საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 2:38

„ნაცმაცუნების“ შავი პიარი კახა კალაძის წინააღმდეგ !

18-02-14 14:20:02 | Print

ხელისუფლების დისკრედიტაციაზეა აწყობილი შავი პიარის `გორაობა~ გრძელდება. განსაკუთრებული სიმძაფრით ნაცმაცუნები კახი კალაძეს „ეომებიან“

ნაცმაცუნები თავის ბიძაშვილ-მამიდაშვილ პარტიებთან ერთად. ნაცმედია „ომს“ თავდაუზოგავად, ჩვეული, ბოლშევიკური შემართებით აწარმოებს, თუმცა

უშედეგოდ, რადგან მხოლოდ მათ `მრევლს~ ჯერა იმ ცრუ ინფორმაციების რომელსაც ნაცსატელიტი მედია ავრცელებს.

სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებითი უზრუნველყოფის მომსახურებაზე სკანდალი გასული წლის დეკემბერში გამძაფრდა და დამარცხებული

კომპანია „ელფი“ რომელიც 2006 წლიდან ეწევა კვებითი მომსახურეობის ბიზნესს და სკოლამდელი აღსაზრდელების კვებით მომსახურებას

უზრუნველყოფდა მერიას დაუპირისპირდა. თუმცა მანამდე „ელფის“ დირექტორი, თინათინ პაპუაშვილი დედაქალაქის მერიის მონიტორინგის სამსახურის

უფროსს, ბადრი გიორგიძეს კომპანიის საქმიანობისთვის ხელისშეშლაში სდებდა ბრალს.

როგორც ირკვევა, თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნის თანახმად, სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების

კვებით უზრუნველყოფის მომსახურების პერიოდში, მნიშვნელოვნად გაზრდილი იქნა მომსახურების ღირებულება შპს „ელფი“-ს სასარგებლოდ, რაც

განხორციელდა მისაწოდებელ კვების პროდუქტებზე ამავე საზოგადოების მიერ ფასების სავარაუდოდ ხელოვნურად გაზრდის გამო.

 

ჯერ კიდევ 2014 წლის 8 ნოემბერს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა `მოამბის~ ეთერით განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიამ ხელიშეუწყო

ნაციონალური მოძრაობის დროს დაფუძნებულ კომპანია „ელფს“ , თავდაცვის სამინისტროს მომარაგების ტენდერი მოეგო. საქმე ეხებოდა აღნიშნულ

პერიოდში ჯარისკაცების მოწამვლის გახშირებულ ფაქტებს. მედიაში 2013 წლიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტების და

შეიარაღებული ძალების კვების უსაფრთხოებაში არსებული პრობლემების შესახებ. ივანიშვილი გაოცებას ვერ მალავდა- თავდაცვის სამინისტროს

მომარაგებაში რატომ დარჩა ნაციონალური მოძრაობის დროს `მოლივლივე~ კომპანიაო.

 

„ნაცებმა“ 2006 წლიდან ბავშვების კვება და სწორედ „ელფი“-ს შერჩეული მნეები არიან დღესაც ბაღებში და „ელფი-ს“ წყალობის დასაფასებლად „იღწვიან“

მერიის და გამარჯვებული კომპანია „ნილის“ დისკრედიტაციის მისაღწევად. ჯერ იყო და დისკვალიფიცირებულმა კომპანია „ნილმა“ რატომ გაიმარჯვაო.

კახი კალაძემ და ბაღების სააგენტომ აღნიშნულთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხი გასცა, რომ დისკვალიფიკაცია მხოლოდ ტექნიკურ ხარვეზს

მოიცავდა. (კერძოდ, საგარანტიო წერილი ერთი დღის დაგვიანებით აიტვირთა)შემდეგ, თითქოს ყველი შეიტანეს არა კალორიული და ფოტოც დადეს,

აღმოჩნდა, რომ ფოტო ყალბი იყო და გავრცელებული ფაქტი სიცრუე. შემდეგ რძე, მიმწოდებელ კომპანიას იგივე შეფუთვით, მაგრამ ღვინის ეტიკეტით

შეუტანია(რადგან ეტიკეტი საზღვარგარეთ იბეჭდებოდა და გარკვეული მიზეზით აღარ ჰქონდათ, თან ყველა ბაღში არ შესულა სხვა ეტიკეტით) და თითქოს

`მარიხუანა~ ეწერა `ცრუსთავმა~ და მისმა საბიძაშვილომ დაიხოკეს ლოყები. რძე ლაბორატორიაშიც შემოწმდა და ექსპერტიზაზეც წუნი არ დასდებია…

შემდეგ თევზი დაიწუნეს, ორაგულისებრთა ოჯახის წევრი კი არა-მეფე რატომ არ არისო. აღნიშნულთან დაკავშირებითაც გაეცა მავანთ მერიის მხრიდან

პასუხი. შემდეგ ახალი სკანდალი გამოაცხვეს, თითქოს ერთ-ერთ ბაღში ხუთი ბავშვი ბანანით მოიწამლა, აღმოჩნდა, რომ ბავშვებს ენტერო ვირუსი ჰქონდათ

და ორი ბავშვი ერთი ოჯახის წევრი იყო და სამი მათი მეზობელი. ყველა ბაღში ერთი და იგივე პროდუქტი შედის და სხვა ბაღში ასსამოცდაერთიათასი

ბავშვიდან არავინ მოწამლულა? შაქრის, მარილის და კალორაჟის შემცირება ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით მოხდა და მერიას

უწევს აღნიშნულთან დაკავშირებით თავის მართლება. გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ყუფარაძის განმარტებით

გაეროს ბაშვთა ფონდი დიდი ხანია აღნიშნავდა, რომ საქართველოში ბაგა-ბაღების მენიუ იყო გადატვირთული და იქ გათვალისწინებული კალორაჟი არ

შეესაბამებოდა ევროპულ სტანდარტებს. 2017 წლის დეკემბერში მთავრობის მიერ მოხდა ახალი სტანდარტების დამტკიცება, რომელიც უკვე აისახა მენიუზე,

თუმცა საზოგადოება ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის. ჩვენ ვეთანხმებით კვების ახალ სტანდარტებს, რომლის თანახმადაც

გადახედილია კალორაჟი და მენიუ. რეალურად ოდნავ შემცირებულია კალორაჟი იმის ხარჯზე, რომ ბავშვისთვის არასასარგებლო კვებითი პრდუქტები

ამოღებულია რაციონიდან — მაგალითად შაქარი. სამაგიეროდ, გაზრდილია კვებითი ღირებულების საკვები, როგორიც არის ხილი ბოსტნეული, ხორცეული,

თევზეული და ასე შემდეგ. აქამდე მენიუ გაჯერებული იყო ძალიან ბევრი შაქრი თ. ახალი სტანდარტებით კი, რეალურად, ბავშვის დანაყრება მოხდება

ძალიან დაბალანსებული და მათი განვითრებისთვის საჭირო კვებითი ღირებულების მქონე საკვებით, ვიტამინებით.

 

 მთავარია, რომ ეს ახალი სტანდარტები, მენიუ და კალორაჟი კარგად შეისწავლონ ბაღებმა და ზუსტად მისი გათვალისწინებით იყოს მენიუ შედგენილი.

ევროსტანდარტების მოყვარული ნაცები ამ შემთხვევაში რამ აღაშფოთა გაუგებარია, ფაქტია, რომ მათ ბავშვების ბედი კი არა სხვა რამ აწუხებთ –

კონტროლის და გავლენის დაკარგვა. `მომავლის~ დარდით შეწუხებულ ნაცმედიას არჩილ გამზარდიაც შეუერთდა, კოპებშეკრული ჩაერთო `საქმეში~ და

შარშან დეკემბერში, სოციალური ქსელით გავრცელებული ფოტოს მსგავსი ფოტო წარმოადგინა სადაც გაგლეჯილ პურში საკანცელარიო დანა „ინახებოდა“ ,

ცნობილი ფქტია, რომ ბაღებში მხოლოდ დაჭრილი პური შედის.თან, არა იმ ფორმის რომელიც ფოტოზე იყო აღბეჭდილი. თუნდაც დავუშვათ დაუჭრელი

პური შესულიყო ბაღში, ბავშვებს დაუჭრიდნენ თუ დაგლეჯილ პურს მიართმევდნენ მკითხველმა განსაზღვროს.

სკოლამდელი განვითარების დაუფლებების დაცვის ლიგის ხელმძღვანელმა მზია ფაილოძემ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მედიით

გავრცელებული `ფაქტი~სიმართლეს არ შეეფერება, ყველა ბაღში შედის დაჭრილი პური და გამორიცხულია მსგავსი რამ მომხდარიყო. მზია ფაილოძემ ასევე

აღნიშნა, რომ პირადადშეისწავლა ათეულობით სკოლამდელი დაწესებულება და კვების მხრივ პრობლემა არ ყოფილა. ახალგაზრდა ბოლშევიკმა არჩილ

გამზარდიამ, ცეცხლიაფრქვია და ბავშვების ბაღში ტარება სახიფათოდ და ტრაგიკულად დახატა, მაგრამ მისი შვილი რატომღაც მაინც დადიოდა და დადის

`საშიშ~ ბაღში.შემდეგ აღშფოთდა:

 

 -შეტყობინება მივიღე ერთ-ერთ ბაღში სასწრაფოებია მობილიზებულიო და იქაც ცარიელი ვაზნა გაუვარდა. რადგან ერთი სასწრაფო

გახლდათ მისული და ისიც იმის გამო, რომ თანამშრომელს მაღალი წნევა ჰქონდა.„ოპერაცია დანა პურში“ ძალიან გაუბანძდათ, სოციალურ ქსელში

მომხმარებლების ნაწილი გულისწყრომას გამოხატავდა, რომ გამზარდიამ ხალხი ჩლუნგად ჩათვალა ასეთი არასერიოზული ინფორმაციის მიწოდებით,

ნაწილი კი ნაცების გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითებაზე ღადაობდა. არჩილს გადაცემაში სტუმრად ყავდა `ახალი საქართველოს” სათათბიროს

წევრი თეონა ჭალიძე რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ მმართველ გუნდს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშულებდა. მისი განცხადებით,

არჩევნებზე მოქალაქეების პერსონალური მონაცემების მასიური გამოყენება მოხდა. თეონა ჭალიძის თქმით, “ქართულ ოცნების~ წარმომადგენლები

მოქალაქეებს ურეკავდნენ და საარჩევნო უბანზე გამოცხადებას სთხოვდნენ. მსგავსი ფაქტი არ მსმენია, მაგრამ გიორგი ვაშაძე, რომ ესემესებს გზავნიდა

უმისამართოდ მაგაზე კი ღლიცინებდნენ საზოგადოებრივი ქსელის მომხმარებლები, ეს ის ვაშაძეა არარსებულ კორპუსებში ასობით მკვდარი სული, რომ

ჰყავდა ამომრჩეველად რეგისტირებული და ვანო მერაბიშვილს და მთელ მის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ყალბ პასპორტებს და პირადობის მოწმობებს

უწერდა და არა მარტო მათ, ათასობით ყალბი პირადობის მოწმობები ამოუღეს აჭარის კუდის ყოფილ უფროს პატარიძეს, რომელმაც გამოძიებასთან

ითანამშრომლა და ხელი მთავარ დამნაშავეს გიორგი ვაშაძეს დაადო.

 

თეონა ჭალიძე, დღეს ნაცკომპანია „ელფის“ მფარველად გვევლინება და აცხადებს, რომ „ნილმა“ ოდესღაც „ქართულ ოცნებას“ 150000 ლარი `შეწირა~ იმის

თქმა ავიწყდება `ელფი~ ნაცებს რამდენს `წირავდა და რა უჯდება ეხლა აგორებული შავი პიარი. რომელიც ჯერ არ დასრულებულა და სარწმუნო წყაროს

ცნობით `მძიმე არტილერიაც~ ჩაერთვება ახალი, უსუსური შავი პიარით და მერიის დისკრედიტაციის დიდი მცდელობით. ნაცებს, გვამებზე სიარულის

დიდი გამოცდილება აქვთ, ბავშვებით ვაჭრობაც არ გახლავთ მათთვის უცხო. — თეონა ჭალიძემ რამოდენიმე დღის წინ, საქართველოს მთავარ

პროკურატურაში, ბაგა-ბაღების კვებითი მომსახურების ტენდერის თაობაზე, განცხადება შეიტანა და ფაქტების გამოძიება მოითხოვა. კონკრეტულად მოხდა

თუ არა სატენდერო პირობების მორგება, ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე და ჰქონდა თუ არა ადგილი კომისიის მხრიდან შესაძლო დანაშაულის დაფარვას.

არადა სწორედ ჭალიძის „დაცვის“ ქვეშ მყოფ კომპანია `ელფს~ არგებდნენ ნაცები ტენდერს, სწორედ მასზე იჭრებოდა ტენდერის თარგი და მის გარდა

არცერთ კომპანიას არ ჰქონდა უფლება გაემარჯვა. სწორედ ამიტომ არიან ნაცხროვის წევრები თავის სატელიტებთან ერთად გაცოფებულები, რომ კახი

კალაძემ მათი `სიმშვიდე~ დაარღვია და ყველაფერი მართლაც გამჭირვალე გახადა.

 

„საერთო გაზეთი“

ქეთევან ზარნაძე

Rate this item
(0 votes)
Read 404 times