საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 12:02

იცნობდეთ საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილ ე.წ. არასამთავრობოებს

18-01-26 16:21:23 | Print

უცხო ქვეყნების, ძირითადად აშშ-ს მიერ დაფინანსებული, საქართველოში მოქმედი ორგანიზაციები, რომელებიც საკუთარ თავს "არასამთავრობო სექტორს" (ასო, NGO) უწოდებენ და რომლებიც უფრო მეტად მათი სპეცსამსახურების ფილიალებს წააგვანან, საქართველო-თურქეთს შორის არსებული, სხვა ეპოქებთან შედარებით -კეთილმეზობლური ურთიერთობის წინააღმდეგია და საქართველოს პრეზიდენტს თურქეთის ხელისუფლების N1 მტერის, აშშ-ს შეფარებულ  ფეთულაჰჰ გიულენის მოკავშირისათვის თავშესაფრის მიეცმას  და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას თხოვენ. 

 თურქეთის მოქალაქე , ვინმე მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 314/2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის იძებნება, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს. 

ჩაბუქს კავშირი აქვს ფეთულაჰჰ გიულენის მიერ დაარსებულ ორგანიზაციასთან ,, FETÖ/PDY” , რომელიც თურქეთში 2016 წლის 15 ივლისის ე.წ. მოვლენების შემდგომ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა.

თბილისის სააპელაციო სასმართლომ არ დააკამყოფილა მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ საჩივარი, რაზეც, თავის მხრივ, დამოკიდებულია ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხი.

 ამის მიუხედავად, ამერიკის სალეჩოს მიერ წაქეზებული და მეხოტბე ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები: 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო , 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება,

 ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ,

კავშირი საფარი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, 

მედიის განვითარების ფონდი,

 ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, 

მწვანე ალტერნატივა, 

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო,

 საქართველოს ფერმერთა ასოციაცია,

 საქართველოს ატლანტიკური საბჭო ,

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი,

 საზოგადოება და ბანკები,

 კონსტიტუციის 42- ე მუხლი, 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი,

 სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი, 

სამოქალაქო განვითარების სააგენტო,

 ადამიანის უფლებათა ცენტრი, 

კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი და საქართველოს რეფორმების ასოციაცია სპეციალური განცხადებით  მივმართავენ  საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით, გამონაკლისის წესით მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს,რაც ფაქტობრივად საქართველოს-თურქეთს შორის არსებული ურთიერთობის დაძაბვას გულისხმობს.

 

 

 

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 439 times