საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:45

სტალინი: მოდით დავთანმხდეთ ისრაელის შექმნას, ეს იქნება როგორც პალო უკანალში არაბული სახელმწიფოებისთვის

18-02-16 10:48:39 | Print

დედამიწის არსებობის მანძილზე, განსაკუთრებით დღეს, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვნელები გავლენას ახდენს მსოფლიო პროცესებზე, ცხოვრების რიტმზე.

ამ რეგიონის, ყველა თვალსაზრისით უძლიერესი სახლემწიფო -ისრაელი, ჩვენთვის საყვარელი და ახლობელი ებრაელი ხალხი საუკუნეები შეხმატკბილებულად, სიყვარულით ცხოვრობდნენ და მცირე ნაწილი ცხოვრობს კიდეც საქართველოში.

ისრაელის სახელმწიფო ისრაელის მიწაზე (პალესტინაში) მდებარეობს.

თორის მიხედვით, ეს ღმერთის მიერ აღთქმული მიწაა ეგვიპტის მონობისაგან გათავისუფლებული ებრაელებისათვის.  ანტიკურ ხანაში, ამ ტერიტორიაზე მდებარეობდა ისრაელის გაერთიანებული სამეფო (XI საუკუნის მიწურულიდან X საუკუნის უკანასკნელ მეოთხედამდე - ჩვენს წელთაღრიცხვამდე) ;
შემდეგ ეს სამეფო ორად გაიყო: ქვეყნის ჩრდილოეთში ისრაელის სამეფო ჩამოყალიბდა, რომელმაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 722 წლამდე იარსება, სამხრეთში კი იუდეის სამეფო.
უკვე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 63 წელს, პომპეუსის მიერ იერუსალიმის აღების შედეგად, იუდეის სამეფო რომის იმპერიას დაექვემდებარა.
ჩვენი წელთაღრიცხვით 66 წელს იუდეველები აჯანყდნენ.
ქრისტეს მოვლენიდან 70-ე წელს რომაელებმა ხელახლა დაიპყრეს იერუსალიმი, მეორე ტაძარი გადაწვეს და ქალაქი ააოხრეს; ამით ბოლო მოეღო ანტიკური ხანის ებრაულ სახელმწიფოებრიობას.
აჯანყებულები საბოლოოდ 73 წელს დამარცხდნენ.

დღეს, ისრაელის სახელმწიფო დედამიწაზე 20 770 კმ-ს იკავებს , სადაც 8,7 მლნ ადამიანი ცხოვრობს, ( 6,4 მლნ. ებრაელი)
ახალი ისრაელის სახელმწიფოს შექმნაზე ვიკიპედიაში მარტივად, ორი სიტყვით წერია: „1947 წელს გაერომ დაამტკიცა პალესტინის დაყოფა ორ სახელმწიფოდ, ებრაულ და არაბულ ნაწილებად...“

არდა, ისრაელი ვერ შექმნებოდა რომ არა, საბჭოთა კავშირი და მისი ლიდერის -სტალინის, დღეს, რომ იტყვიან „ მტკიცე, ღრმა და ყოვლისმომცველი“ გადაწყვეყილება.
პირველი მსოფლიო ომის შემდგომ არ აღიარებული პალესტინა ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ იყო .
1919 წელს პალესტინის ტერიტორიაზე ცხოვრობდა 568.000 არაბი-მუსულმანი, 74.000 ქრისტიანი და მხოლოდ 58 .000 ებრაელი, მათი დიდი ნაწილი გაფანტული იყო მსოფლიოში.

1948 წლის 14 მაისს ბრიტანეთს მანდატი ეწურებოდა პალესტინის მმართვაზე.
ახლად შექმნილი გაეროს ძალისხმევით, ბრიტანეთის ხელისუფლებამ ებრალებს წელიწადში 10.000 -იანი კვოტას მისცა პალესტინის ტერიტორიაზე ჩასახლების.

1947 წლისთვის უკვე ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა 1.091.000 არაბი, 614.000 ებრაელი და 146.000 ქრისტიანი.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დადგა საკითხი მსოფლიოში გაფანტული, ფაშიზმისგან დაზარალებული ერისთვის სახელმწიფოს შექმნის.
ბრიტანეთი, 1919 წელს ლიბანის მსგავსად , მხოლოდ პალესტინის მულტიეთნიკური სახელმწიფოს შექმნის მომხრე იყო, სადაც უნდა ეცხოვრათ ებრაელებსაც.

საბჭოთა კავშირს (იგულისხმება- სტალინს) წარმოუდგენლად მიაჩნდა ამ ორი ერის ნებისმიერი ფორმით თანაცხოვრება და ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის მომხრე გახლდათ, სიონისტური ძალებით მოსყიდული აშშ-ს ხელისუფლებასთან ერთად. თუმც, გაეროში ბრიტანეთს ვეტოს უფლება გააჩნდა და საკითხის დადებითად გადაწყვეტას სხდომაზე ხმათა 2/3 ჭირდებოდა.

1947 წლის 60 წევრიან გაეროში სტალინს 5 ხმა ეკუთვნოდა: სსრკ, უკრაინის, ბელორუსიის, ჩეხოსლოვაკიის და პოლონეთის.
გერმანია, იაპონია,ავსტრია,რუმინეთი, უნგრეთი ჯერ კიდევ არ იყო მიღებული გაეროს წევრებად.

1947 წლის 25 ნოემბერს ისრაელის შექმნას ( ანუ პალესტინის ორად გაყოფას) მხარი დაუჭირა 25-მა სახელმწიფომ, 13 -წინააღმდეგ წავიდა, 17-მა (მათ შორის ბრიტანეთმა და იუგოსლავიამ) თავი შეიკავა.
მაშინ 2/3-ს ერთი ხმა დააკლდა, ამერიკის პროტექტორატის ქვეშ მყოფი ფილიპინები და პარაგვაი სხდომაზე არ გამოცხადდა და „ სათანადოდ მიბრძანება“ დასჭირდათ.

საბჭოეთის დელეგაციას ადგილზე ანდრეი გრომიკო ხელმძღვანელობდა, მას მოსკოვში ანდრეი ვიშინსკი მეთვალყურეობდა , რომელიც წარსულში სტალინთან ერთად , 1908-1909 წლებში იჯდა ბაქოს ციხეში.( 1946 წლიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე )
განმეორებით კენჭისყრაში ორი სახელმწიფოს შექმნას მხარი გაეროს 33-მა წევრმა დაუჭირა, 13 -წინააღმდეგი წავიდა , 10-მა თავი შეიკავა.
საბჭოეთის 5 ხმის მიმხრობა და გავლენა აქ ყველაფერს წვეტდა.

1918 წლამდე პალესტინა ოსმანეთის იმპერიას ეკუთვნოდა, ისრაელის შექმნას ეწინააღმდეგებოდა არაბული სამყარო : თურქეთი, სირია, საუდის არაბეთი, პაკისტანი, ერაყი, ლიბანი, ავღანეთი, ეგვიპტე, ირანი...
პირველი ხმის მიცემის შემდგომ პოზიცია შეცვალა: საფრანგეთმა, ბელგიამ, ჰოლანდიამ, ლუქსემბურგმა, რომელთათვის ამერიკული დამხმარება "მარშალის" გეგმა , გადარჩენის და გასაბჭოებისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა იყო.

1947 წლის 17 იანვარს ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
18 იანვარს- აშშ-მ, მხოლოდ დე-ფაქტო ცნო ისრაელი. (1949-მდე არც უცნია იურიდიულად)
19 იანვარს- სსრკ-მ ცნო დე-ფაქტოდ და დე-იურედ, რაც დიპლომატიურ ურთიერთობასაც გულისხმობდა.

რათქმაუნდა, გადაწყვეტილების მოწინააღმდეგე მუსულმანური, არაბული ქვეყნები უმალვე ომის სამზადის შეუდგნენ.
დამოუკიდებლობის გამოცხადების დღესვე ისრაელში - ერაყის, სირიის, ეგვიპტის, ლიბანის, იორდანიის სამხედრო ძალები შეიჭრა.

ახლად შექმნილ ისრაელს უსწრაფესი ეფექტური სამხედრო დახმარება კვლავ საბჭოთა კავშირმა გაუწია: იუგოსლავიიდან და რუმინეთიდან ყველა სახეობის იარაღი, საბრძოლო მასალა გაიგზავნა. ძირითადად გერმანული იარაღი - გამანადგურებლები " მესსერშიმდტები", არტილერია, ქვემეხები, რადგან ღიად საბჭოთა კავშირს ჩართვა საბრძოლო მოქმედებებში არ გამოჩენილიყო. გზავნიდნენ გეტოებში გადარჩენილ ებრაელ ტყვეებს, ცოცხალ ძალას. საბჭოთა კავშირი ისრაელს საკუთარი დაზვერვითაც ეხმარებოდა, ებრაულ არმიას ეხმარებოდნენ გამოცდილი სამხედრო ოფიცრებითაც.(კონსულტანტების სახით)
გენერალი პავლე სუდუპლატოვი წერს, რომ საბჭოთა დაზვერვის დივერსიული ქმედებები, ისრაელის მხარეს ბრიტანეთის წინააღმდეგ რეგიონში უკვე 1946 წლიდან მიმდინარეობდა.

რათქმაუნდა, როგორ სტალინი ვარაუდობდა, დიდი ბრიტანეთი პირიქით, არაბულ ქვეყნებს გაუწევდა სამხედრო დახმარებას.
პირველი ელჩი სსრკ-ში და ისრაელის შემდგომი პრემიერ-მინისტრი გოლდა მეირი წერდა:

- " რაც არ უნდა რადიკალურად შეცვალოს მომავალში სსრკ-ისრაელის დამოკიდებულება, ერთი რამის დავიწყება არ შემიძლია, არ ვიცი გავუძლებდით თუ არა მარტო მტრის თავდასხმას, რომ არა საბჭოეთის მიერ ჩეხოსლოვაკიიდან მოწოდებული და შესყიდული საბრძოლო მასალა, იარაღი და განსაკუთრებით ის ოთხი დღე, სანამ ბრძოლის სურათი არ შეცვალა ჩვენს სასარგებლოდ ივნისში. პირველი ექვსი კვირა ძალიან გვიჭირდა -ტყვიამფრქვევები, ტყვია-წამალი, იარაღი, ამას რეგიონში ამერიკის მხოლოდ ემბარგოს გამოცხადება არ შველოდა ( დღევანდელი გაგებით- შეშფოთება) ...არ შეიძლება ამ ყველაფრის მივიწყება და ხაზის გადასმა, საბჭოთა კავშირის 18 მაისის ცნობას დიდი მნიშვნელობა გააჩნდა, ეს იმას ნიშნავადა, რომ მარტო არ ვიყავით, ორი დიდი იმპერია გაერთიანდა ჩვენს დასახმარებლად... „

პოლიტოლოგების თქმით, სტალინის მიერ ისრაელის ცნობა ორ მიზანს ემსახურებოდა:

რეგიონიდან დიდი ბრიტანეთის გაძევების და არაბული სამყაროს ამერიკისადმი დაპირიპირებას, რადან ფული, რომლითაც ისრაელი იარაღს ყიდულობდა აშშ სიონისტრური წრეებიდან მოდიოდა. სტალინმა კარგად უწყოდა ისრაელის პროამერიკული განწყობის და განზრახვების შესახებ, რაც მომავალში მათსა და არაბულ სამყაროს შორის დაპირისპირებას გამოიწვევდა, რაც ისევ და ისევ ამერიკას დააზიანებდა- შემოაბრუნებდა არაბულ ქვეყნებს საბჭოეთისკენ.
მოლოტოვის თანამშემწემ მიხელ ვეტროვმა სტალინის სიტყვები თავის მოგონენებში გაიხსენა:

- " მოდით დავთანმხდეთ ისრაელის შექმნას, ეს იქნება როგორც პალო უკანალში არაბული სახელმწიფოებისთვის და განაწყობს მათ დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ- ეგვიპტეში, სირიაში, თურქეთში, ერაყში..."

p.s. ძალიან ფეხებზე მკიდია რას დაწერენ და იტყვიან ამ წერილზე ჩაბუდებული ფეისმავნებლები, დასავლელი თხუნელები, განა ტყუოდა გენია? ( გენია, რათქმაუნდა პოლიტიკური)
ამ სიტვაზე ბევრს ეცინება, მხოლოდ აინშტაინია- გენიოსი, მან ხომ ატომური ბომბი შექმნა, სტალინი- კი, მხოლოდ კლავდა, ხოცავდა... ატომური ბომბი კი, ალბათ -სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ალბათ!

წყარო: https://www.facebook.com/natutari/posts/2074531436111500

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 791 times