საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 1:29

ებრაელი პოლიტოლოგი: ამიერიდან ჩვენი გზები გაიყარა, არანაირი მხარდაჭერა, დარჩით ბედუინების ბანაკში

17-12-10 12:01:17 | Print

საქართველოს ხელისუფლების რეაქცია მხარი დაეჭირა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობის შესახებ დასაფიქრებელია, რამდენადაც ფანტავს ქართულ-ებრაული კეთილმეზობლობის ილუზიას,- ასეთ განცხადებას ისრაელის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტიტუტის პრეზიდენტი, პოლიტოლოგი აბრაამ შმულევიჩი აკეთებს.

- " საქართველოს ხელისუფლებამ მკვეთრი უარყოფითი რეაგირება მოახდინა ქართველი პარლამენტარის შოთა შალელაშვილის თხოვნის მიმართ, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ცნობილიყო. 
ჩვენს ქვეყნებს არავითარი ურთიერთვალდებულება არ გააჩნია.
თუ საქართველოს სურს, მხოლოდ პრაგმატული თვალსაზრისით იმოქმედოს ებრაელი ხალხის ესოდენ მნიშვნელოვან საკითხზე და ელოდოს თავის "პარტნიორების" გადაწყვეტილებებს , ებრაელი ხალხის დაწყევლილი მტრების -ირანის და თურქეთის ნაბიჯებს, მისი ნებაა, ჩვენც იგივეს მოვიმოქმედებთ.

არანაირი უსიტყვო მხარდაჭერა საქართველოს საერთაშორისო არენაზე ისრაელის მხრიდან, თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხში აღარ ექნება. 
რუსეთი ადრე თუ გვიან გადაწყვეტს საქართველოს ჩაყლაპვას და ეს ისრაელის თავისტკივილი აღარ იქნება.

იერუსალიმი უზენაესის ნებით და დავით წინასწარმეტყველის ძალისხმევით სამი ათასი წლის წინ გახდა ისარაელის დედაქალაქი.
თუ ქართველებამდე ეს ფაქტი ჯერ არ მოსულა და ბედუინების ბანაკში ურჩევნიათ ყოფნა , მათი ნებაა.
ქართველებს ჰქონდათ შანსი მიეღოთ კურთხევა , მაგრამ არ გამოიყენეს ეს უფლება.

ამიერდან ჩვენი გზები გაიყარა." - დაწერა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე  ებრაელმა პოლიტოლოგმა და ექსპერტმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მ/წლის 6 დეკემბერს მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების და იქ აშშ-ს საელჩოს გადატანის შესახებ.

ამის საპირისპიროდ მსოფლიოს  მუსულმანური ქვეყნების თითქმის ყველა დედაქალაქში ფართომასშტაბიანი გამოსვლები დაიწყო. 
ევროპიდან მხოლოდ ჩეხეთმა განაცხადა ღიად ტრამპის გადაწყვეტილების მხარდაჭერის შესახებ.

ოფიციალური თბილისმა არ გაითვალისწინა უმრავლესობის წევრ , დეპუტატ შოთა შალელაშვილის და ისრაელის სავაჭრო პალატის თავმჯდომარის იციკ მოშეს მიმართვა, საქართველოს პრემიერის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ კონსულტაციებს ასეთი ტიპის მგძნობიერე თემასთან დაკავშირებით და დაელოდებიან პარტნიორი ქვეყნების ქმედებებს ამ მიმართულებით.

https://eadaily.com/ru/news/2017/12/08/izrail-bolshe-ne-podderzhit-territorialnuyu-celostnost-gruzii-shmulevich

 

Rate this item
(0 votes)
Read 4753 times