საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:20

გიორგი გოგლიჩიძე: ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ერთად დავამარცხებთ უსამართლობას

17-10-14 20:03:32 | Print

ზესტაფონის მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, გიორგი გოგლიჩიძეს აქვს. ამომრჩეველი მას ძალიან

დადებითად ახასიათებს და მხარდაჭერას უცხადებს.  კანდიდატი პოლიტპატიმარია, იგი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს

უსამართლოდ, უდანაშაულო მოხვდა ციხეში, რის შედეგადაც, ის დღემდე ეტლით გადაადგილდება და როგორც თავად აღნიშნავს, რომ არა 2012 წლის

არჩევნები, ის ალბათ დღეს ცოცხალი აღარ იქნებოდა. გიორგი გოგლიჩიძეს მოსახლეობა  თბილად და იმედით ხვდება.

ბატონო გიორგი, როგორც ვიცი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს დროს, თქვენ ეტლით მოიარეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონი და

მოსახლეობას მოუწოდებდით ხმა არ მიეცათ „ნაციონალური მოძრაობისთვის“.

-გეთანხმებით, ჩემი ქმედებით, საზოგადოებას შევახსენე „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. ჩემთვის ეს პარტია არის ძალადობის და უსამართლობის

სიმბოლო და მინდოდა ჩემი სახით ამომრჩეველს ენახა სისხლიანი რეჟიმის უსამართლო ქმედების შედეგი.

თქვენი ეს ქმედება, ირიბად, ხომ არ იყო   „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა?

არ შეიძლება იმის არ დანახვა, რაც 2012 წელს მოხდა, ბიძინა ივანიშვილის დახმარებით ქართველი ხალხი განთავისუფლდა სააკაშვილის რეჟიმისგან.

ამომრჩეველმა არ უნდა დაუშვას, რომ ამ პარტიის ამჟამინდელი, ან ყოფილ წევრები დაბრუნდნენ მათი ბედის სამართავად. 

რა გახდა თქვენი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, რომ არჩევნებში მიგეღოთ მონაწილეობა?

 

-სწორედ ის, რაზეც მოგახსენეთ, უფრო კონკრეტულად კი, ზესტაფონში ყოფილი ნაციონალის და ზონდერის ძმის, კახაბერ მახათაძის, „ქართული

ოცნების“ კანდიდატად დასახელება. 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნები არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის ჩვენი რაიონისთვის

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არჩევნები, რადგან ჩვენი რაიონი არ ჩავუგდოთ ხელში იმ პიროვნებებს, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს

ემსახურებოდნენ წლების განმავლობაში და არაერთი ადამიანის ცემის, დაშინების და ქონების დაყადაღებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რასაც

ჩვენდა სამწუხაროდ დღესაც აგრძელებენ და ამ მეთოდებით უნდათ თქვენი ხმების მისაკუთრება.

 

რა ეტყვით თქვენს ამომრჩეველს?

-ვეტყვი, უდიდეს მადლობას იმ სითბოსთვის და მხარდაჭერისთვის, რასაც ვგრძნობ მათთან შეხვედრისას. უკვე დროა, მივიღოთ  პრინციპული და

მამაცი გადაწყვეტილება და უარი ვუთხრათ ძალადობას, დაშინებას და უსამართლობას. უმიზეზოდ ჩაცხრილული ახალგაზრდებისა და ათიათასობით

უკანონო პატიმრის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, უკანონოდ წართმეულ ქონებას.

ასევე ვეტყვი, რომ არ უნდა შეეშინდეთ და ზონდერების ზეწოლით არ უნდა მიიღონ საკუთარი სურვილის წინააღმდეგ გადაწყვეტილება. ჩვენ ერთად

გავიმარჯვებთ და ერთად დავამარცხებთ უსამართლობას.

 

Rate this item
(0 votes)
Read 178 times