვეყნის მოღალატე.

გუშინ დამთავრდა ეს ხალხი ჩემთვის როგორც ქვეყნის მმართველები,"- განაცხადა ვასაძემ. 

რაინდის განცხადებით ეს არ არის პოლიტიკური განცხადება და  ბიძინა მოღალატე არ არის.

 

Rate this item
(0 votes)
Read 606 times