საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 9:36

კვირიკაშვილმა მაჩალიკაშვილების ოჯახს მიუსამძიმრა

18-01-11 11:41:55 | Print

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა,რითაც ფაქტობრივად აღიარა, რომ ძალოვანმა უწყებებმა შეცდომა დაუშვეს და უდანაშაულო ადამიანი მოკლეს. სხვაგვარად, ანტიტერორისტული ოპერაციისას დაღუპული პირების ოჯახების მისამძიმრების ან მწუხარების გამოთქმის  ფაქტს მსოფლიო პოლიტიკა არ იცნობს. 

- "სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა, თუმცა, სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად და რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მინდა, სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს.

მინდა, ასევე, ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს ქისტ თანამემამულეებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში, თავიანთი დამოკიდებულებით, არაერთხელ დაამტკიცეს საქართველოსა და მისი ინტერესების ერთგულება.

ამ სიმტკიცეში არავის შეაქვს ეჭვი და გარწმუნებთ, რომ აქ ბზარის შეტანა შეუძლებელია.

ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ჩვენი სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ ამ უპირველესი ვალდებულების უზრუნველსაყოფად, "- განაცხადა  კვირიკაშვილმა.

Rate this item
(0 votes)
Read 513 times