საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:23

ნაჩუქარი „დანჰილის “ ჩიბუხი 150 ათასი გირვანქა სტერლინგი ღირდა

17-10-30 22:36:10 | Print

  გილოცავთ სამოცდამეხუთე დაბადების დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, გამარჯვებებს! – ბრიტანელმა პრემიერმა ჯიბიდან საშუალო ზომის მოოქროვილი ყუთი ამოიღო, სტალინს მიაწოდა და დაამატა,

 – “ ეს „დანჰილის“ ჩიბუხი კი ჩემგან სახსოვრად გქონდეთ.

 თქვენ, ისევე როგორც მე, თავგამოდებული მწეველი ხართ და ამიტომ შევარჩიე ეს საჩუქარი”.

  სტალინმა საჩუქარი იქვე გახსნა და ყურადღებით დაათვალიერა. შემდეგ  თამბაქოთი  დატენა,  გააბოლა  და თქვა:

– საუცხოო  ინსტრუმენტია.  თან,  კოლონიების  გემო  დაჰკრავს.

– ეს  ჩიბუხი  ინდურ-აფრიკული  ნაზავია. თქვენ  კი  მარწმუნებთ,  რომ  კოლონიები  დავთმო, – მიუგო სტალინს ენაკვიმატმა  ჩერჩილმა. 

   – „სამშობლოს კვამლი ნაზი და სასიამოვნოა“ (პუშკინი).  ვფიქრობ,  ეს  კარგად  აქვთ  გაცნობიერებული  ინდოელებს  და  ამიტომაც  გიწევენ  ასეთ  მძაფრ  წინააღმდეგობას.  ასეთ  მშვენიერ  ნივთებს  კი მათი დეკოლონიზაციის  შემდეგაც  შეიძენთ. თუმცა, უნდა აღვნიშნო,  რომ  ამით  ფლორასა  და  ფაუნას  დიდი  ზიანი ადგება“ -  უპასუხა ბელადმა.

 სტალინის  პასუხში,  ერთი  მხრივ  მისი  დიპლომატობა  ჩანდა,  რადგან  მან  ამით  ჩერჩილს  კიდევ  ერთხელ  მოუწოდა ინდოეთის  დეკოლონიზაციისკენ. 

 მეორეს  მხრივ კი,  სახეზე  იყო  სტალინის  ფართო  ერუდიცია  და  ყველაფრის წვრილმანებამდე  ცოდნა. 

 საქმე  იმაში  გახლდათ,  რომ  „დანჰილის “ ჩიბუხი  150  ათასი  გირვანქა  სტერლინგი ღირდა.  ამხელა  ფასი  კი  მას  იმიტომ  ჰქონდა,  რომ  ჩიბუხს  უზარმაზარი  აფრიკული  ბაობაბის  ხის  ფესვისგან ამზადებდნენ, ხეს  კი  ანადგურებდნენ.

  ჩიბუხის  მუნდშტუკს  ინდური  სპილოს  ეშვისგან  ამზადებდნენ  და  თავად სპილოს  ანადგურებდნენ...

  თითოეული  „დანჰილის“  ჩიბუხი  ექსკლუზიური  ნამუშევარი  გახლდათ  და  სწორედ  ამ გარემოებათა  გამო  თქვა  სტალინმა- ფლორა და ფაუნა ნადგურდებაო...

სამსაათიანი  საუბრისა  და  საჩუქრის  მიღების  შემდეგ,  სტალინმა  ჩერჩილი  საღამოს  კუნცევოში დაპატიჟა სადღესასწაულო  სუფრაზე. 

 ბრიტანელი  პრემიერი  სასმლის  მოყვარული  იყო  და  იმ  საღამოს  კარგადაც  მოილხინა. სტალინი  თან  ნაჩუქარ  ჩიბუხს აბოლებდა,  თან  სტუმარს  უღიმოდა.

  როდესაც  მანქანამდე  მიაცილა  და გამოემშვიდობა,  უთხრა: 

-          კიდევ ერთხელ  გიხდით  მადლობას  ძვირფასი  საჩუქრისთვის  და  საპასუხო  საჩუქარი  ჩემზე იყოს...

რამდენიმე  დღის  შემდეგ  სტალინმა  მოსკოვის   თამბაქოს  ფაბრიკის  დირექტორი,  ვასილი  გაგარინი  დაიბარა  და საბჭოეთში  სიგარების  დამზადებით  დაინტერესდა.

–„ ვამზადებთ,  მაგრამ  ძალიან  მცირე  რაოდენობით,  ამხანაგო  სტალინ.  ჩვენში  სიგარებს  არავინ  ეწევა  და  თითქმის არ  იყიდება“, – უთხრა  გაგარინმა  საბჭოთა  ბელადს.

– ალბათ  იმიტომ,  რომ   უხარისხოა, – თქვა სტალინმა.

– რა  თქმა  უნდა,  საუკეთესო  ხარისხით  ვერ  დავიტრაბახებთ,  რადგან  ჩვენთან  ეს  სახეობა  არაპოპულარულია, ამხანაგო  სტალინ.   მაგრამ,  თუ  საჭიროა,  ტექნოლოგიას  ავამაღლებთ  და  მსოფლიოში  საუკეთესო   სიგარებს გამოვუშვებთ.

– კუბურზე  უკეთესს? – ჰკითხა სტალინმა.

– არანაკლებს, – თავდაჯერებით  მიუგო  გაგარინმა, რადგან   სმენოდა, რომ  ყოყმანს  ვერ  იტანდა  ბელადი.

– კეთილი.

  ორთვიან  ვადას  გაძლევთ.

 თუკი  არ  ტრაბახობთ,  მაშინ  ორი  თვის  შემდეგ  თქვენი  გამოშვებული საუკეთესო  სიგარა  მომიტანეთ   და  პირადად  გავსინჯავ, – უთხრა  სტალინმა  გაგარინს   და  გაისტუმრა.

ზუსტად  დათქმულ  დროს, 1945 წლის  4  მარტს,  გაგარინმა   სტალინს   სიგარებით  სავსე  ყუთი  მიუტანა  და  უპატაკა:

– ეს ჩვენი  დამზადებული  სიგარებია.  გასინჯეთ  და  შეაფასეთ.

  სტალინმა  ჯერ  საბჭოთა  წარმოების  სიგარა  გააბოლა  და  ჩაუქრობლად  საფერფლეზე  დადო.  შემდეგ,  უჯრიდან კუბური  სიგარა  ამოიღო,  ისეთი, რომელსაც  ჩერჩილი  ეწეოდა  და  ისიც  გააბოლა.  ბოლოს  ორივე  ჩააქრო.  ჩიბუხი გააბოლა  და  გაგარინს უთხრა:

– ჩვენი  ჯობია.  ახლა  კი  დაწვრილებით  მომიყევი,  თუ როგორ  მიაღწიეთ ამას?

  გაგარინმა  ლამის  დეტექტიური  ისტორია  უამბო  სტალინს  იმის  შესახებ,  თუ  როგორ  გაუშვეს  კუბაში  ფაბრიკის ტექნოლოგი,  რომელმაც  სიგარების  წარმოების  საიდუმლოება  გაიგო  და  შემდეგ  აფხაზეთში,  სოხუმის მახლობლად,  საკუთარი  ხელით  დაამზადა  ეს  სიგარები.

– თამბაქო  სადაურია? – იკითხა  სტალინმა.

– ადგილობრივი,  ამხანაგო  სტალინ.  აფხაზეთში  მოყვანილი  თამბაქოა, – თქვა გაგარინმა.

– სულ  რამდენი  ცალი გაქვთ?

– ათი, ამხანაგო  სტალინ.

– ნოემბრამდე  ათასი  ცალის  დამზადებას  შეძლებთ?

– დიახ, – მიუგო გაგარინმა.

  1945 წლის 29 ნოემბერს,  უინსტონ  ჩერჩილმა  საკუთარ  დაბადების  დღეზე  ყუთებში  ლამაზად  ჩაწყობილი, აფხაზეთში ხელით  დამზადებული  ათასი  ცალი  უმაღლესი  ხარისხის  სიგარა  მიიღო.

 საჩუქარს  თან  ერთვოდა  სტალინის  მიერ დაწერილი  ბარათი,  რომელშიც  ეწერა:

 - „გილოცავთ  დაბადების  დღეს  და  გისურვებთ  ყოველივე  კარგს.  ეს სიგარები  სპეციალურად  თქვენთვისაა  ხელით  დამზადებული  ჩემს  ქვეყანაში  და  სამშობლოს  კვამლი  კი  ნაზი  და სასიამოვნოა...“

   ჩერჩილს  ძალიან  მოსწონებია სტალინის  საჩუქარი   და  მათ სიცოცხლის  ბოლომდე  იზოგავდა.

  1945 წლიდან კი აფხაზეთში  სპეციალური  ფაბრიკა  შეიქმნა,  სადაც  სიგარის თამბაქო მოჰყავდათ და პროდუქციას ხელით ამზადებდნენ, რომელიც კონკურენციას უწევდა მსოფლიოს საუკეთესო ანალოგებს.

იმ დროს, როცა ჩერჩილი და სტალინი  ერთმანეთს საუკეთესო თამბაქოს ჩუქნიდნენ, ნაცისტურ გერმანიაში სერიოზულად იყვნენ შეშფოთებულები იმით, რომ თამბაქო საფრთხეს უქმნიდა გერმანელთა რასას, მრავალი ნაცისტი ლიდერი თამბაქოს მოწევის სასტიკი წინააღმდეგი გახლდათ , მესამე რეიხის პროპაგანდისტები ხშირად იმეორებდნენ , რომ ჩერჩილი, სტალინი და რუზველტი- თამბაქოს მომხმარებლები იყვნენ,  მაშინ როდესაც ისეთი  ‘წესიერი“ ბიჭები, როგორებიც იყვნენ ჰიტლერი, მუსოლინი, და ფრანკო-არ ეწოდნენ..

  სტალინი შესანიშნავად ერკვეოდა ეზოთერიკაში, მის თითქმის ყველა  ფოტოს  რომელიც ისტორიას შემორჩა ჩიბუხი ამშვენებს, თუმც ეს სხვა სასაუბრო თემაა.

ქეთევან ზარნაძე, ჟურნალისტი

 

Rate this item
(0 votes)
Read 205 times