საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 1:38

ბიძინა ივანიშვილი - ვინც ახლოს მიცნობს, იცის, რომ დაბრუნების გადაწყვეტილება არც ხელისუფლების, არც „ქართული ოცნების“ და არც ჩემი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ მიმიღია

18-05-11 18:57:27 | Print

ბიძინა ივანიშვილი - ვინც ახლოს მიცნობს, იცის, რომ დაბრუნების გადაწყვეტილება არც ხელისუფლების, არც „ქართული ოცნების“ და არც ჩემი პირადი

ინტერესებიდან გამომდინარე არ მიმიღია ვინც ახლოს მიცნობს, კარგად იცის, რომ დაბრუნების გადაწყვეტილება არც დღევანდელი ხელისუფლების, არც

“ქართული ოცნების“ და არც ჩემი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ მიმიღია, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა

ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ივანიშვილის თქმით, 2012 წელს მან თავისი მისია შეასრულა და ქვეყნის მართვას საბოლოოდ ჩამოაშორა მოძალადე და ხალხის მჩაგვრელი ხელისუფლება.

“რატომ ვბრუნდები პოლიტიკაში მაშინ, როცა რამდენიმე წლის წინ საჯაროდ განვაცხადე, რომ ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის

შემთხვევაში მივიღებდი?! რატომ გადავწყვიტე ახლა, რომ კვლავ ჩავუდგე სათავეში იმ პარტიას, რომელიც 2012 წელს დავაარსე და ჩემს ხალხთან ერთად

შევასრულე ჩემს ცხოვრებაში ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საპატიო მისია - დავამარცხეთ და დარწმუნებული ვარ, ქვეყნის მართვას საბოლოოდ ჩამოვაშორეთ

მოძალადე და ხალხის მჩაგვრელი ხელისუფლება. ამის შემდეგ საკუთარი ინიციატივით გავედი აქტიური პოლიტიკიდან, რადგან ჩავთვალე, რომ ჩემი

როლი საზოგადოების განვითარებაში უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა. დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ის რაც

ჭარბად გამაჩნდა - ხალხის ნდობა, მაშინ საზოგადოებას უფრო სჭირდებოდა. მაშ, ახლა რატომ გახდა საჭირო პოლიტიკაში ჩემი დაბრუნება? ეს არის

კითხვა, რომელზეც საზოგადოება მკაფიო პასუხს ელის და მზად ვარ გაგაცნოთ ჩემი მოსაზრებები. ვინც ახლოს მიცნობს, კარგად იცის, რომ ეს ჩემთვის

საკმაოდ რთული გადაწყვეტილება არც დღევანდელი ხელისუფლების, არც “ქართული ოცნების“ და არც ჩემი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ

მიმიღია, ისე, როგორც 2011 წლის ოქტომბერში მიზანი ამჟამადაც იგივე და უცვლელია - საქართველო, ქართველი ხალხისა და თითოეული ადამიანის

კეთილდღეობა და ღირსეული მომავალი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Rate this item
(0 votes)
Read 368 times