საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 12:05

NDI: საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება- 39%, ქვეყანაში არაფერი იცვლება- 32%

18-01-16 11:16:13 | Print

NDI -ის კვლევის თანამხად, გაწონასწორებული პრემიერის  კვირკაშვილის გაბრწყინებულ- აგუგუნებული საქართველო, თურმე  არასწორი მიმართულებით ან საერთოდ არ ვითარდება.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანხმად, გამოკითხულთა 39 % ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 32 % კი მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.

უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

გამოკითხულთა 26 % მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება,

32% - საქართველო საერთოდ არ იცვლება,

39% - საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება,

3%-მა უპასუხა, რომ არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი -19 დეკემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.

როგორც ყოველთვის NDI-ის კვლევებს მმართველი ელიტა არ ენდობა, თუმცა საქართველოს ფაქტობრივ მმართველთან, აშშ-ს ელჩთან ამის თქმას ვერ ბედავს. 

 

Rate this item
(0 votes)
Read 1328 times