საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 12:02

თუკი ვინმე თვალთმაქცობს,რუსეთია..არსებულ ვითარებაში დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა ვერ მოხდება

18-01-26 12:25:09 | Print

თუკი ვინმე თვალთმაქცობს, ჩემი აზრით, რუსეთის მხარეა, რუსეთმა კარგად გაიხსენოს  ვინ და როგორ უწყობდა ხელს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების გაღვივებას, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს.

ზურაბ აბაშიძეს რუსეთთან მიმართებაში საერთაშორისო თანამეგობრობის მ ტ კ ი ც ე  მხარდაჭერის იმედი აქვს, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების ხელყოფას არ შეეგუება. მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში ვერც დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მოხდება.

კარასინმა  გაზეთ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისის რიტორიკა, ქართულ -რუსული ურთიერთობის ნორმალიზების შედეგად, თითქოსდა რუსეთი უკან წაიღებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს, თვალთმაქცობაა და ეს არასდროს მოხდება.

- „ამ კონტექსტში თუკი ვინმე თვალთმაქცობს, ჩემი აზრით, კვლავ რუსეთის მხარეა.

მოსკოვში კარგად მოეხსენებათ, რომ კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2008 წელს არ დაწყებულა.

მოსკოვში ისიც კარგად იციან, თუ ვინ და როგორ უწყობდა ხელს ამ კონფლიქტების გაღვივებას.

ამაზე არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი არსებობს, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ მომზადდა.

ამ თვალსაზრისით ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს, რასაც ადასტურებს ყველა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ ცალკეული სახელმწიფოს სხვადასხვა სახის რეზოლუციები და განცხადებები“,  განაცხადა აბაშიძემ. 

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 504 times