საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 3:53

მშვიდობით, მიშა! შენ რომელი ქვეყანა აგიტანს, გაშიფრულ და გაბანძებულ რუსეთის აგენტს...

18-02-16 17:58:01 | Print

-„ჩემი ბებიის ბებიამ იოსებ სტალინი მეფის ჟანდარმებისაგან გადაარჩინა“, – დაიტრაბახა მიშამ. არადა, გასული საუკუნი 90-იან წლებში, პოლიტიკურ

ასპარეზზე რომ გამოდიოდა, არც ბებიის ბებია უხსენებია ამ „დატვირთვით“, არც ბიძა თემურ ალასანია, კგბ-ყოფილი პოლკოვნიკი და არც ბაბუა, რომელიც

საქართველოს ნკვდ-ში მუშაობდა ბერიას დროს.

მიხეილ სააკაშვილმა, „რუსთავი 2“-ის, გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ ექსკლუზიურ „კიევურ“ ინტერვიუში, `გამკაცრებულ~ ეკა კვესიტაძეს

როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა. გადაცემა მართლაც განსხვავებული გახლდათ, რადგან კვესიტაძეს

ისეთი სახე ჰქონდა, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გადაცემამდე მიჰას ტელევიზიის დაფინანსებას თხოვდა და მწარე უარი მიიღო, არც იმას გამოვრიცხავ,

რომ დასავლელ ჟურნალისტს მიბაძა და არც ისაა გამორიცხული, რომ ცრუსთავმა ხალხის შეცდომაში შეყვანის მიზნით ტაქტიკა შეცვალა. ფაქტია, რომ ეკა

შეწუხებული ჩანდა.

 მიჰა ჩვეულ ამპლუაში თავის მრევლის დაბოლებით იყო დაკავებული. ბაქიბუქობდა, რომ სამოციათასი კაცი გამოვიდა მის დასაცავად როცა

`დააპატიმრეს~ კვესიტაძემ `შეახსენა~, რომ იგი ურეიტინგო პოლიტიკოსის სტატუსით გახლდათ უკრაინაში და მხოლოდ ერთი პროცენტი ჰქონდა მის

პარტიას, ეკამ მას ამპარტავანი პოლიტიკოსიც კი უწოდა და შეახსენა კრიტიკა უკრაინული ოპოზიციის მხრიდან და ისიც, რომ უკრაინის ოპოზიციური

პარტიები მას მხარს არ უჭერდნენ-მიჰამ ისევ უაზრო ტყუილებით უპასუხა.

 

  -თან, ეტყობა კვესოს აზრები წაიკითხა რა გიჟი და იდიოტი ხარ მიშაო და მყისვე უპასუხა ჩერჩილს, ლოთს, გიჟს და ათას სისაძაგლეს უწოდებდნენ, მაგრამ

დღეს ის ხალხი აღარავის ახსოვს, ჩერჩილი კი ახსოვთო. მიშას თქმით მისი ეშინია პოროშენკოს, უკრაინის პროკურატურას და უსაფრთხოების სამსახურს,

ასევე, საქართველოშიც კანკალებენ მისი შიშით, რომ დაიჭირონ თურმე, უამრავი ხალხი გამოვა უკრაინაშიც და საქართველოშიც მის დასაცავად, კვესიტაძე,

კი უსწორებდა ციფრებს და ფაქტებს, მაგრამ მიჰა თავის უაზრო ტყუილებს მაინც აჭენებდა.

 

  ძნელი სათქმელია, რომელი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ გახლდათ, მაგრამ ჩერჩილის მიმსგავსების შემდეგ აღმაშენებელი გაახსენდა: “მე, მიხეილ

სააკაშვილმა, პირველად, ჩემ მეგობრებთან ერთად და ქართველ ხალხთან ერთად, მრავალი საუკუნის განმავლობაში, ალბათ, ამ მასშტაბით, დავით

აღმაშენებლის შემდეგ პირველად შევქმენით ქართული სახელმწიფო – აი, ამაზე ვიღებ პასუხისმგებლობას. დავით აღმაშენებლის დროსაც ვიღაც მოკლეს,

ვიღაც არასწორად დასაჯეს… კი, მერე? აღმაშენებელს აღმაშენებელი რამდენიმე საუკუნის მერე ეწოდა. მანამდე ის ისტორიიდან წაშალეს – ზედმეტად

მკაცრი იყოო. მე არ ვედრები არც მასშტაბებით და არც სიმკაცრით, მითუმეტეს, მაგრამ არსებობს დიდი რაღაც და ეს დიდი რაღაც არ უნდა დაგვიბუროს

წვრილმანმა ინტრიგებმა… მე არ ვიძახი, რომ ადამიანის სიკვდილი ინტრიგაა, მაგრამ რაც ამას მოყვა, პოლიტიკური მანიპულაციები – ეს უკვე ინტრიგაა.“

 

მიშას არ გახსენებია მოლაშვილი, შავაძე, რობაქიზე და სხვა უამრავი მისი ხროვის მიერ ჩახოცილი, ნაწამები ბიჭები და არც უამრავი სისაძაგლე რომელიც

მისმა ხროვამ ჩაიდინა, რათქმაუნდა მისი მეთაურობით და დასტურით. სამაგიეროდ არ დაავიწყდა ვანო და ახალაია.

მიშა „ევროპულ საქართველოსაც“ გადასწვდა და ივანიშვილის ფულზე გაყიდული უწოდა, რასაც თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელის საშუალებით

უპასუხა – `გადაგვარებული პოლიტიკური იმპოტენტის, იგივე მიშა შააკაშვილის ინტერვიუს და ბრალდებებს რაც შეეხება – ეგ თოქსიკური და ბოროტი

კლოუნი რაც მეტ ბრალდებას ისვრის ჩვენი მისამართით. უნდა ვუპასუხოთ, ვუპასუხოთ მხოლოდ იმიტომ, რომ კიდევ უფრო ნათელი გახდეს, რომ მაგ

მორალურად დეგრადირებულ არსებასთან აღარაფერი გვაკავშირებს გულისრევის გარდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გიგა ბოკერიამაც გააკეთა,– რაც გუშინ ვიხილეთ, იყო გადაგვარებული ლიდერის ურთიერთგამომრიცხავი აზრების

ბოდვა“.

 

მიშა, ძალიან დამძიმდა, დავით აღმაშენებლის როლს ადრეც ირგებდა, მართალია `კაიფში~ სროლის ხმის გარეშეც ხოხავდა, მაგრამ მაინც. ეხლა ჩერჩილსაც

გიჟს ეძახდნენო და “მიემსგავსა“, მაგრამ ჩერჩილის გარდა სიმონ ბოლივარიც გახდა. მერე რა, რომ ბოლივარზე ხალხი სიმღერებს თხზავდა, მიხოზე კი –

წყევლა-კრულვებს და ლანძღვა გინებას, იმასაც „რაუჭირს“ ასიათასობით ურჯულო, რომ ჩამოგვისახლა, გაგვიძარცვა, დაგვიქცია და გაგვიყიდა ქვეყანა

სამაგიეროდ უკრაინიდან ასე `აფასებს~ ქართველ ხალხს – `ხალხი მაზოხისტია საქართველოში! მერე რა რომ გირგვლიანი, ვაზაგაშვილი მოკლეს, ეგ პატარ-

პატარა, წვრილმანი თემებია და არ უნდა გადაფაროს სახელმწიფოებრიობის თემა! უამრავი ადამიანი ჩახოცეს, აწამეს, გაძარცვეს, გააუბედურეს და ეს

თავისუფალი გიჟი პარკში გადარგულ ხეებს დატირის „ ქართველი ხალხი თავისი ხელით ამოთხრის ივანიშვილის გადარგულ ხეებს, როცა ამ

ხელისუფლებას მოიშორებს! ბოლო-ბოლო მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც იბრძვის ქვეყნების და ერების თავისუფლებისთვის!“

 

წერილი დასრულებული მქონდა, რომ უბედურების ზარმა ჩამოჰკრა სანაცეთში. მიშა რესტორან „სულგუნში“დააკავეს დათო ხუჯაძის მიერ შესრულებულ

„მახინჯი ვარ“სიმღერის ფონზე. შეშინებული, გაბანძებული, ჩასვრილი, თმებით გამოათრიეს სამზარეულოდან საიდანაც გაქცევას ცდილობდა. მისი

„დაუმორჩილებელ-დაუმარცხებელი“დაცვაც იატაკზე ახოხიალეს და მიშა ლაინერით და არა პროპელერით ოპერატიულად გაამგზავრეს პოლონეთში.

 

2013-წელს ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტმა მედიას განუცხადა, რომ ის „არსად მიდის“ და „შემთხვევით“ ვლადიმერ ილიას ძე ლენინი გაიხსენა,

ფსიქოანალიზის თეორიის მიხედვით: „ვარდების რევოლუციის“ ბელადი სააკაშვილი იმ მომენტში ქვეცნობიერად ფიქრობდა „ოქტომბრის რევოლუციის“

ბელად ულიანოვ-ლენინზე და ეშინოდა, რომ საქართველოდან პოლონეთში გაქცევის შემდეგ მას იქ, როგორც ლენინს 1914 წელს, ციხეში ჩასვამენ. მერე კი

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადასცემენ.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ქუთაისის თავისუფალი ზონის წევრები კვირაზე მეტია პოლონეთში იმყოფებიან, ალბათ ახალ პოლონურ სპექტაკლში-ბუჩქის

როლის შესასრულებლად.

მშვიდობით მიშა, უკან მოხედვა მართლაც ძნელია შენთვის, და შენ, რომელი ქვეყანა აგიტანს, გაშიფრულ და გაბანძებულ რუსეთის აგენტს…

 

„საერთო გაზეთი“

ქეთევან ზარნაძე

Rate this item
(0 votes)
Read 1244 times