საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 3:28

შს მინისტრის ბენეფისი

18-05-14 02:22:33 | Print

რუსთაველზე, პარლამენტის წინ გამართული აქციების მონაწილეთა დაყოლიება თავის ბრძნული და მჭერმეტყველური მიმართვებით, ვერც პრემიერმა კვირკაშვილმა და ვერც ქალაქის მერმა შეძლო, სანამ აქციის მონაწილეებთან დიალოგსა და პროცესის მშვიდობიანად დასრულებაში, თავად "ბრალდებული" შს მინისტრი გიორგი გახარია არ ჩაერთო.

შს მინისტრი კლუბ "ბასიანში", მოსამართლის ნებართვის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების, ჩხრეკისას (და არა დარბევის ან სპეცოპერაციის, როგორც ამას ხშირად მედიაში უწოდებენ) პოლიციელთა მიერ შესაძლო გადაცდომის შემთხვევაში, საკუთარი და შს სამინისტროს სახელით ბოდიშს იხდის და მოუწოდებს აქციის იმ მონაწილეებს, ვინც თავის მხრივ შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცელებს, ანალოგიური ქმედებისკენ.

- " მოდით, მაშინ დავიწყოთ ბოდიშით.
ბოდიში, თუმცა, მე ვიხდი ბოდიშს, არა მხოლოდ ჩემი სახელით.
თუ, რომელიმე თქვენგანს, ან თქვენს უსაფრთხოებას რისკი შეუქმნეს შს რომელიმე წარმომადგენელმა.
თუმცა, ასვე მინდა გითხრათ და გთხოვოთ თქვენ, მათ მხოლოდ, რომლებმაც ასევე მიაყენეთ შეურაცხოფა ფორმაში ადამიანს,რომელიც იცავდა სხვა ადამიანის უფლებებეს, ასევე მათთაც ვუთხრათ ბოდიში,"- მიმართა მინისტრმა აქციის მონაწილეებს.

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 903 times