საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:26

გამყრელიძე: რაც მეტ ფულს იშოვით რუსეთში, მით უკეთესია, სააკაშვილმა იცოდა ჩემი რფ-ს მოქალაქეობის შესახებ

17-10-17 13:53:03 | Print

რუსეთს ებრძვიან, აგინებენ, წყევლიან , მაგრამ მისგან გამორჩენას ელიან, პარალელურად  ქართულ პოლიტიკაშიც არიან  და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიც არიან.

ასეთი, მრავლად დღევანდელ ხელისუფლებაშიც მოიძებნება.

სააკაშვილის რეჟიმის "გამპრავებელი", გადაცემა "ვის უნდა ოცი ათასის" წამყვანი და ჩინეთში საქართველოს ელჩი, სწორედ ერთ-ერთი მათგანია. 

 ახალი თაობის" ამ კითხვებზე მამუკა გამყრელიძე პასუხობს:

 – " ეს გადასარევად იცოდა ყველამ, არც არასოდეს დამიმალავს. როდესაც მთხოვეს, რომ სახელმწიფო სამსახურში წავსულიყავი, მაშინ გავაფრთხილე კიდეც.

თვითონ მიშამაც იცოდა და სწორედ მან მომცა საქართველოს მოქალაქეობა.

მე მაქვს ორმაგი მოქალაქეობა და ეს ყველამ ძალიან კარგად იცოდა.

ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ ყოფილა. მე ამით კანონს არ ვარღვევ.

 იქ მე მაქვს უძრავი ქონება და მოქალაქეობის დატოვების შემთხვევაში, მე ვნახავდი ზარალს.

ეს სუფთა მატერიალური მომენტია, რომ დავტოვო მოქალაქეობა, უნდა გადავუხადო ძალიან დიდი გადასახადები რუსეთის მთავრობას, რისიც არანაირი სურვილი არ გამაჩნია.

 ამოსწიონ ჩემი პუბლიკაციები, ფეისბუქ სტატუსები, არც ერთხელ არ მითქვამს ის, რომ არ უნდა ჰქონდეს ჩვენს მოქალაქეებს ბიზნესი უცხოეთში და ასე შემდეგ.

ყოველთვის ამას ვამბობდი, პირიქით, რაც მეტ ფულს იშოვით რუსეთში, მით უკეთესია. იქიდან წამოიღეთ რაც შეიძლება მეტი, აქედან ნუ მისცემთ წასაღებად. რაც შეეხება წინააღმდეგობას, წინააღმდეგი ვიყავი თავიდანვე, ახლაც ვარ და ვიქნები ცალმხრივი ვიზალიბერალიზაციის ჩვენი მხრიდან რუსეთის მიმართ.

 სააკაშვილის არასოდეს მოუთხოვია დამეტოვებინა რუსეთის მოქალაქეობა!

 როდესაც მე ვუთხარი, დიპლომატიურ სამსახურში არ შეიძლება რომ იყოს რუსეთის მოქალაქე, მან მითხრა, რომ ეს კანონის დარღვევა არ არის და ამიტომ არანაირი პრობლემა არ იქნებაო. ამას სააკაშვილიც დაადასტურებს, რომ ასე იყო.

 მე პოლიტიკოსი არ ვარ და არც სახელისუფლო მოხელე. ამიტომ არავის საქმე არ არის, მე სად მაქვს ქონება, რამდენი და სად ვშოულობ და როგორ ვშოულობ ფულს.

არ ვარ ვალდებული, ვინმეს ჩავაბარო ანგარიში.

სწორედ ამიტომ არ ვარ არჩევითი ფიგურა, არსად არ ვაყენებ ჩემს კანდიდატურას, რადგან ვარ რუსეთის მოქალაქე. ეს თემა კი მავანმა წინასაარჩევნოდ წამოწია. როდესაც აღარ ვიქნები რუსეთის მოქალაქე, ამის შემდეგ მოვალ აქტიურ პოლიტიკაში, - " აცხადებს გამყრელიძე გამოცემასთან ინტერვიუში. 

 

 

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 2330 times