საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:22

მახინჯ სხეულში- მახინჯი სულია: შიმშილობა შეწყვიტეს,მილიონები აიღეს, ხალხი-ცემეს..

17-10-23 17:53:38 | Print

არჩევნების შემდგომ დამარცხებით გამწარებული პარტმატუნების ნიღბების ჩამოსხნის პროცესი აქტიურ ფაზაში შედის.
ნამდვილად არ ღირდა მსგავს პოლიტიკანებზე მკითხველის დროის მოცდენა, ამიტომაც სამი ისტორია ერთ ამბად გავაერთიანეთ: სავაჭრო შიმშილობა, სარფიანი ვაჭრობა, არჩევნებში გადახდილი მილიონი, ადამიანების ცემა, ავტომანქანის დაზიანება...
ეს ყველაფერი პარტია „პატრიოტთა ალინსს“ ეხება.
ექსპრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია, როგორც საზოგადოებაში იცნობენ- ყველას შთამომავალ, შევარდანძის ხელისუფლების საბაჟო დეპარტამენტის ექსშეფს დავით თარხნიშვილს, ამჟამად თარხან-მოურავს ამხელს და ხელისუფლებასთან ვაჭრობაში ადანაშაულებს.
ამავე აზრზს იზიარებს "ქართული მიწის დაცვის კომიტეტის" ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი :

-„ და აჰა, გასრულდა არჩევნები იგი და აღასრულა შიმშილობაი პატრიოტთა ალიანსმან მუნ კეთილად და სარფიანად ივაჭრეს მას მთავრობისა თანა და მისცეს დავიწყებას დიადი იგი მიზნები გეოპოლიტიკისაი ამა სოფლისა: ნატოი, რუსთა ქვეყანაი და სამმხრივი ფორმატი იგი!
ახლა ჭამის დროა! „- წერს გამსახურდია.

-„ შიმშილობის შეწყვეტის ფასად კოლექტიურმა მოურავებმა საკრებულოში ნაცი თევდირაძე და საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მინისტრი ფრიდონ ინჯია გაიყვანა!
ინჯიას ერთი მილიონი რომელიც საპარლამენტო არჩევნებში დიდ თარხანას გადაუხადა საკრებულოს დეპუტატობის სახით ნატურში დაუბრუნდა!
ესეც თქვენი შიმშილობა!
- ქართულ მარშს მაინც რატომ შეგვიშალეთ ხელი საპროტესტო აქციების დაწყებაში?!
კი ვეუბნებოდით მე და კოკა მორგოშია ჩემს თანამებრძოლეებს ესენი სავაჭროდ შიმშილობენთქო, მაგრამ კორკოტ და სანდრო, რომ არ დამიჯერეთ და იძახდით ვაცალოთ ხელი არ შევუშალოთ იქნება და მართლა პატრიოტულ საქმეს აკეთებენო ახლა მაინც დაინახეთ მათი ნამდვილი სახე?! , “- წერს სადღობელაშვილი.

ფერი-ფერსო და ფოთში „პაწრიოტების“ მერობის კანდიდატმა მაია ჩხარტიშვილმა, დაკვირდით - ოჯახთან ერთად, "ქართული ოცნებისადმი" ლოიალური დამოკიდებულების ბრალდებით  ჟურნალისტს და ფოთის მერის მრჩეველს შორენა მირცხულავას თავს დაესხა, ცემა და ავტომანქანა დაუზიანა.
საქმეს შსს 126-ე მუხლით იძიებს.

 

Rate this item
(0 votes)
Read 2980 times