საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:21

არ გაპატიებენ ლავრენტი, მოგკლავენ!

17-10-27 14:50:56 | Print

იშვიათია მსოფლიო ისტორიაში იპოვო ისეთი ადამიანი, ვიზეც ამდენი ტყუილი- მართალიa ერთმანეთში არეული და ამდენი ცილისწამება დატყდომოდეს თავს.. 

კრიტიკოსების საპასუხოდ ვიტყვი აქვე: ან რანაირიად უნდა ყოფილიყო დღევანდელი გაგებით დემოკრატი - რევოლუციებით, კონტრევოლუციებით, კუდიანებზე ნადირობით, ომებით, სისხლით გაჟღენთილი  საუკუნის შვილი?

ადამიანი, რომელიც ორ მსოფლიო ომს მოესწრო, რასაც საერთო ჯამში 36 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ამ  ომების შედეგად მსოფლიოს პოლტიკური რუქა კარდინალურად შეიცვალა .

ან სად იყო იმჟამდინელ მსოფლიოში დემოკრატია?

 სიმართლე ერთია: ფაქტები, მხოლოდ ფაქტები!

 ყველა ადამიანს მის  მიერ გაკეთებული საქმეები ამხელს, სტატიის გაცნობის შემდგომ მეტი  წარმოდგენა შეგექმნებათ ვის არ აწყობდა მისი მოღვაწეობა ან ვის უნდა მოეკლა ბერია.

მისი საქმეები მეტწილად სტალინის ჩრდილქვეშ მოექცა.

მაგრამ, რაც არ უნდა მალონ სიმართლე მის შესახებ, ადრე თუ გვიან  სადღაც მაინც  ამოხეთქავს.

ლავრენტი ბერია 1899 წლის 29 მარტს ქუთაისის გუბერნიის სომხუმის ოლქის სოფ. მეხრეულში დაიბადა ღარიბი გლეხის პავლე ბერიას და  მართა ჯაყელის ოჯახში.  

ოჯახს სამიდან ერთი შვილი 2 წლის ასაკში დაეღუპა, მეორე გოგონა ავადმყოფობამ  - ყრუმუნჯი გახადა.

ლავრენტის მეუღლის მოგონებიდან -მის ოჯახს ისე უჭირდა, რომ ლავრენტიმ შაქარს პირველად მხოლოდ 11 წლის ასაკში გაუგო გემო-ო.

17 წლის ლავრენტი უკვე  დედას და ყრმუნჯ დას თავად ინახავდა. დედამ შვილის სწავლებისთვის ნახევარი სახლი გაყიდა.  სოხუმის დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდგომ ბერია ბაქოში მიემგზავრება და  ტექნიკურ- მექანიკურ სამშენებლო სასწავლებელში აბარებს.  1919 წელს ის მშენებელ-არქიტექტორის პროფესიას წარჩინებით  ეუფლება, რაც შემდგომში თბილისის დღევანდელი სახის საწინარი ხდება.

 (წლების შემდგომ  ბერია, ასევე პირადად კურირებდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის და მოსკოვის მაღლივი შენობების  კომპლექსის მშენებლობის პროცესს.)

 პირველ სამსახურში ის 1916 წელს,  ბაქოს ნობელის ნავთობის კომპანიაში ეწყობა.

 1917 წლის მარტიდან უკვე ბოლშევიკთა, სოციალ-დემოკრატიული მუშათა  პარტიის აქტიური წევრია.   

 1918 წლის სექტემბრიდან -1920 წლის მარტამდე  თურქულ-აზერბაიჯანული არმიის მიერ ბაქოს დაკავებიდან- აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე იატაკქვეშა საქმიანობაზე გადადის.

 1919 წლიდან უშუალო უფროსის, ბაქოს ბოლშევიკთა ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანასტას მიქოიანის დავალებით, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის კონტდაზვერვის აგენტი ხდება და ამას არც მალავს, რადგან იქ, ის მისი თქმით - პარტიულ დავალებას ასრულებდა.

 1920 წლის აპრილიდან  პარტიის რწუნებულის რანგში ის საქართველოში გადმოყავთ და ინფორმაციის მოპოვების თუ გადაბირების მიზნით მალევე ამყარებს კავშირს საქართველოს არმიის და გვარდიის შტაბებთან.

მაგრამ,მას საქართველოს ცენტრალურ კომიტეტთან ერთად აპატიმრებენ.

რსფსრ-ს წარმოადგენლის გიორგი სტურუას და ნოე ჟორდანიას მოლაპარაკების საფუძველზე  ბერიას ათავისუფლებენ იმ მოტივით, რომ სამ დღეში დატოვებს საქართველოს, თუმც  ლაკერბაიას გვარით თბილისის რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენლობაში მომუშავე სერგეი კიროვთან რჩება.

 ბაქოში ვიზიტის შემდგომ უკან დაბრუნებულს (სავარაუდოდ მეტოქე სერგო ორჯონიკიძის წყალობით) ნოე რამიშვილის კონტრადზვერვა აპატიმრებს  და ბერია 1920 წლის ივნის-ივლისს  ქუთაისის ციხეში  ატარებს.  

ბერია შიმშილობას იწყებს, თავს პოლიტპატიმრად  აცხადებს, რის შემდგომ მას რუსეთთან ვითარების გამწვავების თავიდან ასაცილებლად უკან ბაქოში აგზავნიან.

თუმც, აზერბაიჯანშიც მას როგორც პროვოკატორს ხვდებიან იმავე სერგო ორჯონიკიძის წყალობით.

ორჯონიკიძე ბაქოში  ტელეგრამას აგზავნის  „ გაიქცა პროვოკატორი ბერია, დაიჭირეთ.“  

 ბერიას მტრების კლანჭებისგან ამჯერად  მირ ჯაფარ ბაგიროვი, შემდგომში  აზერბაიჯანის უშიშროების კომიტეტის და შს კომისარი  იხსნის.

 იქ მას  ადგილობროივი პარტმუშაკები ვერ იტანენ, აბრალებენ უფლებამოსილების გადამეტებას, სისხლის სამართლის  საქმეების ფალსიფიცირებას და ა.შ. თუმც, აქ  მხსნელად ანასტას მიქოიანი  ევლინება. სავარუდოდ ინსტრუმენტატდ  ერებს შორის ფარულ, მიჩქამულ ისტორიულ  შუღლს იყენებს.

 1922 წლის ნომებრიდან ბერია ისევ თბილისში გადმოყავთ და საიდუმლო-ოპერატიული ნაწილის უფროსად ნიშნავენ, კავკასიის არმიის განსაკუთრებული ნაწილის უფროსის თანამდებობის შეთავსებით.

 1926 წლის 2 დეკემბრიდან - 1931 წლის 3 დეკემბრამდე  ბერია საქართველოს პოლიტიკური სამმართველოს უფროსი და ამავე დროს შს კომისარია.

1931 წლის 14 ნოემბრიდან - 1938 წლის 31 აგვისტომდე საქართველოს ცეკას პირველი მდივანი და  ამავე დროს, როგორც ერთიანი სახელმწიფოს აზერბაიჯანის და სომხეთის პოლტიბიუროს წევრი.

ბერიას თაოსნობით 1913 წელთან შედარებით - 1940 წელს საქართველოს სამრეწველო პონეტციალი 10 -ჯერ გაიზარდა, ციტრუსი 2.000 ჰა-დან -20.000 ჰა- მდე გაშენდა, საქართველო გახდა სსრკ-ს ციტრუსის და ჩაის  მთავარი მწარმოებელი  ქვეყანა.

220 ათასი ჰექტარი კოლხიდის ჭაობის დაშრობა და სუბტროპიკულ ბაღნარად ქცევაც მის სახელს უკავშირდება.

ბერიამ პირადად შეკრიბა კოლმეურნეობების  ხელმძღვანელები  და საბჭოთა დაზვერვის მიერ  ცეილონიდან მოპარული 9 ჩემოდანი  ჩაის ფურცელი  დაურიგა პირობით -„ერთი წლის შემდგომ ვანახავ, ერთი ფურცელიც არ გახმეს-ო“...

 თუ , ბერიამდე წელიწადში ტონა ჩაის მოსავალს იღებდნენ, ბერიას დროს  ეს ციფრი 45  -მდე გაიზარდა, ჩაის მოსავალი ჰექტარიდან 750 კგ ნაცვლად -4 ტონამდე ავიდა, აშენდა-35 ჩაის ფაბრიკა, რომლისთვის დაზგა-დანადგარებს უკვე  ბათუმის ახალი  მანქანათმშენებელი ქარხანა უშვებდა.

ქვეყანაში იქმნებოდა სრულიად ახალი  დარგები- მანქანათმშენებლობის , ნავთობგადამამუშავებელი, ფეროშენადნობთა, ჩაის, ძვრიფასი  და იშვიათი ლითონების მოპოვენა-დამუშავების, შენდებოდა- ტრიკოტაჟის, მაუდის,ფეხსაცმლის ფაბრიკები...

პირველ ხუთწლედში ბერიამდე, საქართველო ეკონომიკაში ჩაიდო  სულ -335 მილიონი მანეთი, ბერიას დროს მისი დამსახურებით  სამჯერ მეტი  - 960 მილიონი მანეთი, ამავე დროს პროდუქციის წარმოება გახუთმაგდა. ბერიამ თბილისი გადააქცია სანიმუშო საბჭოთა ქალაქად- მოაწესრიგა წყალმომარაგება, მოაწყო- კანალიზაციის სისტემა, 1934 წელს დაიწყო რუსთაველის პროსპექტის რეკონსტრუქცია.

მე-19 საუკუნის ბოლოს ილიას წყალობით საქართველოში  თუ წერა -კითხვის მცოდნე ყოველი მეხუთე იყო, მის დროს საერთო ჯამში- ყველა მეორეს შეეძლო წერა-კითხვა. აშენდა - სკოლები, ინსტიტუტები: სასოფლო, სამედიცინო, პოლიტექნიკური და  უკვე 1938 წლისთვის საქართველო ერთ სულ მოსახლეზე სტუდენტების რაოდენობით ევროპის მოწინავე ქვეყნებს  საფრანგეთს და გერმანიას უსწრებდა.

დაიწყო შავიზღვისპირა სანატორიუმების, დასასვენებელი სახლების , პიონერთა ბანაკების მასობრივი მშენებლობა.

საქართველო ბერიას დროს იქცა სსრკ-ს  საკურორტო დედაქალაქად , სადაც ყოველწლიურად სსრკ-ს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ისვენებდა.

ბერიას ამეიერკავკასიის ძალადობრივი  კოლექტივიზაცია არც უცდია, თუ მის მოსვლამდე მხოლოდ 30 % შეყვანა შეძლეს, მის დროს ეს ციფრი  მალე გამდიდრებულ მეურნეობებში შესვლის მსურველთა  86% -მდე ავიდა. 

1934 წელს  დეკემბერში ბერია სტალინის 55 წლის იუბილეს დაესწრო და ალბათ აქ გადაწყდა ბევრი რამ მისი მომავალი კარიერის შესახებ. 

ამბობენ, სიკვდილის წინ აფხაზეთის ცკ-ს მდივანმა  ნესტორ ლაკობამ, მეტსახელად  იგივე „ადაგუამ“ ბერია თავის მკვლელად დაასახელა. მოტივი ადვილად გამოსაცნობია, აფახაზებს ამ დროიდან აწუხებდათ თვითგამორკვევის წყურვილი, რასაც ბერიამ ასე დაუსვა წერტილი.

 ამბობენ, 1936 წელს საკუთრ კაბინეტში დაკითხვის დროს მოკლა სომხეთის ცკ-ს პირველი მდივანი არასი ხანჯიანი, თუმც ამის არანაირი მტკიცებულება დღემდე  არ არსებობს.

მაგრამ ფაქტია, 1937 წელს მოსკოვიდან წარგზავნილ მალენკოვთან და მიქონიათან ერთად  ბერია სომხეთის პარტიულ  კომიტეტს პირადად  „წმენდს.“, ამავდოულად "სჯის" საქართველოს განათლების ნარკომს გაიოზ დევდარიანს კონტრევოლუციური საქმიანოიბისათვის. დასჯილთა სიაში აღმოჩნდნენ : მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი, ტიციან ტაბიძე, ევგენი მიქელაძე...

ბერია 1938 წლის 22 აგვისტოდან  სსრკ-ს  შს სახალხო კომისარის  ნიკოლაი ეჟოვის მოადგილეა, ამავე წლის 25 ნოემრიდან კი - უკვე კომისარი.

რუსი მკვლევარის, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის  ალექსანდრ ბარსენკოვის და მწერალის, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორ ალექსანდრ ვდოვინის აზრით, ბერიას „ნკვდ“-ს შეფად დანიშვნის შემდგომ რეპრესიათა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.

1938 წელს ბანაკებიდან გათავისუფლდა 279.000  რეპრესირებული.

1941 წლის 3 თებერვლამდე საგარეო დაზვერვა შსს-ს ექვემდებარებოდა, ამიტომაც ბერია პირადად კურირებდა ლევ ტროცკის მკვლელობას. მისი  თაოსნობით 1939-1940 წლებში შეიქმნა მძლავრი სადაზვერვო ქსელი: ევროპაში, ამერიკაში, იაპონიაში, ახლო აღმოსავლეთში.

მეორე მსოფლიოს ომის დროს უშუალოდ აგებდა პასუხს თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წინაშე თვითმფრინავების, ძრავების, შეიარაღების წარმოებასა და მიწოდებაზე, 1942 წელს პირადად ხელმძღვანელობდა კავკასიის დაცვის ოპერაციას.

1943 წლის 11 თებრვლიდან სტალინის ბრძანებით მას ატომურ შეიარაღებაზე მუშაობა დაევალა და უკვე 1949 წლის 29  აგვისტოს სემიპალატინკის პოლიგონზე  პირველი საბჭოთა  ატომური ბომბი გამოიცადა , რამაც საბჭოეთის მმართველობა 70 წლით გაახანგრძლივა.

 ერების გადასახლების ოფიციალური  მოტივად- კოლაბორაციონიზმი და დეზერტირობა სახელდებოდა.

 ბერიას ინიციატივით „ნკვდ“-ს ჯარებმა 1943 წლის 2 ნომბერს გაწმინდეს ყარაჩაევო- ჩერქეზეთის ტერიტორია მოსახლეობისგან  და  ოლქი უშუალოდ საქართველოს დაუქვემდებარეს.

   ბერიას ინიციატივაა 1944 წლის 29 იანვარს ჩეჩენ -ინგუშების დეპორტაცია 19.000 -იანი „ნკვდ“-ს  თანამშრომლის და 100.000 -იანი ჯარებით, რომელსაც პირადად გროზნოში ბერია- სეროვთან ,ქობულოვთან, მამულოვთან ერთად ხელმძღვანელობდა.

1944 წლის 8-9 მარტს მიმდინარეობდა ბალყარელების (37.103 კაცი)  გასახლების ოპერაციაც.

1944 წლის 24 ივლისს თურქეთთან კავშირების, კონტარაბანდული საქმიანობის და მათ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილის მოტივით ჩატარდა საქართველოს სამხრეთ რეგიონში მცხოვრები ე.წ. თურქი -მესხების  45.516  პირის  გასახლების ოპერაცია.

ამ დროს უზბეკეთმა, ყირგიზეთმა და ყაზახეთმა  91.095 მოქალაქე შეიძინა.

1945 წლის 9 ივლისიდან ბერია საბჭოთა კავშირის მარშალია .

ბერიას ტრაგიკული შეცდომა მნიშვნელოვანწილად მისმა თვითდაჯერებულობამ განაპირობა.

სტალინის სიკვდილის შემდგომ ის ძალოვან უწყებებს დაეყრდნო. შეცვალა ყველა მოკავშირე რესპუბლიკის ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი, შეწყვიტა და ორი კვირის ვადაში მოახდინა მის წინააღმდეგ წამოწყებული ყველა საქმის ფიგურანტის ყველა პირის რეაბილიტაცია - „მეგრელთა საქმის“, „ექიმების საქმის“ , საქართველოს და სსრკს- სახელმწიფო უშიშროების მაღალჩინოსნების მიმართ.

 ბელადის სიკვდილიდან სამ კვირაში, 1953 წლის 29 მარტს გამოსცა ამინისტია, ციხეებიდან გაათავისუფლა 1.203.000 ადამიანი, შეწყვიტა 401.000 პირის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე.

გათავისუფლებულ იქნა  ყველა 5 წლამდე სასჯელმისჯილი ყველა პირი,  ასევე- თანამდებობრივი,სამეურნეო, გარკვეული ტიპის სამხედრო დანაშაულში მსჯავრდებული, არასრულწლოვნები, მოხუცები, ავადმყოფები,  მცირეწლოვანი შვილის პარტონი  და ფეხმძიმე ქალები.

„ექმითა საქმის“ (37 პირის მიმართ) ფაბრიკაციაში  მხილებულ იქნა  სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შეფი რუმინი, მოახდინა საბჭოთა კავშირის არტილერიის მარშალის- იაკოვლევის, გენერალ-პოლკოვნიკ ილარიონ მირზახანოვის და სხვა  პირების რებილიტაცია.

ბუნებრივია, არანაირ შეთქმულებას ბერიის მხრიდან არ შეიძლება ჰქონოდა ადგილი საბჭოთა ხელისუფლების მიმართ. სტალინის შემდგომ იგი თავად იყო -საბჭოთა ხელისუფლება და  სავარაუდოდ არც მის არანაირ დაკავების ოპერაციას  არ ჰქონია ადგილი: იგი მოკლეს საკუთარ სამუშაო კაბინეტში 1953 წლის 26 ივნისს, მასთან ერთად მალევე  გაანეიტრალეს მისი უახლოესი გარემოცვა: მერკულოვი, ქობულოვი, გოგლიძე, დეკანოზოვი , ბაგიროვი,  მეშიკი, ვლოძიმირსკი, 100 გენერალს ჩამოართვეს სამხედრო წოდება.

ეს იყო  ამერიკელების და  ინგლისელების  მიერ კარგად დადგმული სპეცოპერაცია, საბჭოეთის განეიტრალების და მათთვის სასურველი, ბერიას მიერ სამომავლოდ განწირული საბჭოთა პარტმუშაკების გადასარჩენად.

ბერია დასაჯეს ატომური ბომბისთვის, რადგან  ფაქტია, მის გარეშე საბჭოთა კავშირი არარაობა იქნებოდა.  

სტალინი დაარწმუნეს მის ღალატში, გაბრაზებულმა ბერიამ კი  შეცდომა დაუშვა- ხელი არ შეუშალა ბელადის  ლიკვიდაციის ოპერაციას.

სტალინის სიკვდილის შემდგომ, როცა ბერიამ  მეუღლეს,  ნინო გეგჭკორს   ქვეყანაში გასატარებელი რეფორმები და  საკუთარი გეგმები გააცნო , ნინოს მისთვის  უპასუხია- „არ გაპატიებენ ლავრენტი, მოგკლავენ!“

"თბილისი 24"

 

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 9267 times