საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 9:39

დღეს გვჭირდება ბერია (გაგრძელება - არ გაპატიებენ ლავრენტი, მოგკლავენ!)

18-01-21 23:29:25 | Print

( გაგრძლება- არ გაპატიებენ მოგკლავენ ლავრენტი)

შემთხვევით  მიგაჩნიათ, რომ 1953 წელს სტალინის გარდაცვალების შემდგომ, მსოფლიოს უდიდესი მენეჯერ-ინოვატორი ლავრენტი ბერია მოკლეს?

  მოკლეს იქნებ , იმიტომ, რომ ბერიას მიერ შექმნილი „ინოვაციური ოპტრინინის “ მოდელი  სსრკ-ს რეალურ განვითარებას უქადდა, რაც საბჭოთა პარტბიუროკრატიისა და „დასავლელ მეუფეთა“  უსაფრთხოებისათვის საფრთხის შეცველი გახლდათ?

დიახ, ბერია მოკლულია!

მარტიროსიანის წიგნის „ ასი მითი ბერიას შესახებ“ ერთ-ერთი დასკვნის მიხედვით ბერია, ე.წ. აყვანის სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. ოფიციალური წყაროს ცნობით კი, ბერია , თითქოს 1953 წლის 26 ივნისს დააკავეს და იმავე წლის 23 დეკემბერს სიკვდილით დასაჯეს - მტკნარი სიცრუეა.

ბერიას მკვლელი მისი პირველი მოადგილე სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში -სერგეი კრუგლოვია. სწორედ, კურგლოვის შექმნილია სპეცდანიშნულების  მე-11 დანაყოფი, რომელიც შეიჭრა დაცულ ობიექტზე და ჩაცხრილა ბერია.

სტალინის სიკვდილის, 1953 წლის 5 მარტის შემდგომ ბერიამ  შს მინისტრი,  პროფესიით ტრაქტორისტი, გულაგების მშენებლობის ორგანიზატორი კრუგლოვი,  შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების გაერთიანებულ სამინისტროში  თავის მოადგილედ  დანიშნა.

ამავე დროს ბერიამ გულაგების, სასჯელაღსრულების  სისტემა იუსტიციის სამინისტროს დაუქვემდებარა.

კრუგლოვი შესანიშნავად საუბრობდა ინგლისურად. მას იალტის და პოტსდამის კონფერენციების უსაფრთხოება ებარა. კონფერენციების ფარგლებში მას მჭიდრო კავშირი და ურთიერთობა გაჩნდა ამერიკელ და ინგლისელ  სპეცსამსახურებთან,  რა დროსაც თარჯიმნის გარეშე საუბრობდა კოლეგებთან. მიღებული ჰქონდა ბრიტანეთის „ბანის“ და აშშ-ს კონგრესის მედალი . ის იყო ერთადერთი, ვინც  ბერიას გარემოცვიდან სიკვდილს გადაურჩა, თუმც, კრუგლოვს ცოდვებმა  მოგვიანებით  მაინც უწია და  1977 წელს პოდმოსკოვიეში , გადამდგარ  გენერალ -პოლკოვნიკს  ელექტრო მატარებელი "დაეჯახა". ამის მიზეზი მისი  ორიკვირის წინანდელი წერილი გახდა გენ. მდივან ბრეჟნევის სახელზე , სადაც ის საკუთარ "დამსახურებებს" ახსნებდა.

 ბერიას ლიკვიდაციის ოპერაცია კი ასე დაიგეგმა:

მას მოადგილე კრუგლოვმა დაურეკა და მოახსენა , რომ საფელდეგერო ფოსტით კაჩალოვის აგარაკზე  საიდუმლო დოკუმენტაციას მიუტანდნენ. ამადროულად კრულოვმა გადაიბირა ასევე ბერიას დაცვის უფროსი- სარქისოვი.

ბერიას კურიერების ნაცვლად აგარაკზე  ბალაშიხელი, მე-11 დანაყოფის სპეცრაზმელები ეწვივნენ. მათ ჩაცხრილეს ბერია და მისი სამი პირადი მცველი .

ბერიას მკვლელობის  შემდგომ კრუგლოვმა მომენტალურად  თავი  გაერთიანებული შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის  მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა და დაიწყო მისთვის საშიში, ბერიას ერთგული  კადრებისგან გაწმენდა.  ( წმედნა მხოლოდ არ შეხებია თანამდებობის იმ პირებს, ვინც დასავლეთთან „კავშირს“უზრუნველყოფდნენ- მაგ: სუდოპლატოვს და ეიტინგონს. ) 

26 ივნისსვე დაპატიმრებულ იქნა შს და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების  მთელი ელიტა .

 რა საშიშოროებას ხედავდა დასავლეთი ბერიაში?

 1953 წლის მარტში ბერია კგბ-ს  უშუალო შეფი არ ყოფილა, დღევანდელი ნომენკლატურით ის ვიცე -პრემიერი გახლდათ და  მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ე.წ. სპეცკომიტეტს ხელმძღვანელობდა.

სპეცკომინეტის შემადგენლობაში იყო სამი განყოფილება:

პირველი -ბირთვული შეიარაღება, ატომური ენერგეტიკა და მრეწველობა,

მეორე- სარაკეტო და რაკეტსაწინააღმდეგო  ტექნიკა და

მესამე- მაღალი სიზუსტის  შეიარაღება:ელექტრონიკა,რადარები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და  მართვადი რაკეტები.

სპეცკომიტეტი ფუნქციონირებდა პარალელური (ოპტრინინული) სამთავრობო განვითარების გეგმით, დეფაქტო არ ემორჩილებოდა ბიუროკრატიულ მმართველობას და მინისტრთა საბჭოს.

ეს იყო მმართველობის  უნიკალური სისტემაა , ბერიას ემორჩილებოდა- თავდაცვის სამინისტროს ცალკეული ნაწილები, დაზვერვის დანაყოფები, საგარეო სამინისტროს საინფორმაციო კომიტეტის ცალკეული განყოფილებები,საწარმოები, სხვადასხვა სამინისტროების , მაგ სოფლის მეურნეობის, მძიმე მრეწველობის  ინსტიტუტები.

აღსანიშნავია, რომ საწარმოები და დანაყოფები არ ემორჩილებოდნენ საკუთარ სამინისტროებს და უწყებებს  და იმართებოდნენ პირდაპირ სპეციალური კომიტეტიდან, იურიდიულად შედიოდნენ რა ამ სამინისტროთა შემადგენლობაში , თუმც მინისტრებს წარმოდგენა არ ჰქონდათ ამ დანაყოფთა საქმიანობის შესახებ.

ანუ , ფაქტობრივად ბერიას შექმნილი ჰქონდა სახელმწიფო-სახელმწიფოში,რაც კარდინალურად განსხავდებოდა სახელმწიფო ბიუროკრატიული, იერარქიული  მექანიზმისაგან. გააჩნდა  თანამშრომელთა   შერჩევის  განსხვავებული , დაწინაურების თუ წახალისების (მიღწეული შედეგებით) სისტემა და შედეგებიც სახეზე იყო-  სსრკ-მ რეკორდულ ვადებში შექმნა ატომური (1949 წ)  თუ თერმობირთვული (1953 წ) იარაღი.

 მას შემდეგ რაც ბერია მოკლეს და ეს უწყება დაშალეს, გაანადგურეს, ბერიას მიერ შექმნილი სისტემის ეფექტურობა იმდენად ძლიერი გახლდათ რომ წლიდან-წლამდე  ინერციით ხდებოდა  ფანტასტიკური გარღევევების დემონსტრირება:

-         1954 წელს განხორციელდა პირველი  ატომური ელეტროსადგურის მშენებლობა,

-          მიღწევები იყო ელექტორნული მრეწველობის სფეროში,  

-         შეიქმნა პირველი ЭВМ კომპიუტერული სისტემა,

-         მოსკოვისთვის  შეიქმნა პირველი საზენიტო -სარაკეტო თავდაცვითი  კომპლექსის  სისტემა "С-125"  „ბერკუტი“ ( ბერია-კურსენკო), რომელსაც შეეძლო არა მხოლოდ მფრინავი ობიექტების ჩამოგდება,არამედ თავად შეეძლო  პარაშუტით ჩაეგდოთ ბირთვული ბომბები. (კონტინენტთაშორისი რაკეტები მაშინ ამერიკას ჯერ კიდევ არ გააჩნდა),

-         1957 წელს კოსმოსში  გაუშვეს პირველი ხელოვნური თანამგზავრი , პირველი ბალიტიკური რაკეტით "Р-7", რომელსაც შეეძლო ბირთვული ქობინების ჩრ. ამერიკამდე მიღწევა,

-         1960 წელს წარმატებით გამოყენებულ იქნა   მსოფლიოში პირველი საზენიტო-სარაკეტო  მობილური კომპლექსი „С-75“, რომელმაც ჩამოაგდო კიდეც ამერიკული მზვერავი თვითმფრინავი U-2 ( პაუერსის ქეისი),

-         1961 წელს მოხდა  პირველი ადამიანის, იური გაგარინის გაშვება კოსმოსში,

-         1961 წელს გამოიცდა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა , (ამერიკელებმა მსგავსი მხოლოდ 1984 წელს გამოსცადეს),

-        შეიქმნა  ატომური ფლოტი,

-         შექიმნა ზებგერითი თვითმფრინავები, სწორედ, 1950-იან წლებში შეიქმნა პირველი რეაქტიურლი სამგზავრო თვითმფრინავი Ту-104...

 და ყველაფერ ამ მიღწევების სათავე სწორედ ლავრენტი ბერია  და მისი სპეცკომიტეტი გალხდათ!

 უფრო მოგვიანებით ბერიას სპეცკომიტეტის ბუდეში  გამოზრდილების შექმნილია :

 -  მოსკოვის თავდაცვის სისტემა, 

-  სარაკეტო იერიშის ადრეული გაფრთხილების სისტემა ,

-  მტრული თანამგზავრების განეიტრალების სიტემა,

- საზღვაო დაზვერვის თანამგზავრული  სისტემა „ლეგენდა“,

- ანტისახომალდო ფრთოსანი რაკეტების სისტემა,

-  ორბიტალური სადგურის „ალმასის“ და „სალიუტის“ სისტემა, 

- ბირთვულძრავიანი რაკეტები და ვინ იცის, მისი მკვლელობის შემდგომ შური მის სპეცკომიტეტზე  რომ არ ეძიათ და არ დაეშალათ, რამდენი ტექნიკური სასწაული მხილველი ვიქნებოდით.

სსრკ-ს სათავეში თვითგანადგურების მექანიზმის მქოდე იდიოტების მოსვლის შედგომ ამ ყველაფერმა მეორე პლანზე გადაიწია და  ძვირი ამერიკული ტექნიკის თუ ტექნოლოგიების მარტივი კოპირებით კავდებოდა, რითაც დამოკიდებული ხდებოდა აშშ-ზე და ღრმავდებოდა ეკონომიკური კრიზისი, რამაც გორბაჩოვის კრახამდე  მიგვიყვანა.

ასე, რომ ბერიამ შექმნა რევოლუციურად ახალი დროს წინმსწრები სისტემა სპეცკომიტეტის სახით, რომელმაც განაპირობა  საბჭოთა კავშირის  სიძლიერე და არნახული წარმატებები.

- ბერიამ შექმნა რუსეთის თანამედროვე დაზვერვის სიტემა, როლეთაც შეძლეს და მოიპოვეს დასავლეთის დაზვრევის მარავლი საიდმულო.

- ბერია გახლდათ 1941 წელს საბჭოთა სპეცრაზმის „ალფას“ და „ვიმპელის“ შექმნის ფუძემდებელი.   

 დასავლელების ყველა პროგნოზით საბჭოელებს ბირთვული შეიარაღება მხოლოდ 1960 -იანი წლების დასაწყისისთვის  უნდა შეექმნათ,თუმც, შეცდნენ! 

ამადროულად დღის წესრიგში იდგა მანეთის მსოფლიო ვალუტად გადაქცევა, რაც კონკურენციას გაუწევდა დოლარს და მის მსოფლიო ბატონობას.  

ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში,1952 წლის აპრილში მოსკოვში ჩატარდა საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია:  საბჭოთა კავშირის, ჩინეთის და დასავლეთ ევროპის ქვეყნების მონაწილეობით, რომელზეც  იგეგმებოდა  დოლარის დამოკიდებულებისგან გათავისუფლება და ალტერნატიული სავაჭრო ზონის შემნა. 

გადაწყვეტლებას მხარს უჭერდნენ არა მხოლოდ  საბჭოთა ბლოკის ქვეყნები- იუგოსლავია, გდრ,ასევე  მრავალი არაკომუნისტური ქვეყანა-  ირანი, არგენტინა, მექსიკა, ურუგვაი, ინდონეზია.

სტალინის წინადადება იყო შექმნილიყო „საერთო ბაზარი“, რომლის ბოლო სტადია იქნებოდა  ახალი საერთაშორისო ვალუტის შექმნა , მაგრამ სტალინის და შემდგომ ბერის სიკვდილმა  დღევანდელ დღემდე დაასამარა ეს იდეები.

ასე, რომ „ინოვაციური, პარალელური მმართველობის,“ ოპოტრინინის “ მოდელის  ჩავარდნამ  დაამუხრუჭა საბჭოთა კავშირის განვითარება , ააცილა განვითარების სწორ ტრაექტორიას და სასიკვდილოდ გაწირა, მიიყვანა  რა ცივ ომში მარცხამდე.

ეს იყო ქვეყნის ფორსირებული განვითარების სისტემა რომლსაც კრავდა  ერთი პიროვნება, უშუალოდ ბერია და  მთელი ამ ისტორიის ბოლოს, ძნელი მისახვერი არაა ვინ შეიძლება ყოფილიყო ბერიას მკვლელობის ორგანიზატორი.

 ალბათ, ისევ და ისევ დასავლეთის ფინანსურ -პოლიტიკური კულისებსმიღმა მამები.

სპეცკომიეტეტი დაიშლა, გადანაწილდა სამინისტროების მიხედვით, რამაც გაართულა ურთიერთკავშირის და კოორდინაცია, სწორედ ის, რაც სჭირდებოდა დასავლეთს.

მაგრამ, მუშაობა ასე თუ ისე გრძელდებოდა, რადგან დასავლეთს სჭირდებოდა გარედან ძლიერი , მაგრამ მართვადი მოწინააღმდეგე.

დასავლურ კლუბებს სულ არ აინტერესებდათ ვინ იქნებოდა საბჭოთა კავშირის სათავეში- ხრუშოვი, მალენკოვი თუ ბულგანინი, მათავარია სათავეში არ მოხვედრილიყო  დამოუკიდებელი და მათთვის არამართვადი ფიგურა - ბერია!

და მაინც ვინ უზრუნველყოდა  საბჭოთა  „ვერხუშკას“ და დასავლელ, კულისებსმიღმა  ანგლოსაქსურ კლუბების კავშირს , განა კრუგლოვი შეძლებდა ამას მხოლოდ?

კიდევ ერთი ფიგურა , საგარეო ნარკომის მოადგილე - მაისკი, რომელიც  1912-1917 წლებში ცხოვრობდა ინგლისში, მუშაობდა  კერენსკის მთავრობაში-  ჯერ კიდევ 1917 წელს, 1932-1943 წლებში   იყოს სსრკ- ელჩი ინგლისში, მაგარამ,  საოცარია და 1920-30 -იან  წლებში, 1937 წელსაც კი  მას ხელი არავინ არ ახლო... თუმც,“ გარკვეულმა ძალებმა“ მაისკი სტალინის გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე   „თითქოსდა “ აიყვანეს, რეალურად კონსპირაციულ ბინაში  აცხოვრებდნენ...

  ბერიას განაჩენი

გერმანიის გაერთიანება არ შედიოდა   ახლად შექმნილი  სამხედრო ბლოკის    „ NATO”- ს მიზნებში. ბერიას ხალხი დღე-დღეზე გადიოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ კონდარა ადენაუერზე, რაც ერთიან საბჭოთა, ბირთვულ  გერმანიას გულისხმობდა  და  რაც მსოფლიო ისტორიის  ბედს დიდი ხნით შეცვლიდა, თუმც..

1953 წლის 12 ივნისს საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმს გერმანიის გაერთიანების გადაწყვეტილება  გამოაქვს.

ეს უკვე ბერია განაჩენია, მას მხოლოდ სამი დღით დაასწრეს! 

კრუგლოვის მიერ ბერიას ლიკვიდაცის შედგომ, სამ დღეში (!) იგივე პრეზიდიუმი გერმანიის გაერთიანების გადაწყვეტილებას აუქმებს და მის მაგივრად, მეორე საკითხად დღის წესრიგში სპეცკომიტეტის გაუქმება შეაქვს.

ბერიას საბედისწერო შეცდომა კრუგლოვი და სარქისოვია, ან და საქმეებით გადაღლილს  უბრალოდ  გამორჩა ეს „მცირემნიშვნელოვანი დეტალი.“

ასე, რომ უდიდესი საშიშროება დასავლეთისთვის ბერია, არა მხოლოდ ფიზიკურად  განადგურეს, მოახდინეს მისი ფიგურის დემონიზება, ბრალი დასდეს ათასგვარ  გაუგონარ  საშინელებებში, რადგან, მკვდარი ბერიაც კი (როგორც სტალინი) მათთვის  უდიდეს საშიშროებას წარმოადგენდა.

ლადო ბედუკაძე

„თბილისი 24“

პირველი ნაწილი:

http://tb24.ge/politika/item/4130-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98,-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C.html

 

Rate this item
(0 votes)
Read 3201 times