საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 1:26

ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედე,ამერიკას ჩვენთვის არ უღალატია,რუსეთი რამდენი წელია ღიად გვეომება

17-11-29 12:59:05 | Print

მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები პოლიტიკური განცხადებებით ღიად ორ ბანაკად იყოფიან.

-" ამერიკა ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენთვის არ უღალატია. თავისუფლებისკენ მისწრაფების გამო კი, რუსეთი რამდენი წელია ღიად გვეომება", - ასეთი სახის პოლიტიკური განცხადებებით  ქორეპისკოპოსი იაკობი აშშ-დან იმოძღვრება.

მეუფეს განცხადებით, აშშ-ში გამართული შეხვედრების შემდეგ ბევრ რამეს სხვა თვალით შეხედა.

- „ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით, ძალიან ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედეთ.

თან ყველაზე დიდი მნიშვნელობა ამ ვიზიტს იმიტომ ჰქონდა, რომ ნახოს ამერიკამ, ჩვენმა სტრატეგიულმა და ჯერჯერობით ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენთვის არ უღალატია იმ გზაზე, რომლისთვისაც ჩვენ ჩვენი თავისუფლების გამო, თავისუფლებისკენ მისწრაფების გამო რამდენი წელია რუსეთი ღიად გვეომება.

ამიტომ, ამერიკის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ნახეს, რომ ეკლესიაც ისე ვართ, რომ არ ვაპირებთ ჩვენს მოწინააღმდეგეებთან რაღაც დათმობებზე წასვლას. თავისუფლების გაყიდვა არაფრად არ გვიღირს,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

Rate this item
(0 votes)
Read 2719 times