საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 9:08

შესაძლოა ყოფილი შს მინისტრი მღებრიშვილი დააკავონ

18-01-05 01:10:45 | Print

აუდიტის სამსახური გიორგი მღებრიშვილის შს მინისტრობის პერიოდით დაინტერესდა.

შესაძლოა ყოფილი შს მინისტრი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავონ.

დასკვნაში, რომელიც შს სამინისტროს , მინისტრ მღებრიშვილის მინისტრობის შემოწმების შედეგად დაიდო, ნათქვამია, რომ გიორგი მღებრიშვილმა მხოლოდ ერთ წელიწადში დანამატის სახით თანამშრომლებზე 8 მილიონამდე ლარი გასცა.

დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ მღებრიშვილი დანამატს ყოველთვიურად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, 70 თანამშრომელს აძლევდა.

ამ 70 თანამშრომლის ფინანსური წახალისება კი სახელმწიფო ბიუჯეტს ორნახევარი მილიონი დაუჯდა.

აუდიტის სამსახურის დასკვნა 49 გვერდიანია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში ცალკე თავი ეთმობა, ბინის ქირისთვის გამოყოფილ თანხას.

ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ბინის დასაქირავებლად მინისტრის ბრძანებით ერთ წელიწადში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ზოგიერთი თანამშრომლის ბინის ქირა კი, ბიუჯეტს თვეში 3.000 ათასი ლარი უჯდებოდა.

დოკუმენტში საუბარია შსს-ს მაღალჩინოსნებზეც, რომლებსაც განპიროვნებული მანქანა ემსახურება.

მთავრობის დადგენილებით, შსს-ს ცენტრალურ აპარატში 25 ავტომობილი უნდა ყოფილიყო, თუმცა პირადი ავტომანქანით 600 თანამშრომელი სარგებლობდა.

 

Rate this item
(0 votes)
Read 5398 times