საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 6:57

პუტინი რუსეთის ახალ ბირთვულ იარაღზე: ეს არის მეტეორი,ცეცხლოვანი ბურთი, რომლის შეჩერება შეუძლებელია

18-03-01 19:05:48 | Print

ვლადიმირ პუტინმა აშშ გააფრთხილა, რომ რუსეთს ახალი, მაღალტექნოლოგიური ბირთვული იარაღის აქვს, რომელსაც ნებისმიერი თავდაცვის მექანიზმების დაძლევა შეუძლია.

რუსეთის შეკავების მექანიზმებმა არ გაამართლა, შეეგუეთ ახალი ბირთვული 200 ტონიანი რაკეტას „სარმად“ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილის მიღწევა შეუძლია ისე, რომ ანტისარაკეტო სისტემებმა ვერ დააფიქსირონ.

შევქმენით მცირეგაბარიტული ბირთვული მოწყობილობა, რუსული მცირე ფრთოსანი რაკეტა „ჰ -101“ -ის ან ამერიკული „ტომაგავკის“ ბაზაზე, რომელსაც შეუძლია დაბალ სიმაღლეზე 10-ჯერ მეტი, ფაქტობრივად განუსაზღვრელი მანძილის დაფარვა, მართვადი ტრაექტორიით, რომლის დაფიქსირება შეუძლებელია არსებული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემებით.

2017 წლის ბოლოს გამოვცადეთ ბირთვული ენერგეტიკული მოწყობილობის პრინციპულად ახალი ტიპის შეიარაღება „ავანგარდი“ , მსგავსი ტიპის შეიარაღება მსოფლიოში არავის არ აქვს, ის მოდის როგორც მეტეორი, ცეცხლის ბურთი, მისი შეჩერება შეუძლებელია.

ბირთვული იარაღის გამოყენებას რუსეთის ან მისი მოკავშირის წინააღმდეგ ჩვენ საკუთარ ქვეყანაზე ბირთვულ თავდასხმად განვიხილავთ და პასუხი იქნება მყისიერი. რუსეთის 90 - ში დაბრუნება შეუძლებელია, -განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

-  "დიდხანს ვეხვეწებოდით ამერიკელებს არ დარღვიოთ სტრატეგიული ბალანსი, არ გახვიდეთ 1972 წლის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შელხშეკრულებიდან,რომელიც ქვაკუთხედია ქვეყნებს შორის სამხედრო ბალანისის, მაგრამ ამაოდ.

ამ ხელშეკრულების თანამხად, ყველა ქვეყანას უფლება ჰქონდა რაკეტსაწინააღმდეგო თავდასხმისგან მხოლოდ ერთი რაიონი დაეცვა.

რუსეთს ასეთი სისტემა განთავსებული ჰქონდა -მოსკოვის გარშემო, ამერიკელებს- გრანდ-ფოქსში, მიწისზედა რაკეტების საცავში.

ეს ხელშეკრულება იცავდა მხარეებს ბირთვული იარაღის გამოყენების დაუფიქრებელი, ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისაგან.

2002 წელს ამერიკამ ცალხმრივად დატოვა ხელშკრულება.
ჩვენ, მაშინ ამერიკლებს განვუცხადეთ, რომ საკუთარი უსაფრთხოებისათვის საკუთარ თავდასხმით კომპლექსებს გავაუმჯობესებდით.
პასუხად გვითხრეს, რომ „ აშშ გლობალურ ანტისარაკეტო თავდაცვის სიტემას თქვენს წინააღმდეგ არ აკეთებს და გააკეთეთ რაც გსურთ, გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ მას ჩვენს წინააღმდეგ არ გამოიყენებთ“

თუ საიდან მოდის ასეთი პოზიცია გასაგებია. სსრკ-ს დაშლამ რუსეთს დიდი კვალი დაამჩნია .

სსრკ-ს დაშლის შემდგომ რუსეთმა დაკარგა ტერიტორიის 23,8 % , მოსახლების- 48, 5 % ,41% - მთლიანი შიდა პროდუქტის , 39,4% - სამრეწველო პოტენციალი, 44, 6 %- სამხედრო პოტენცილის, რომელიც გადანაწილდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე.

ტექნიკა წლიდან-წლამდე ძველდებოდა, შეიარაღებული ძალები საცოდავ მდგომარეობაში აღმოჩნდა, კავკასიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, ჩვენი ურანის გამდიდრების საწარმოებში -ამერიკელი ინსტრუქტორები ისხდნენ.

ამ შემთხვევაში სტატეგიული იარაღის განვითარების იდეა კი არა, სსრკ-გან დარჩენილი ბირთვული იარაღის შენახვის საკითხიც სადაო იყო.

რუსეთი ვალებში იძირებოდა, მსოფლიო სავალუტო კრედიტების გარეშე ეკონომიკა არ მუშაობდა, სოციალური სფეროს შენახვა შეუძლებელი იყო.

ამიტომაც, ჩვენს პარტნიორებს დაეუფლათ მყარი განცდა, რომ ეკონომიკის აღორძინება, თავდაცვითი მრეწველობის გამოცოცხლება, ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განმტკიცება ახლო ისტორიულ პერსპექივაში შეუძლებელი იყო და რაღა საჭირო იყო რუსეთის აზრის გათვალისწინება?

გასაგებია ამერიკელების ასეთი პოზიცია, ამაში დამნაშავე ჩვენ თავად ვართ.

ამერიკელების კონვეირი დაიძრა.

დღეს უკვე მუშაობს რაკეტსაწინაღმდეგო სისტემა ალიასკაში, კალიფორნიაში, აღმოსავლეთ ევროპის ორ რეგიონში - რუმინეთსა და პოლონეთში, გეგმავენ განთავსებას იაპონიასა და სამხრეთ კორეაში, რუსეთის საზღვრებთან ახლოს, 5 კრეისერზე აქვთ დამონტაჟებული გადასატანი რაკეტსაწინააღმდეგო საზღვაო სისტემა, რაც ვიცით. არაფერს არ ვამატებ .

და რა გავკეთეთ ჩვენ, გარდა პროტესტის და გაფრთხილების, რით უპასუხა ამ გამწვევას რუსეთმა?

ჩვენ ვმუშაობდით რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების გადალახვის მექანიზმების შემუშავებაზე.

შეიარაღებაში მივიღეთ 80 –ზე მეტი კონტინენტთაშორისი თანამედროვე ბალისტიკური რაკეტა, წყალქვეშა ნავების -102 ბალისტიკური რაკეტა, 3 წყალქვეშა სტრატეგიული დანიშნულების კრეისერი,გადავაიარაღეთ 12 სარაკეტო პოლკი, რუსეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე განვათავსეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავდასხმის რადიოლოკაციური ადრეული გაფრთხილების სისტემა .

რუსეთი დიდი ხანია აფრთხილებს აშშ-ს არ გააგრძელოს ანტისარაკეტო სისტემების განთავსება. მაშინ არავინ მოგვისმინა, მოგვისმინეთ ახლა, “- განაცხადა პუტინმა.

 

Rate this item
(0 votes)
Read 494 times