საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 12:20

ბოკერია-სააკაშვილზე: ე.ი. ქართველი ხალხი იტანს ქვეყნის დანგრევას 5 წელია და მის დაჭერას ვერ აიტანს?!

18-02-11 14:23:00 | Print

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის განცხადებზე კომენტარს აკეთებს და უკვირს  სააკაშვილის წარმოდგენები საკუთარ თავზე: 

- “სააკაშვილი თან საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებისკენ მოგვიწოდებს, თან იძახის არჩევნებით ივანიშვილის დამარცხებას აზრი არ აქვს, არ გამოვაო.

თან ვითომ ერთიანობაზე საუბრობს, თან აგრძელებს ბინძურ ცილისწამებას "ასავალ-დასავალის" და ქართული ოცნების სტილში.

ამბობს, ქართულ ციხეში თუ მოვხვდი, (რაც იმედი მაქვს არ მოხდება) მაშინ ივანიშვილის რეჟიმი დასრულდებაო.

ე.ი. ქართველი ხალხი იტანს ქვეყნის დანგრევას 5 წელია და მის დაჭერას ვერ აიტანს?!

რა წარმოდგენაა ეს საკუთარ თავზე და ქვეყანაზე?!

ანუ ერთი ხელის მოსმით შეუძლია ამის გაკეთება და არ აკეთებს,” – აცხადებს ბოკერია.

Rate this item
(0 votes)
Read 651 times